ალუბალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: chr:ᎩᏔᏯ, fa:گیلاس შეცვლა: zh:樱
r2.7.1) (ბოტის დამატება: br:Kerez
ხაზი 32: ხაზი 32:
[[bg:Череша]]
[[bg:Череша]]
[[bo:སེའུ།]]
[[bo:སེའུ།]]
[[br:Kerez]]
[[bs:Trešnja]]
[[bs:Trešnja]]
[[chr:ᎩᏔᏯ]]
[[chr:ᎩᏔᏯ]]

16:30, 19 მაისი 2011-ის ვერსია

ალუბალი

ალუბლის ხის ყვავილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Cerasus

ალუბალი (Cerasus), მერქნიანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა. ალუბლის გვარს მიეკუთვნება აგრეთვე ბალი.

ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავსლა იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჯავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ჩვენში გავრცელებულია ალუბლები უმთავრესად ჩვეულებრივ ალუბალს (Cerasus vulgaris) განეკუთვნება. ველური ფორმები არ გვხვდება. ვარაუდობენ, რომ ჩვეულებრივი ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს - ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები - ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია - ქართული ალუბალი და პოდბელსკი.

ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგზე. ალუბლის მავნებლებია: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი. დაავადებებია: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი.

ლიტერატურა

  • ერისთავი ე., ქსე, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1975