ეპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:GreeceEpirus.png|მინი|მარჯვნივ|290პქ|]]
[[ფაილი:Periferia Ipirou.png|მინი|მარჯვნივ|300პქ|]]
'''ეპირი''' ([[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ]]. Ἤπειρος, [[ბერძნული ენა|ბერძნ]]. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს [[იონიის ზღვა]]. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა
'''ეპირი''' ([[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ]]. Ἤπειρος, [[ბერძნული ენა|ბერძნ]]. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს [[იონიის ზღვა]]. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა
358 698 კაცი (2005 წ.). მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიდისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია [[იანინა]].
358 698 კაცი (2005 წ.). მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიდისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია [[იანინა]].

07:45, 8 ივლისი 2011-ის ვერსია

ეპირი (ძვ. ბერძნ. Ἤπειρος, ბერძნ. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს იონიის ზღვა. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი (2005 წ.). მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიდისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია იანინა. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის (არტის) ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.

ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ კონტინენტს უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან, აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორილ ხანაში ეპირში სახლობდნენენ ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს კორინთი.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოლოსოების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიაენბა შექმნა. ძველი წელთაღიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი ნიკოპოლისი დაარსა. დასავკეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეპირი ბიზანტიას ეკუთვნოდა, XV საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით 1881 ეპირის ნაწილი - არტის ნომი- საბერძნეთს შეუერთა. ბალკანეთის ომების (1912-1913 წწ.) შემდეგ მთელი ეპირი საბერძნეთის შეადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა