შვეიცარია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: roa-tara:Svizzere
r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:შვეიცარია
ხაზი 99: ხაზი 99:
{{Link FA|lmo}}
{{Link FA|lmo}}
{{Link FA|no}}
{{Link FA|no}}

[[kbd:Шуэцарэ]]
[[ltg:Šveicareja]]


[[ace:Swiss]]
[[ace:Swiss]]
ხაზი 189: ხაზი 186:
[[jv:Swiss]]
[[jv:Swiss]]
[[kaa:Shveytsariya]]
[[kaa:Shveytsariya]]
[[kbd:Шуэцарэ]]
[[kg:Suisi]]
[[kg:Suisi]]
[[kk:Швейцария]]
[[kk:Швейцария]]
ხაზი 208: ხაზი 206:
[[ln:Swisi]]
[[ln:Swisi]]
[[lt:Šveicarija]]
[[lt:Šveicarija]]
[[ltg:Šveicareja]]
[[lv:Šveice]]
[[lv:Šveice]]
[[mdf:Швайцарие]]
[[mdf:Швайцарие]]
ხაზი 294: ხაზი 293:
[[wuu:瑞士]]
[[wuu:瑞士]]
[[xal:Свисин Ниицән]]
[[xal:Свисин Ниицән]]
[[xmf:შვეიცარია]]
[[yi:שווייץ]]
[[yi:שווייץ]]
[[yo:Swítsàlandì]]
[[yo:Swítsàlandì]]

21:42, 14 ივლისი 2011-ის ვერსია

შვეიცარიის კონფედერაცია
ლათ. Confoederatio Helvetica
გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft
ფრანგ. Confédération suisse
იტალ. Confederazione Svizzera
შვეიცარია
შვეიცარიის
დროშა გერბი
დევიზი: Unus pro omnibus, omnes pro uno (ლათ.–ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის)
ჰიმნი: Swiss Psalm
შვეიცარიის მდებარეობა
დედაქალაქიბერნი(დე ფაქტო)
46°57′ ჩ. გ. 7°27′ ა. გ. / 46.950° ჩ. გ. 7.450° ა. გ. / 46.950; 7.450
უდიდესი ქალაქი ციურიხი
ოფიციალური ენა გერმანული, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  შვეიცარიის ფედერალური საბჭო პასკალ კუშპენი
მორიც ლოიენბერგერი
სამუელ შმიდი
მიშელ კალმი-რე
ჰანს-რუდოლფ მერცი
დორის ლოიტჰარდი (პრეზ.)
ეველინა ბიდმერ-შლუმპფი
ფართობი
 -  სულ 41,285 კმ2 (135-ე)
 -  წყალი (%) 4.2
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 7,591,400 (95-ე)
 -  2000 აღწერა 7,288,010 
 -  სიმჭიდროვე 181.4 ად. კაცი/კმ2 (61-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $296.2 მილიარდი (38-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $38,706 (მე-6)
აგი (2007) 0.955 (მაღალი) (მე-7)
ვალუტა შვეიცარიული ფრანკი (CHF)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი CHE
Internet TLD .ch
სატელეფონო კოდი 41

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) არის დასავლეთ ევროპაში მდებარე ფედერაციული რესპუბლიკა. დედაქალაქი — ბერნი.

სახელწოდება

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყანას სახელი ეწოდა კანტონ Schwyz-ის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი“). შვეიცარიას ადრე ჰელვეციას უწოდებდნენ, რაც ჰელვეტთა ტომებისაგან მომდინარეობს. ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

შვეიცარია

დედაქალაქი

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt(გერმ. "ფედერალური ქალაქი"), და არა Bundeshauptstadt (გერმ. "ფედერალური დედაქალაქი"). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, იტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24.7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

26 კანტონი (canton; cantone; kanton). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:

  • გერმანული ენობრივი არეალი: აარგაუ - აპენცელი - ბაზელი - ბრუნენი - გლარუსი - დისტალი - ზოლოტურნი - ლუცერნი - ნიდვალდენი - ობვალდენი - სანკტ-გალენი - ტურგაუ - უნტერვალდენი - შაფჰაუზენი - შვიცი - ციურიხი - ცუგი - ჰერისაუ
  • გერმანულ-ფრანგული ენობრივი არეალი: ბერნი - ვალე
  • გერმანულ-რეტორომანული ენობრივი არეალი: გრაუბიუნდენი
  • ფრანგული ენობრივი არეალი: ვო - ნოშატელი - ჟენევა - ჟურა - ფრიბური
  • იტალიური ენობრივი არეალი: ტიჩინო

დემოგრაფია

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5% გერმანო-შვეიცარიელები, 17,1% ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4% იტალიელები, 3,4% იტალო-შვეიცარიელები, 2,5% გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65%), ფრანგული (18%), იტალიური (12%) და რეტორომანული (1%). რელიგია - კათოლიციზმი (50%), პროტესტანტობა (48%). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).

ეკონომიკა

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40.630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF).

ისტორია

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.

მემკვიდრეობა

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

ბმულები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA