გაგრა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mhr:Гагра
+xmf
ხაზი 164: ხაზი 164:
[[uz:Gagra]]
[[uz:Gagra]]
[[war:Gagra]]
[[war:Gagra]]
[[xmf:გაგრა]]
[[zh:加格拉]]
[[zh:加格拉]]

14:44, 14 ივლისი 2011-ის ვერსია

ქალაქი
გაგრა
Гагра

გაგრის სანაპირო
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°19′00″ ჩ. გ. 40°15′00″ ა. გ. / 43.31667° ჩ. გ. 40.25000° ა. გ. / 43.31667; 40.25000
პირველი ხსენება 1308
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 26,636 კაცი (1986)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 6700–6799
ოფიციალური საიტი http://gagra-city.com
გაგრა — საქართველო
გაგრა
გაგრა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრა
გაგრა — გაგრის მუნიციპალიტეტი
გაგრა

გაგრა — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.

გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.

ისტორიული ცნობები

ქალაქი თავდაპირველად ბერძნული კოლონია იყო სახელად ტრიგლიტი (Triglite) და მასში ბერძნები და კოლხები სახლობდნენ. ძვ. წ.-ის I საუკუნეში ის პონტოს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა, სანამ მას რომის იმპერია დაიქვემდებარებდა. ამ უკანასკნელმა ქალაქს ნიტიკა (Nitica) დაარქვა. მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო რომაელებმა ქალაქს ფორტიფიკაციები აუშენეს, რომელსაც გამუდმებით თავს ესხმოდნენ გოთები და სხვა მთიელი ხალხები. რომის დაცემის შემდეგ, მისი მემკვიდრე, ბიზანტიის იმპერია, იღებს ქალაქის მართვის სადავეებს. IX საუკუნიდან გაგრა დანარჩენ აფხაზეთთან ერთად იმერეთის სამეფომ შემოიერთა. ამ პერიოდში ის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ხდება და აქ გენუელი და ვენეციელი ვაჭრები მძლავრობენ. ქალაქის მთავარი ექსპორტი შალი, თაფლი, ცვილი და მონები იყო. სახელი "გაგრა" პირველად რუკაზე 1308 წელს ჩნდება, რომელიც იტალიელმა პიეტრო ვისკონტიმ შექმნა. ეს რუკა ამჟამად ვენეციის სან-მარკოს ბიბლიოთეკაში ინახება.

გენუელებმა ადგილას, სადაც ამჟამად სოფელი ალახაძეა, დააარსეს ფაქტორია "სანტა-სოფია, ხოლო ბიჭვინთის კონცხზე - "პიცუნდო". XVI საუკუნეში გენუელები და ვენეციელები შავი ზღვის სანაპიროდან ოსმალებმა განდევნეს. გენუელების ციხე-ქალაქები ოსმალებმა დაიკავეს. გაგრაში მონებით ვაჭრობა კვლავინდებურად ყვაოდა. 1641 წელს აქ უმგზავრია ვინმე თურქ ევლია ჩელებს, რომელიც გაგრას "კა-კურის" ნავსადგურს უწოდებს, იქ კი, სადაც ამჟამად ახალი გაგრაა, მისი სიტყვებით სოფელი "ჰაკე" იყო (სოფელი გაგრიფში).

შუა საუკუნეების წყაროებში გაგრა მოხსენიებულია სხვა სახელწოდებებითაც — ვენეციური "კონტეზი" (ნავსადგური), სპარსული "დერბენტი" (ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის რკინის კარიბჭე).

XVIII საუკუნეში გაგრა დაკნინებას იწყებს. ნავსადგური ვაჭრებმა დატოვეს და მათი ადგილი მეკობრეებმა დაიკავეს. ხშირი იყო შეტაკებები აბაზგებისა და საძების ტომებს შორის.

რუსეთის გავლენის პერიოდი

ოლდენბურგის სასახლე
გაგრის ნავსაყუდელი დაახ. 1905-15 წლებში

1801 წელს აღმოსავლეთ საქართველო რუსეთს შეუერთდა. აფხაზეთის მთავრის თხოვნით სოხუმის ციხესიმაგრე რუსულმა ფლოტმა დაიკავა. დიდი აფხაზეთი (ენგურიდან ბზიფამდე) ოფიციალურად რუსეთის ნაწილი გახდა. მის მთავრად საფარ-ბეი შერვაშიძე (ჩაჩბა) დაინიშნა, თუმცა მცირე აფხაზეთმა (ბზიფიდან ხოსტამდე), რომლის ნაწილი გაგრაც იყო, საფარ-ბეი არ აღიარა და ის კიდევ 20 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი რჩებოდა.

