მარგალიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: mr:मोती
ხაზი 42: ხაზი 42:
[[mk:Бисер]]
[[mk:Бисер]]
[[ml:മുത്ത്]]
[[ml:മുത്ത്]]
[[mr:मोती]]
[[ms:Mutiara]]
[[ms:Mutiara]]
[[my:ပုလဲ]]
[[my:ပုလဲ]]

15:46, 7 მაისი 2011-ის ვერსია

ტერმინს „მარგალიტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მარგალიტი (მრავალმნიშვნელოვანი).
იაპონური მარგალიტი

მარგალიტი (ბერძ. Margaritēs), მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის (ზღვის — გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის — გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.

ზღვის მარგალიტი არის წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურეში, შრი-ლანკის, ავსტრალიის, იაპონიის და ვენესუელის ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ.

მტკნარი წყლის მარგალიტი მოიპოვება ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე, შოტლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ლიტერატურა

  • თ. ავალიანი, ქსე, ტ. 6, გვ. 429, თბ., 1983

თარგი:Link FA