დიდი კატები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58: ხაზი 58:
==== ლეოპარდი ====
==== ლეოპარდი ====
[[ფაილი:Panthera pardus2.jpg|thumb|right|225px| [[ლეოპარდი|ლეოპარდმა]] თავისი მსხერპლი [[გარეული ღორი]] ხეზე აიტანა სხვა მტაცებლებისგან დასაცავად ]]
[[ფაილი:Panthera pardus2.jpg|thumb|right|225px| [[ლეოპარდი|ლეოპარდმა]] თავისი მსხერპლი [[გარეული ღორი]] ხეზე აიტანა სხვა მტაცებლებისგან დასაცავად ]]
[[ლეოპარდი]] ([[ჯიქი]]) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, კუდისა - 110 სმ, მასა 75კგ. აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. მას აქვს მოყვითალო ან წითური შავი ხალებით მოხატული სხეული, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ლეოპარდი გავრცელებულია აფრიკაში (გარდა საჰარისა), წინა და სამხრეთ აზიაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, შორეულ აღმოსავლეთშ. ასევე არსებობს [[შავი ლეოპარდი]], რომელიც ცნობილია როგორც [[შავი ლეოპარდი|შავი პანთერა]]. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.
[[ლეოპარდი]] ([[ჯიქი]]) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მისი სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. მას აქვს მოყვითალო ან წითური შავი ხალებით მოხატული სხეული, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ლეოპარდი გავრცელებულია აფრიკაში (გარდა საჰარისა), წინა და სამხრეთ აზიაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, შორეულ აღმოსავლეთშ. ასევე არსებობს [[შავი ლეოპარდი]], რომელიც ცნობილია როგორც [[შავი ლეოპარდი|შავი პანთერა]]. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.
[[ფაილი:Panthera pardus3.jpg|thumb|left|225px| [[შავი პანთერა]] იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგან ]].
[[ფაილი:Panthera pardus3.jpg|thumb|left|225px| [[შავი პანთერა]] იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგან ]].



06:05, 9 მაისი 2011-ის ვერსია

დიდი კატები (პანთერები)

ხვადი ლომი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pantherinae

დიდი კატები (ლათ. Pantherinae) — კატისებრთა ქვეოჯახი, მოიცავს ამ ოჯახის უმსხვილეს წარმომადგენლებს. თუმცა დიდ კატებთან კუთვნილების კრიტერიუმად ითვლება არა სიდიდე, არამედ მორფოლოგიური დეტალები, როგორიცაა ენისქვეშა ძვლის წყობა. შესაბამისად, დიდ კატებს არ ეკუთვნის ისეთი სახეობები, როგორიცაა პუმა და გეპარდი (ავაზა).

დიდი კატების ექვსი სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, იაგუარი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანტერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე. წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.

დედამიწაზე კატები 25 მილიონი წელიწადზე მეტხანს ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე. წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეშვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტაცებლის ძირითადი უპირატესობა, ბასრი კბილები, მას საშუალებას აძლევდა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.

დიდი კატები ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებებით გამოირჩევიან. მაგალითად, ლომების, ვეფხვებისა და ლეოპარდებისათვის დამახასიათებელია ღრიალი, ხოლო იაგუარებს, თეთრ ლეოპარდებს და გეპარდებს ეს თვისება არ ახასიათებთ. დიდი კატების უმრავლესობა საკვებს მწოლიარე მდგომარეობაში მიირთმევს, გამონაკლისს წარმოადგენს თეთრი ლეოპარდი, რომელიც სადილისას მხოლოდ თავს ხრის. ყველა დიდ კატას ჩამალული ბრჭყალები აქვს.

დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთადერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონალისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფებად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირობა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.

უდიდესი კატა

ვეფხვი ემზადება ნახტომში ჩიტის დასაჭერად

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ვეფხვის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს. ყველაზე დიდ ვეფხვად ითვლება ციმბირული ვეფხვი, რომლის წონა 300 კილოგრამამდე აღწევს. იგი ბინადრობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, უკიდურესად ცივ კლიმატურ პირობებში, ამიტომ მას კანქვეშ ცხიმის სპეციალური ფენა აქვს, რომელიც მას ზამთრის სუსხისგან იცავს. ამგვარ პირობებში საკვების მოპოვება ჭირს, ამიტომ ვეფხვს მის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლა უწევს. ციმბირული ვეფხვის განსაკუთრებულად სქელი ბეწვის საფარი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა და ოდნავ უფრო ღია, ვიდრე სხვა ვეფხვებისა; ამასთანავე მასში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც მას თოვლში ჩაფლობაში ეხმარება.

თეთრი ვეფხვები სინგაპურის ზოოპარკიდან

ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ვეფხვის სახეობაა ინდური, ანუ ბენგალური ვეფხვი. ხვადი ვეფხვები ხშირ შემთხვევაში მარტო ბინადრობენ, ძუ ვეფხვებს კი ურჩევნიათ ხვადებთან, ან სხვა მდედრ ვეფხვებთან ერთად ცხოვრება. ისევე, როგორც სხვა დიდი კატები, ვეფხვებიც თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს საკუთარი შარდით ნიშნავენ.

ვეფხვები ძლიერი მტაცებლები არიან და შეუძლიათ მათზე ზომით გაცილებით დიდი ნადირის დამარცხება. მსხვერპლის მოკვლის შემდეგ ვეფხვი გვამს მიყრუებულ ადგილზე მიათრევს, ძირითადად, წყალთან ახლოს და იქ იკვებება. თუ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, ვეფხვს ის რამდენიმე დღე ეყოფა. ვეფხვი ნანადირევის ნარჩენებს ფოთლებით ფარავს და იცავს მას. ნადირობა დამღლელი პროცესია, ამიტომ ვეფხვი დიდ დროს უთმობს დასვენებას. ვეფხვები ღამით ნადირობენ, ისინი იმალებიან მაღალ ბალახში და სიბნელეში უეცრად ესხმიან თავს მსხვერპლს. შებინდებისას და განთიადზე ვეფხვი თავს იწესრიგებს: შინაური კატის მსგავსად, ისინიც ენით ილოკავენ ბეწვს და ასუფთავებენ. თუმცა, შინაური კატისაგან განსხვავებით, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი და დიდ დროს უთმობენ მდინარეებსა და ტბებში ცურვას.

თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. მას ვხვდებით მხოლოდ ინდოეთში. იგი გამოირჩევა თეთრ ბეწვზე შავი ზოლებით და ცისფერი თვალებით. ბუნებაში არსებობენ აგრეთვე ალბინოსი ვეფხვები — მტაცებლები, რომელთაც არცერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ — მათი ბეწვი წმინდა თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერი.

  • შეჯვარება

ვეფხვები წყვილდებიან წელიწადის ნებისმიერ დროს. წყვილი ერთად 3-4 დღეს ატარებს.

  • ზრდა-განვითარება

ძუ ვეფხვი ერთიდან ექვსამდე ბოკვერს აჩენს, მაგრამ ჩვეულებრივ, ერთი ან ორი თუ გადარჩება. დედა თვად ზრდის ბოკვერებს და არ შორდება მათ, დაახლოებით 2 წელიწადს. თავისუფალ პირობებში ვეფხვი 15-20 წელს ცოცხლობს.

  • დაბადება

ვეფხვის ბოკვერები ბრმები და უსუსურები იბადებიან. ისინი მთლიანად დედაზე არიან დამოკიდებულები .

  • ადგილსამყოფლის შეცვლა

დედა ვეფხვს ზოგჯერ თავისი ლეკვები ახალ ბუნაგში გადაჰყავს. იგი კისერში ავლებს პირს ლეკვს და სათითაოდ მიჰყავს ისინი ახალ ადგილსამყოფელთან.

  • პირველი გაკვეთილები

თავიანთ თავზე ზრუნვას ბოკვერებს დედა ასწავლით. ვეფხვის ნაშიერნი სანადიროდ პირველად ექვსი თვისანი გადიან

ფარული მონადირეები

ლეოპარდი

ლეოპარდმა თავისი მსხერპლი გარეული ღორი ხეზე აიტანა სხვა მტაცებლებისგან დასაცავად

ლეოპარდი (ჯიქი) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მისი სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. მას აქვს მოყვითალო ან წითური შავი ხალებით მოხატული სხეული, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ლეოპარდი გავრცელებულია აფრიკაში (გარდა საჰარისა), წინა და სამხრეთ აზიაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, შორეულ აღმოსავლეთშ. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.

