აკირა კუროსავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.1) (ბოტის დამატება: vec:Akira Kurosawa
ხაზი 191: ხაზი 191:
[[tr:Akira Kurosava]]
[[tr:Akira Kurosava]]
[[uk:Куросава Акіра]]
[[uk:Куросава Акіра]]
[[vec:Akira Kurosawa]]
[[vi:Kurosawa Akira]]
[[vi:Kurosawa Akira]]
[[vo:Akira Kurosawa]]
[[vo:Akira Kurosawa]]

13:54, 19 მაისი 2011-ის ვერსია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აკირა კუროსავა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აკირა კუროსავა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
აკირა კუროსავა
黒澤 明 ან 黒沢 明
ფაილი:Akira Kurosawa.jpg
აკირა კუროსავა ახალგაზრდობაში
მოღვაწეობა

კინორეჟისორი

დაბადების თარიღი

23 მარტი 1910 წელი

დაბადების ადგილი

შინაგავა, ტოკიო, იაპონიის დროშა იაპონია

გარდაცვალების თარიღი

6 სექტემბერი 1998 წელი (88 წლის ასაკში)

გარდაცვალების ადგილი

სეტაგაია, ტოკიო, იაპონიის დროშა იაპონია

მოქალაქეობა

იაპონია

იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები

აკირა კუროსავა (黒澤 明) (დ. 23 მარტი, 1910, ტოკიო — გ. 6 სექტემბერი, 1998) იაპონელი კინორეჟისორი. მას მიიჩნევენ იაპონური კინოს კლასიკოსად, იგი პოპულარულია არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

ბიოგრაფია

ფილმ 'რასიომონის პოსტერი

აკირა კუროსავა დაიბადა 1910 წლის 23 მარტს. აკირას მამა ძველი სამურაების გვარიდან იყო. მისი გავლენის ქვეშ იგი სკოლიდან დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებებით და კერძოდ კენდოთი. თუმცა მის საყვარელ საქმიანობად ხატვა იქცა. ამის გამო იგი მხატვრობასაც აპირებდა და სწავლობდა კიდეც ხელოვნების აკადემიაში. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1936 წელს, როდესაც გაზეთში ნახა P.C.L. სტუდიაში ვაკანსიის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება. ამის შედეგად, იგი რეჟისორ კაძირო იამამოტოს ასისტენტი გახდა. თავდაპირველად წერდა სცენარებს, თუმცა მათ შორის ბევრი არ იყო ეკრანიზებული და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალებში იბეჭდებოდა.

პირველი ფილმი კუროსავამ როგორც რეჟისორმა დადგა 1943 წელს, ეს იყო "ძიუდოს გენიოსი", სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტის აღზრდაზეა მოთხრობილი. ამ ფილმში გამოიკვეთა კუროსავას ადამიანის სწრაფვა სულიერი სრულყოფილებისკენ, რაც რეჟისორის სხვა ფილმებში უფრო გამოიკვეთა.

1944 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი "ყველაზე ლამაზები" და გადაღებების დასრულებისთანავე ცოლად მოიყვანა მთავარი როლის შემსრულებელი იაგუტი ეკო. მათ ორი შვილი ეყოლათ.

1945 წელს ომის დასრულების შემდეგ მან გადაიღო "ვეფხვის კვალს მიმყოლნი", რომელიც ცენზურის გამო მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

კუროსავას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა ფილმმა "მთვრალი ანგელოზი", რომელიც მან 1948 წელს გადაიღო. ამ ფილმში მთავარს როლს ასრულებდა დამწყები მსახიობი ტოსირო მიფუნე. მთვრალი ანგელოზების შემდეგ კუროსავამ მიფუნე კიდევ 15 ფილმში ათამაშა, შეიძლება ითქვას, რომ მათი ტანდემი ყველაზე გამორჩეულია იაპონური კინოს ისტორიაში.

1950 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი "რაშომონი", სადაც მთავარ როლს ტოსირო მიფუნე თამაშობდა. ამ ფილმით კუროსავამ დაანგრია იაპონური კინოს ტრადიციული სტილისტიკა. 4 ადამიანი სრულიად შემთხვევით ტყეში მკვლელობის და გაუპატიურების მომსწრე ხდება. ოთხივე მოწმე მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება, მათი მონაყოლისგან რადიკალურად განსხვავდება დაზარალებულის და დამნაშავის მონაყოლიც. რეჟისორი არ ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, იგი ამ ფილმით აჩვენებს, რომ ადამიანს არ აქვს მოვლენების ობიექტურად გადმოცემის უნარი, საკუთარ თავზე მიუკერძოებლად ვერ საუბრობს, რადგან ადამიანის მთავარი თვისება ეგოიზმია.

ეგოიზმთან ბრძოლის მაგალითი კუროსავამ თავის ფილმ "ცხოვრებაში" მოგვცა, რომელიც 1952 წელს გამოვიდა. მთავარი გმირი იგებს, რომ მას 5-6 თვე დარჩა სიცოცხლე. ეს მას უბიძგებს გადახედოს თავის ცხოვრებას და რადიკალურად შეცვალოს იგი.

კუროსავამ სრულიად შეცვალა სამურაების ტრადიციული სახე კინემატოგრაფიაში. იგი არ იღებს ტრადიციული ტიპის ფილმებს სამურაების შესახებ, სადაც იდეალად ქცეული სამურაები ძირითადად სიყვარულსა და მოვალეობას შორის არჩევნის დილემაზე ფიქრობენ. მის ფილმებში ასახულია უფრო რეალისტური ბრძოლა ფულისთვის და ძალაუფლებისთვის.

1954 გამოსულმა ფილმმა "შვიდი სამურაი" ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი ოსკარი მოიპოვა, შემდეგ კი ამერიკელებმა ამ ფილმის "რიმეიკი" გააკეთეს. როგორც აღვნიშნეთ, კუროსავამ რადიკალურად შეცვალა სამურაის ეკრანული სახე. მის ფილმებში სამურაები არა მხოლოდ პატრონისადმი უსაზღვროდ ერთგული მამაცი მეომრები არიან, არამედ გააჩნიათ საკუთარი სისუსტეებიც. ლამაზად გამოწყობილი სამურაების ნაცვლად მის ფილმებში არის ბინძური, მიფუნეს ნასვამი პერსონაჟი, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლისღვრა, ხოლო საქმე საქმეზე როცა მიდის, მაშინ მამაცად იბრძვის. მისი გმირები არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან, არამედ სულიერებითაც, სამართლიანობის გრძნობით.

კუროსავას პოპულარობის ზრდას 50-იან წლებში მისმა საყვარელმა მსახიობმა, ტოსირო მიფუნემაც შეუწყო ხელი. იგი გამოირჩეოდა სხვა მსახიობების ფონზე. მუშაობისას კუროსავა გადამღები ჯგუფის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო. მის ფილმებში დიდ როლს მსახიობების გარდა ბუნებაც ასრულებდა. მას შეეძლო გადაღების შეჩერება სასურველ ამინდამდე, ფილმში რასიომონი კოკისპირული წვიმა ისეთივე მრავლისმთქმელია, როგორც პერსონაჟები.

მიუხედავად იმისა, რომ კუროსავას ყოველივე იაპონურითაა გაჯერებული, მას ასევე აღფრთოვანებდა დასავლური დრამა. დასავლური დრამატურგიის გავლენით მან შექმნა შექსპირის ტრაგედიების ეკრანიზაციები: მაკბეტი" და "მეფე ლირი" ("ტახტი სისხლში" და "რანი"). ასევე უნდა აღინიშნოს გორკის "ფსკერზეს" მიხედვით შექმნილი ეკრანიზაცია და დოსტოევსკის "იდიოტის" მისეული ინტერპრეტაცია. დასავლური დრამების ეკრანიზაციის დროს იგი ერთგვარ ადაპტირებას აკეთებდა და პიესის სამოქმედო არეალი იაპონიაში გადაჰქონდა, რათა უფრო გასაგებად და ნათლად გადმოეცა სათქმელი. მაგალითად, ფილმში "ტახტი სისხლში" არ არის არცერთი ფრაზა შექსპირისეული ფრაზა, თუმცა ნაწარმოების პათოსი სრულად არის შენარჩუნებული. ფილმი დადგმულია თეატრი ნოს სტილში, მიუხედავად ამისა, იგი ითვლება ”მაკბეტის” ერთერთ საუკეთესო ეკრანიზაციად.

1960 წელს კუროსავამ დააარსა საკუთარი კინოსტუდია "კუროსავა პრო", სადაც დადგა ფილმები "ბოროტები ცოცხლები რჩებიან", "მცველი", "სანძიურო", "სამოთხე და ჯოჯოხეთი". ამის შემდეგ იაპონურ კინემატოგრაფიაში შექმნილმა კრიზისმა იგი აიძულა დაფინანსება ჰოლივუდში ეძია. მას არ გაუმართლა, მის მიერ ჩაფიქრებული კინოები სხვა რეჟისორებმა გადაიღეს. 1969 წელს კი კუროსავამ და იაპონური კინოს სამმა დიდოსტატმა კინოშიტა კეისუკემ, იტიკავა კონმა და კობაიაში მასაკიმ დააარსეს კომპანია "ოთხი მხედარი", სადაც კუროსავამ თავისი პირველი ფერადი კინო "დოდესკადენი" გადაიღო. ფილმს კომერციული წარმატება არ ჰქონდა.

70-80-იანი წლები კუროსავასთვის მძიმე გამოდგა. სამშობლოში მას ძალიან აკრიტიკებდნენ და იგი მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებდა. მისი უკანასკნელი ფილმებია "სიზმრები", "აგვისტოს რაფსოდია" და "ჯერ კიდევ არა". აკირა კუროსავა ტოკიოში გარდაიცვალა 1998 წლის 6 სექტემბერს.

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 83-84, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: