სტრუმა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
|რუკა =Struma Balkan topo de.jpg |
|რუკა =Struma Balkan topo de.jpg |
||
|რუკის სიგანე = 200 |
|რუკის სიგანე = 200 |
||
|რუკის წარწერა = მდინარე |
|რუკის წარწერა = მდინარე სტრუმის აუზი |
||
|სიგრძე =415 |
|სიგრძე =415 |
||
|აუზის ფართობი = 17 ათ. |
|აუზის ფართობი = 17 ათ. |
05:41, 14 ივლისი 2011-ის ვერსია
სტრუმა | |
---|---|
მდინარე სტრუმა | |
ქვეყანა | ბულგარეთი, საბერძნეთი |
ქალაქები | კიუსტენდილი, ბლაგოევგრადი (ბულგარეთი), სერე (საბერძნეთი). |
სათავე |
ვიტოშის მასივი |
შესართავი |
ეგეოსის ზღვა 40°47′09″ ჩ. გ. 23°50′56″ ა. გ. / 40.78583° ჩ. გ. 23.84889° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
სიგრძე | 415 კმ |
აუზის ფართობი | 17 ათ. კმ² |
მდინარე სტრუმის აუზი | |
სტრუმა ვიკისაწყობში |
სტრუმა სტრიმონი (ბულგ. Струма, ბერძ. Στρυμόνας) — მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგრძე 415 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 17 ათ. კმ². მდინარის 290 კმ მონაკვეთი ბულგარეთის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ვიტოშის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ერთვის ეგეოსის ზღვის სტრიმონის ყურეს.
წყალუხვია თებერვალ-ივნისში, წყალმცირეა აგვისტო-სექტემბერში. წყლის საშუალო ხარჯი ბულგარეთის საზღვართან ახლოს 80 მ/წმ³. მაქსიმალური დაახლოებით 500 მ/წმ³. იყენებენ სარწყავად.
სტრუმას ხეობაშია ქალაქები : კიუსტენდილი, ბლაგოევგრადი (ბულგარეთი), სერე (საბერძნეთი). მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. ბულგარეთის ფარგლებში მდინარე სტრუმაზე იმყოფება სტუდენის წყალსაცავი.
ისტორია
ძველი ბერძნული ქალაქი ამფიპოლისი წარმოქმნილი იყო სტრუმის შესართავის ადგილას. ძვ. წ. 480 როდესაც ქსერქს I-მა საბერძნეთში შეჭრა განახორციელა გადალახა მდინარე სტრიმონი (სტრუმა). ქსერქს I-მა მდინარის ღმერთს მსხვერპლად შეწირა ცხრა ვაჟიშვილი და ცხრა ქალიშვილი. ალექსანდრე I მაკედონელმა ძვ. წ. 479 გაანადგურა ქსერქსის არმია ენეა ოდოისთან ახლოს.
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში სახელწოდება სტრიმონი იყო ჰიდრონიმი, რომელიც ეფუძნებოდა მითიური თრაკიის მეფეს, რომელიც მდინარეში დაიხრჩო.