კლეოპატრა VII: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{წყარო}}
{{ინფოდაფა მმართველი
{{ინფოდაფა მმართველი
|ქვეყანა = [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტის]]
|ქვეყანა = [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტის]]

04:08, 19 მაისი 2011-ის ვერსია

კლეოპატრა VII
Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ
<
q
E23
iV4p
d
r
At
H8
>
ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 51
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 30
წინამორბედი: პტოლომე XII
მემკვიდრე: რომის იმპერია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69
გარდ. თარიღი: 12 აგვისტო, ძვ. წ. 30
ალექსანდრია
მეუღლე: მარკუს ანტონიუსი
დინასტია: პტოლომეები
მამა: პტოლომე XII

კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ, 2 ნოემბერი, ძვ. წ. 6912 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.

კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.

საერთო ცნობები

კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან - პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.

კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.

კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: ”ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.


კლეოპატრა (დედოფლის სახელი)
იეროგლიფებში
<
q
E23
iV4p
d
r
At
H8
>


თარგი:Link FA თარგი:Link FA