ქვემო ქართლის მხარე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: pnb:کویمو کارتلی
r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:ქვემო ქართლიშ რეგიონ
ხაზი 106: ხაზი 106:
[[uk:Квемо Картлі]]
[[uk:Квемо Картлі]]
[[war:Kvemo Kartli]]
[[war:Kvemo Kartli]]
[[xmf:ქვემო ქართლიშ რეგიონ]]
[[zh:克維莫-卡特利州]]
[[zh:克維莫-卡特利州]]

21:31, 14 ივლისი 2011-ის ვერსია

ქვემო ქართლის მხარე
ადმინისტრაციული ცენტრი რუსთავი
სახელმწიფო რწმუნებული დავით კირკიტაძე
რეგიონის კოდი GE-KK
ადმინისტრაციული ერთეული 6 +1 ქალაქი
ფართობი 6,528 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 381,146 (2002)

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

  1. ქალაქი რუსთავი;
  2. ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
  3. გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
  4. დმანისის მუნიციპალიტეტი;
  5. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი;
  6. მარნეულის მუნიციპალიტეტი;
  7. წალკის მუნიციპალიტეტი.

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

ზოგადი ცნობები

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ–ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 497 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 76 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, რაიონის გამგეობა — 6, სადაბო საკრებულო — 8, სოფლის საკრებულო — 86. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1994 წლის ოქტომბერში, დღემდე მუშაობდნენ:

ეკონომიკა

მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20%–ს იძლევა.

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

რესურსები ინტერნეტში