სერგო ვარდოსანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება დაბადებული 1956 (HotCat-ის გამოყენებით)
კატეგორიის ჩამატება [[:კატეგორია:ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები|ზესტაფონის მუნიცი
ხაზი 50: ხაზი 50:
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1956]]
[[კატეგორია:დაბადებული 1956]]
[[კატეგორია:ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]

17:26, 27 ივნისი 2011-ის ვერსია

სერგო ვარდოსანიძე (დ. 2 იანვარი, 1956, ზესტაფონის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი.

ბიოგრაფია

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდგომში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.


  • ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1989 წლიდან).
  • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002 წლიდან).
  • დოცენტი (1993 წლიდან)
  • პროფესორი (2003 წლიდან).
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.


  • 1979-1990 წწ. – თბილისის კ. დ. უშინსკის სახ. №1 რესპუბლიკური ექსპერიმენტული საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
  • 1983-1985 წწ. – თბილისის კ. დ. უშინსკის სახ. №1 რესპუბლიკური ექსპერიმენტული საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.
  • 1990-1993 წწ. – სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი.
  • 1988 წლიდან დღემდე – საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
  • 1993-2006 წწ. – სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი.
  • 2005-2006 წწ. – სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში.
  • 2006-2009 წწ. – კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.
  • 2010 წლის ივნისიდან – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეკანი.
  • 2010 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი.

გამოქვეყნებული წიგნები

  • “უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II”, (1993 წ.)
  • “უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე” (2000 წ.)
  • “უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე” (2003 წ.)
  • “უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი” (2005 წ.)
  • “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში” (2001 წ.)
  • ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები (XIX-XX ს.ს.)” (2004 წ.)
  • ავტორთა კოლექტივთან ერთად “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XIX-XX ს.ს.-ში” (ინგლისურ ენაზე, ჟენევა 2006 წ.)
  • “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1952-2007 წლებში, უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ცხოვრების გზა”.

წიგნები და სტატიები უცხო ენებზე

  • Внешняя политика Грузинской православной церкви. Журнал «Азия Африка сегодня» Москва 2001, გვ. 74-75.
  • Отношения Грузинской православной и Армянской апостольской церквей в 1917-1922 гг. ჟურნ. «Иран-наме» ტ. 37. 2001. გვ. 36-37, თეირანი.
  • Взаимоотношения между Грузинской православной церковью и государством в 1921-1924 г.г. ჟურნ. «Церковный вестник» #4. 2001. გვ.50-56. ვარშავა.
  • Управление Грузинской церкви и история епархий в 20-30 годы ХХ века» იხ. ჟურნ. “The WORLD of the Orient”. #1. 2002. კიევი.
  • საქართველოს ეკლესია 1917-1952 წწ., იხ. ჟურნ. "გეორგიკა". #25. 2002. გვ.83-91. გერმანია.
  • "განახლების და რეფორმების" მცდელობანი 1922-1927 წლებში". იხ. ჟურნ. ივერია 2001/2002. ტ. VII. გვ. 61-74. საფრანგეთი.
  • Православная энциклопедия, ტ. XII, მოსკოვი 2007 წ. გვ. 218-229.
  • A History of the Orthdox Church of Georgia, 1811 to the Present (ინგლისურ ენაზე, შვეიცარია. 2006 წ. თანაავტორი. (1917-2002წ.წ)

რესურსები ინტერნეტში