სერგო კოტრიკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სერგო კოტრიკაძე''' (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, [[საქართველო...
 
→‎სქოლიო: საერთაშ. ბმულები
ხაზი 19: ხაზი 19:
[[კატეგორია:დაბადებული 1936]]
[[კატეგორია:დაბადებული 1936]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2011]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2011]]

[[en:Sergo Kotrikadze]]
[[ru:Котрикадзе, Сергей Парменович]]

10:40, 5 მაისი 2011-ის ვერსია

სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი), ქართველი ფეხბურთელი, მეკარე. თამაშობდა თბილისის დინამოსა (1955-68, 1970), ქუთაისის ტორპედოში (1968-69), სსრკ საფეხბურთო ნაკრების მეკარე.

სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 260 მატჩი. თბილისის დინამოს რიგებში გახდა სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ თასის ფინალისტი (1960). ნაკრებთან ერთად ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი. სსრკ წლის საუკეთესო მეკარე და ჟურნალ „ოგონიოკის“ პრიზიორი (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი.

გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით, როდესაც საქართველოს 15 წლამდე ნაკრებს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011“-ის გათამაშებაზე ახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრი.[1][2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 74 წლის ასაკში სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა, „ჯი-ეიჩ-ენი“, 4 მაისი, 2011.
  2. ლეგენდარული ქართველი მეკარე სტოკჰოლმში გარდაიცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 მაისი, 2011.