სერგეი ბაგაფში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დღეს გარდაცვლილა...
No edit summary
ხაზი 68: ხაზი 68:
| პრემიერ-მინისტრი5=
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
}}
'''სერგეი ბაგაფში''' ({{lang-ab|Сергеи Багаҧшь}}; დ. [[1949]], [[სოხუმი]] — გ. [[29 მაისი]], [[2011]], [[მოსკოვი]]<ref name="Gardaicvala">[http://www.gazeta.ru/news/lenta/2011/05/29/n_1860213.shtml Президент Абхазии Багапш умер в Москве]</ref>) — [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა#სეპარატისტული რეჟიმი|აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის]] [[დე-ფაქტო]] ხელისუფლების „პრეზიდენტი“ [[2005]] წლიდან [[2011]] წლამდე, ხოლო [[1997]]-[[1999]] წლებში - [[პრემიერ-მინისტრი]].
'''სერგეი ბაგაფში''' ({{lang-ab|Сергеи Багаҧшь}}; დ. [[4 მარტი]], [[1949]], [[სოხუმი]] — გ. [[29 მაისი]], [[2011]], [[მოსკოვი]]<ref name="Gardaicvala">[http://www.gazeta.ru/news/lenta/2011/05/29/n_1860213.shtml Президент Абхазии Багапш умер в Москве]</ref>) — [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა#სეპარატისტული რეჟიმი|აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის]] [[დე-ფაქტო]] ხელისუფლების „პრეზიდენტი“ [[2005]] წლიდან [[2011]] წლამდე, ხოლო [[1997]]-[[1999]] წლებში - [[პრემიერ-მინისტრი]].


პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.
პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.

07:09, 29 მაისი 2011-ის ვერსია

სერგეი ბაგაფში
სერგეი ბაგაფში
სერგეი ბაგაფში
„აფხაზეთის რესპუბლიკის“ მეორე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 წლის 12 თებერვალი – 2011 წლის 29 მაისი
ვიცე-პრეზიდენტი  რაულ ხაჯიმბა (2009-მდე); ალექსანდრე ანქვაბი (2009-დან)
წინამორბედივლადისლავ არძინბა

„აფხაზეთის რესპუბლიკის“ მეორე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1997 წლის 29 აპრილი – 1999 წლის 20 დეკემბერი
პრეზიდენტივლადისლავ არძინბა
წინამორბედიგენადი გაგულია
მემკვიდრევიაჩესლავ ცუგბა

დაბადებული1949 წლის 4 მარტი
სოხუმი
გარდაცვლილი2011 წლის 29 მაისი
მოსკოვი
ეროვნებააფხაზი
ხელმოწერა

სერგეი ბაგაფში (აფხ. Сергеи Багаҧшь; დ. 4 მარტი, 1949, სოხუმი — გ. 29 მაისი, 2011, მოსკოვი[1]) — აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლების „პრეზიდენტი“ 2005 წლიდან 2011 წლამდე, ხოლო 1997-1999 წლებში - პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.

2004 წლის არჩევნებამდე ბაგაფში დე-ფაქტო მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი იყო. 2004 წლის 20 ივლისს ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამცაჰარა“ და „გაერთიანებული აფხაზეთი“ ის საერთო კანდიდატად წამოაყენა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერგეი შამბას ნაცვლად. არჩევნებში ბაგაფშის მთავარი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა იყო.

აფხაზეთის საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად ხაჯიმბა ცნო გამარჯვებულად, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ ბაგაფშმა 50.3%-ით გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია შენობაში შემოვარდნილი ხაჯიმბას მხარდამჭერთა ზეწოლის ქვეშ. პარალელურად ბაგაფშის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიის შენობის წინ, რომლებიც იმუქრებოდნენ რომ ბაგაფშის ინაუგურაციას მაინც ჩაატარებდნენ 2004 წლის 6 დეკემბერს. შინა არეულობის თავიდან ასაცილებლად ბაგაფში და ხაჯიმბა აღწევენ შეთანხმებას არჩევნების შედეგები გააუქმონ და ახალ არჩევნებში გაერთიანებული მანდატით იყარონ კენჭი.

ახალი არჩევნები 2005 წლის 12 იანვარს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვებული ბაგაფშისა და ხაჯიმბას კოალიცია გამოდგა. შეთანხმების თანახმად ბაგაფში კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

2011 წლის 29 მაისს ბაგაფში მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო