აზოვის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+რესურსები ინტერნეტში
r2.7.1) (ბოტის დამატება: kk:Азов теңізі
ხაზი 72: ხაზი 72:
[[ja:アゾフ海]]
[[ja:アゾフ海]]
[[kbd:Хы МыутӀэ]]
[[kbd:Хы МыутӀэ]]
[[kk:Азов теңізі]]
[[ko:아조프 해]]
[[ko:아조프 해]]
[[ku:Deryaya Azov]]
[[ku:Deryaya Azov]]

14:38, 6 ივლისი 2011-ის ვერსია

თხელი აზოვის ზღვა მკვეთრად გამოირჩევა შავი ზღვისგან.

აზოვის ზღვა (რუს. Азо́вское мо́ре, უკრ. Азо́вське мо́ре) შავი ზღვის ჩრდილოეთ განშტოებაა და მას ქერჩის სრუტით უკავშირდება. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება უკრაინა, აღმოსავლეთით რუსეთი, დასავლეთით კი ყირიმის ნახევარკუნძული.

აზოვის ზღვის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევა ძვ.წ. 5600 შავი ზღვის დატბორვის თეორიის მიხედვით. ამ არეალში არსებობს ნეოლითური ნამოსახლარის ნიშნები, რომელიც ამჟამად ზღვით არის დაფარული. აზოვი ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო სახელით მეოტიის ტბა ან ზღვა (ბერძ.: ἡ Μαιῶτης λίμνη და ლათ.: Palus Maeotis).

ამჟამინდელი სახელი პოპულარული წარმოდგენით მომდინარეობს პოლოვციელი პრინცი აზუმისგან, რომელიც ამ რეგიონში მდებარე ქალაქის თავდაცვის დროს იქნა მოკლული 1067 წელს. მკვლევართა აზრით ზღვის სახელი დაკავშირებულია ქალაქ აზოვთან, ან აზაკთან, რაც თურქულად ”დაბალს” ნიშნავს, მისი მდებარეობის მითითებით.

ზღვა 340 კმ-ია სიგრძეში, 135 კმ - სიგანეში და 37.555 კმ² ფართობი უჭირავს. ზღვაში ჩამდინარე მთავარი მდინარეებია დონი და კუბანი, რაც განაპირობებს ზღვის შედარებით დაბალ მარილიანობას, ზოგიერთ ნაწილებში კი სრულ სიმტკნარეს. ეს მდინარეები ასევე დიდი რაოდენობით სილას ლექავენ აზოვში.

აზოვის ზღვის სიღრმე ყველაზე მცირეა მსოფლიოში და საშუალოდ 13 მეტრს შეადგენს. ფაქტიურად, სილის დანალექის დაგროვების ჟამს მისი საშუალო სიღრმე 1 მეტრსაც არ აღემატება, განსაკუთრებით ტაგანროგის ყურესთან. მთავარი დინება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებისაა, ხოლო ტალღები კი დროდადრო 5 მეტრს აღწევს. ზამთარში ზღვის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული.

ზღვის მნიშვნელოვანი პორტებია ბერდიანსკი, მარიუპოლი, დონის-როსტოვი, ტაგანროგი და იეისკი. ზღვას ორი არხი უკავშირდება: ვოლგა-დონის არხი და მანიჩის არხი, რომელიც მას კასპიის ზღვასთან აკავშირებს. ზღვა აქტიურად გამოიყენება თევზჭერისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის მოსაპოვებლად.

ისტორიულად ზღვა მდიდარი იყო წლის ფლორითა და ფაუნით, თუმცა ზედმეტი თევზჭერისა და დაბინძურებისგან მან ბოლო დროს შესამჩნევად იკლო.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: