ევიტა პერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: lv:Eva Perona
r2.7.1) (ბოტის დამატება: mk:Ева Перон
ხაზი 59: ხაზი 59:
[[lt:Eva Perón]]
[[lt:Eva Perón]]
[[lv:Eva Perona]]
[[lv:Eva Perona]]
[[mk:Ева Перон]]
[[mn:Эва Перон]]
[[mn:Эва Перон]]
[[ms:Eva Peron]]
[[ms:Eva Peron]]

15:09, 31 მაისი 2011-ის ვერსია

ევიტა პერონი

მარია ევა დუარტე პერონი (დ. 7 მაისი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1952) – პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი. არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.

დაიბადა 1919 წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში, ევიტა მეოთხე შვილი იყო. 1934 წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. 1944 წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ ხუან პერონს. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. 1946 წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი პრო-პერონისტული განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — ქალ პერონისტთა პარტიას.

1951 წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად არგენტინის კონგრესის მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. 1952 წლის 26 ივლისს, ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: