ეპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Periferia Ipirou.png|მინი|მარჯვნივ|300პქ|საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ოლქი - ეპირი]]
[[ფაილი:Periferia Ipirou.png|მინი|მარჯვნივ|290პქ|საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ოლქი - ეპირი]]
'''ეპირი''' ([[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ]]. Ἤπειρος, [[ბერძნული ენა|ბერძნ]]. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს [[იონიის ზღვა]]. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა

358 698 კაცი ([[2005]] წ.). წარმოადგენს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ პერიფერიას, გეოგრაფიულ ერთეულსა და რაიონს.<ref>Π.Δ. 51/87 “Καθορισμός των Περιφερειών της Χώρας για το σχεδιασμό κ.λ.π. της Περιφερειακής Ανάπτυξης” (''Determination of the Peripheries of the Country for the planning etc. of the development of the peripheries, [[Efimeris tis Kyverniseos]] ΦΕΚ A 26/06.03.1987</ref>

08:06, 8 ივლისი 2011-ის ვერსია

საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ოლქი - ეპირი

ეპირი (ძვ. ბერძნ. Ἤπειρος, ბერძნ. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს იონიის ზღვა. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი (2005 წ.). წარმოადგენს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ პერიფერიას, გეოგრაფიულ ერთეულსა და რაიონს.[1]

მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიდისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია იანინა. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ, მთა პინდი). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის (არტის) ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.

ისტორია

ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ კონტინენტს უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან, აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორიულ ხანაში ეპირში სახლობდნენ ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს კორინთი.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოლოსების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა. ძველი წელთაღიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი ნიკოპოლისი დაარსა. დასავკეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეპირი ბიზანტიას ეკუთვნოდა, XV საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით 1881 ეპირის ნაწილი - არტის ნომი - საბერძნეთს შეუერთა.

ბალკანეთის ომების (1912-1913 წწ.) შემდეგ მთელი ეპირი საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Π.Δ. 51/87 “Καθορισμός των Περιφερειών της Χώρας για το σχεδιασμό κ.λ.π. της Περιφερειακής Ανάπτυξης” (Determination of the Peripheries of the Country for the planning etc. of the development of the peripheries, Efimeris tis Kyverniseos ΦΕΚ A 26/06.03.1987