ამ პერიოდში გაგრა კლიმატურად არასახარბიელი პირობებში იყო. ციხე-ქალაქს გარს ჭაობი ერტყა, რომელიც მალარიის წყარო იყო. ციებ-ცხელების გამო აქ დაბანაკებული 650 კაციანი რუსული გარნიზონიდან სამ წელიწადში მხოლოდ 100 კაცი იყო ცოცხალი. გენერალი ნ. მურავიოვის თაოსნობით გაგრის გარშემო ჭაობის დაშრობა და ტყის გაჩეხვა დაიწყეს (1841). თუმცა ყირიმის ომის პერიოდში გარნიზონს ფრანგული ესკადრონი დაემუქრა და 1855 წლის გაზაფხულზე გარნიზონმა ციხე-სიმაგრე ააფეთქა.

ყირიმის ომის დასრულების შემდეგ რუსები ისევ დაბრუნდნენ და ციხე-სიმაგრე აღადგინეს. აქ აშენდა სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ავადმყოფები ფოთიდან, ბიჭვინთიდან და სოხუმიდან მოჰყავდათ.

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან გაგრა უკვე მშვენიერი ქალაქია. გაშენდა და გამწვანდა ბულვარი, მის გარშემო გაჩნდა სოფლები, თუმცა მოსახლეობა ჯერ არ იყო მრავალრიცხოვანი. 1866 წლის მონაცემებით აქ 336 მამაკაცი და 280 ქალი ცხოვრობდა.

1869 წლიდან დაინიშნა ყოველდღიური რეისი თბომავლით სოხუმიდან ადლერში გაგრის გავლით. გაგრაში ჩამოდიან ვაჭრები, საქმოსნები და ტურისტები კავკასიის სხვა რეგიონებიდან, რუსეთიდან და დასავლეთ ევროპიდან.

1817-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში გაგრა თურქებმა დაიკავეს. ქალაქი ააოხრეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა თურქეთში გადაასახლეს. შედეგად, 80-იანი წლებისთვის ის, როგორც უმნიშვნელო დასახლება მოიხსენიება.

XIX საუკუნის ბოლოს ეს ადგილი მოინახულა რუსეთის მეფის ნათესავმა პრინცმა ოლდენბურგმა. ადგილობრივმა მეტყევე ა. როდიჩევმა ის დაარწმუნა აქ კურორტის გაშენების მიზანშეწონილობაში. პრინცს ამ წამოწყებაში გენერალი შერვაშიძე (ჩაჩბა) ეხმარება. მეფის თანხმობისა და ფულადი სახსრების გამოყოფბის შემდეგ მშენებლობა დაიწყო.

სახსრების დიდი ნაწილი პრინცის სასახლის აშენებაზე დაიხარჯა. საათიანი სასტუმრო (ამჟამად "გაგრიფში") დაშლილი სახით ნორვეგიიდან ჩამოიტანეს, რესტორანი კი — ვენიდან. სანაპიროზე პარკი გაშენდა, სადაც მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხე დარგეს.

გაგრას დამსვენებელთა დიდი ტალღა XX საუკუნის დასაწყისიდან მოაწყდა. 1911 წელს მას უკვე ელიტარული კურორტის სტატუსი ჰქონდა და აქ უკვე გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ.

საბჭოთა წყობილება

ახალი გაგრა

1921 წლის 21 თებერვლიდან გაგრა უკვე წითელი არმიის ხელში აღმოჩნდა. ლენინის სპეციალური დეკრეტით გაგრა "საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამკურნალო ცენტრი" გახდა. ქალაქში გაიხსნა მალარიის საწინააღმდეგო ცენტრი.

30-იანი წლებიდან გაგრა მთელი წლის კურორტი გახდა. აშენდა მეტეროლოგიური სადგური. დაიწყო სანატორიუმების აგება, ქუჩების კეთილმოწყობა. 1921-41 წლებში აფხაზეთის კურორტების კეთილმოწყობაზე სულ 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგრა ფრონტისპირა ქალაქი გახდა და ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა. ომის შემდეგ კურორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღევანდელ სახეს უკვე 1970-იან წლებში იღებს ერთ-ერთ უდიდესი სანატორიუმის "კავკასიონის" აშენებით. ამ პერიოდში ახალ გაგრაში თერმულ-მინერალური წყალი აღმოაჩინეს და ბალნეოლოგიური კომპლექსი გახსნეს.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში