ლურსმული დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.2) (ბოტის დამატება: my:ကျူနီးဖောင်းစာ
r2.7.1) (ბოტის დამატება: id:Kuneiform
ხაზი 53: ხაზი 53:
[[hr:Klinasto pismo]]
[[hr:Klinasto pismo]]
[[hu:Ékírás]]
[[hu:Ékírás]]
[[id:Kuneiform]]
[[is:Fleygrúnir]]
[[is:Fleygrúnir]]
[[it:Scrittura cuneiforme]]
[[it:Scrittura cuneiforme]]

19:44, 6 მაისი 2011-ის ვერსია

ლურსმული დამწერლობა
ტიპი: პიქტოგრაფული
ენები: შუმერული
აკადური
ელამიტური
ჰურიტული
ლუვიანური
ჰურიანული
ურარტუული
დროის პერიოდი: ძვ. წ. XXIX საუკუნე - 75

სოლისებრი დამწერლობა, უფრო ცნობილი, როგორც ლურსმული დამწერლობა ჩვენთვის ცნობილი დამწერლობის უძველესი ფორმაა. იგი შექმნეს შუმერებმა დაახლოებით ძვ. წ. XXXIV საუკუნეში. თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული.

შუმერული დამწერლობა მოგვიანებით გადაიღეს აკადურში, ელამიტურში, ჰურიტულში, ლუვიანურში, ჰურიანულში და ურარტუულში. ამრიგად ლურსმული დამწერლობა პირველი საერთაშორისო დამწერლობა გახდა.

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ისტორია

უძველესი წერილობითი დოკუმენტები ნაპოვნია ურუქში და მიეკულთვნება ძვ. წ. XXXIV საუკუნეს. დამწერლობა გამოიყენებოდა აღრიცხვისთვის, თიხის ფირფიტაზე აღინიშნებოდა საქონლის ტიპი და რაოდენობა. მოგვიანებით პიქტოგრამის გრაფიკა 90 გრადუსით შეტრიალდა და გამარტივდა, დაახლოებით ძვ. წ. XXIX საუკუნეში კი პიქტოგრამები გარდაიქმნა იდეოგრამად, ანუ სიმბოლო უკვე არა მხოლოდ საგანს, არამედ რაიმე ცნებას აღნიშნავდა, მაგალითად ნიშანი "ჩიტის" და "კვერცხის" კომბინაცია აღნიშნავდა ნაყოფიერებას, ხოლო ფეხი ნიშნავდა ფეხის გარდა სიარულსაც.

ძვ. წ. III ათასწლეულის შუა პერიოდში პიქტოგრამები გარდაიქმნა ლურსმის ფორმის შტრიხებად, იდეოგრამები კი სილაბიკური, ანუ მარცვლოვანი დამწერლობით შეიცვალა.

შუმერული დოკუმენტი ძვ. წ. XXVI საუკუნე.

ძვ. წ. XXX საუკუნეში არსებობდა დაახლოებით 1500 სიმბოლო, შემდეგ სიმბოლოთა რაოდენობა 600-მდე შემცირდა და მათ ფონეტიკური მნიშვნელობა შეიძინეს.

თავდაპირველად იწერებოდა მარცხნიდან მარჯვნივ ზემოდან ქვემოთ, მესამე ათასწლეულში კი ვერტიკალური მიმართულება ჰორიზონტალურით შეიცვალა, პიქროგრამების შტრიხებით შეცვლამ კი საგრძნობლად გაამარტივა წერა.

აქადური ლურსმული

წერილი ლაგაშის მეფეს ურუქაგინას მისი ვაჟის ბრძოლაში დაღუპვის შესახებ. ძვ. წ. XXV საუკუნე

დაახლოებით ძვ. წ. XXV საუკუნეში დაიწყო შუმერული ლურსმული დამწერლობის აქადური ენისთვის მორგება, რადგან დამწერლობა მარცვლოვანი არის და შუმერული ენა ძალიან განსხვავდება სემიტური ენებისაგან მორგებასაც დაეტყო ეს. ამიტომაც ბაბილონური წარწერების გაშიფრვისას ლინგვისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ეს დამწერლობა არა სემიტური, არამედ სხვა, უცნობი ტიპის ენისთვის იყო მოგონილი.