ფაილი:Panthera pardus3.jpg
შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგან

.

ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. მაკეობა გრძელდება 99 დღეღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.

თეთრი ლეოპარდი

თეთრი ლეოპარდი სან-დიეგოს ზოოპარკიდან

ბუნებაში არსებობს ე.წ. თეთრი ლეოპარდი (ირბისი), რომელიც ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე, განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში. ზამთარში იგი ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაღლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს, ზოგჯერ დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ, მასა 26-40 კგ. აღწევს. მას აქვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განკასუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ფერად ბოლისფერ-ნაცრისფერია, მისი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. ე.წ. ლაქებიანი ლეოპარდი თავისი აგებულებით ძალიან წააგავს სხვა დიდ კატებს, ყველაზე მეტად კი ლეოპარდს, თუმცა იგი არ ენათესავება არცერთ მათგანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია დიდ და მცირე კატებს შორის, ისევე, როგორც ოცელოტი.

ლომი

ხვადი ლომები ფაფარით უფრო დიდები გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან

სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით, ლომები ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად წრაფები არიან. ცობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). ლომები იკვებებიან, როგორც ხერხემლიანი ცხოველებით,ასევე თაგვით ან გველით, ჭამს აგრეთვე ლეშს. ნადირობენ შებინდებისას და ღამით. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის.

ძუ ლომები როგორც წესი აჩენენ 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. დაბადებისას ხალები აქვთ. მათ აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუ ლომები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვერები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამითვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრის რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.

იაგუარი

იაგუარი რომელიც გადაღებულია ამაზონის მდინარესთან

დიდი კატის ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია იაგუარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. მისი სხეულის სიგრძე 2 მ, წონა 140 კგ აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერად მოწითალო-ყვითელია, თან შავი რგოლები და ხალები აქვს, ზოგჯერ შავიც გვხვდება. ბეწვის საფარით იგი ძალიან წააგავს ლეოპარდს.ბინადრობს ხშირ, ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეეებში, უმთავრესად არჩევს მდინარეთა სანაპიროებს. კარგად დაცოცავს ხეებზე და ცურავს. ნადირობისას მისი მთავარი უპირატესობა მოთმინებაა. იგი ნადირობს ეულად. იაგუარი იკვებება ტროპიკული ტყეების სხვადასხვა მობინადრეებით. იგი მიირთმევს როგორც ირმის ხორცს ასევე ბაყაყისას. იგი მრისხანედ იცავს თავის კუთვნილ ტერიტორიას სხვა იაგუარებისაგან. იაგუარის ნაკბენი განსაკუთრებით სასტიკია. მისი ზედა და ქვედა ყბის განსაკუთრებული აგებულება საშვალებას აძლევს იაგუარს ჩაკბიჩოს, დაანაკუწოს და დაღეჭოს მეხვერპლი ძვლებიანად. სხვა დიდი კატების მსგავსად იაგუარიც შებინდებისას ნადირობს. მსხვერპლის ძებნაში იგი ასობით მეტრს გადის.

მომაკვდავი ჯიში

მოზარდი იაგუარისთვის ბუნებაში არცერთი ცხოველი საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა გიგანტური ანაკონდისა . იაგუარს საფრთხეს მხოლოდ ადამიანი უქმნის. სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც იაგუარი ბინადრობს, ადამიანებს სჩვევიათ დროდადრო მისი დახოცვა, თუმცა უმეტესი ნაწილი დიდი კატების ამ წარმომადგენელს პატივს სცემს და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, იაგუარების რიცხვი მაინც იკლებს. ამ მტაცებლის ძვირფასი და ულამაზესი ბეწვი მონადირეების ყურადღებას იპყრობს. მართალია, დღეისათვის იაგუარებზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერებობა მაინც ხშირია. ასევე სწრაფი ტემპით ნადგურდება იაგუარის თავშესაფარი ტყიანი ადგილები.

განსხვავებული ხალები

სურათები

ლიტერატურა

  • სამეცნიერო-შემეცნებითი კოლექცია „შემეცნების სამყარო“ №1, გვ. 315.

რესურსი ინტერნეტში


ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დიდი კატები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დიდი კატები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.