ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: ko:신경언어학 프로그래밍
ხაზი 71: ხაზი 71:
[[კატეგორია:ნეიროლინგვისტიკა|*]]
[[კატეგორია:ნეიროლინგვისტიკა|*]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგია|*]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგია|*]]

{{Link FA|fr}}


[[ar:برمجة لغوية عصبية]]
[[ar:برمجة لغوية عصبية]]

21:48, 4 მაისი 2011-ის ვერსია

ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება (NLP, Neuro-linguistic programming) - მოდელების, ტექნიკის და ოპერაციულ პრინციპთა კომპლექსი, რომელიც გამოიყენება პიროვნების განვითარებისა და მასზე ზემოქმედებისთვის, მოდელირებების ეფექტური სტრატეგიის საშუალებით.

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში NLP-ს შემდეგი განმარტებაა მოცემული:

  • ”მოქმედების წარმატებული თარგების და სუბიექტური გამოცდილების ურთიერდამოკიდებულებათა პიროვნებათშორისი კომუნიკაციის მოდელი”; და
  • ”ალტერნატიული თერაპიის სისტემა, რომლის მიზანია ხალხს ასწავლოს ეფექტური კომუნიკაცია; შეცვალოს მათი ფსიქიურ და ემოციონალურ ქმედებათა თარგები”.



ნლპ თავდაპირველად წარმოადგენდა ცნობილი ფსიქოთერაპევტების მიღწევათა კვლევას. მოგვიანებით ნლპ გადაიზარდა დამოუკიდებელ სფეროდ და მეთოდოლოგიად, რომელიც დაფუძნებულია სხვა ადამიანთა ქცევის ძირითადი ასპექტების მოდელირების ხელოვნებაზე და წარმატებული შედეგების მიღწევის ხერხებზე. მოგვიანებით, ნლპ-ს განვითარების გვიანდელ ეტაპებზე შემუშავდა ურთულესი სისტემები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ერთეულ ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედების მოხდენა, არამედ დიდ მასებზეც.

ისტორია

ნლპ შექმნეს რიჩარდ ბენდლერმა და ჯონ გრინდერმა, ცნობილი ანტროპოლოგის, სოციოლოგის, ლინგვისტის და კიბერნეტიკის ერთ-ერთი დამაარსებლის გრეგორი ბეიტსონის მეურვეობის ქვეშ 1960-1970 წწ.

80-იანი წლების დასაწყისში, ბენდლერსა და გრინდერს შორის მოხდა უთანხმოება, რაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებისთვის სამართლებრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სასამართლო პროცესების განმავლობაში ნლპ ფრაგმენტალურად და უსისტემოდ ვითარდებოდა სხვადასხვა ადამიანთა მეშვეობით და, ხშირ შემთხვევაში, საეჭვო ბრენდების სახელებით. 90-იანი წწ. განმავლობაში დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა მეცნიერების ჩამოყალიბების პროცესი. 2001 წ. როგორც იქნა დასრულდა სასამართლო პროცესები და სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფს საშუალება მიეცათ დაეწყოთ ნლპ-ს პროფესიონალურ დონეზე აყვანის პროცესი.

კონტექსტი

ნლპ-ს განვითარების ადრეულ ეტაპზე ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია ალფრედ კორჟიბსკის ”საერთო სემანტიკამ”, რომელიც წარმოადგენდა მსოფლმხედველობის ახლებურ პერსპექტივას და შეიცავდა თავისებურ ”მენტალურ ჰიგიენას”. ეს, რა თქმა უნდა სცილდებოდა თანამედროვე მეცნიერების არისტოტელესეულ კონცეფციას და ობიექტურ რეალობას, რამაც, ასევე მოახდინა თავისი ზეგავლენა ცნობიერების პროგრამირების წარმოდგენაზე.

დიდი მნიშვნელობა ქონდა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ნლპ-ს დამაარსებლებს ისეთი მიდგომა გააჩნდათ, რომელიც ”თეორიზაციის” ნაცვლად უფრო ”კეთების” ფილოსოფიას ემყარებოდა.

პრესუპოზიციები

ნეირო-ლინგვისტიკურ პროგრამირებაში არსებობს 10 აქსიომატური პრესუპოზიცია, რომლებიც გამოიყენება ნლპ-ს ინსტრუმენტებად, და შემქმნელთა ვარაუდით აადვილებს სასურველი ეფექტის მიღწევას. პრესუპოზიციათა მნიშვნელობა ნლპ-ში მდგომარეობს არა მათ ჭეშმარიტებაში (ანუ არ ასახავენ ობიექტურ რეალობას), არამედ დამაჯერებლობაში, რაც განაპირობებს მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას.

10 საბაზო პრესუპოზიცია (საწყისი ვარაუდობები)

  • 1. რუქა არ არის ტერიტორია. სამყარო, რომელსაც აღვიქვამთ, არ არის ობიექტურად არსებული სამყარო (თეზისის ავტორია ფილოსოფოსი ალფრედ კორჟიბსკი).
  • 2. ადამიანი ყოველთვის აკეთებს არჩევანს საუკეთესოზე.
  • 3. გონება და სხეული - ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ელემენტებია. ერთ ნაწილში ცვლილება იწვევს მეორე ნაწილში ცვლილებას.
  • 4. საკუთარი და სხვისი სამყაროს მოდელი შეიძლება, საფუძველშივე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ყველა სუბიექტური მოდელი თანაბრად ჭეშმარიტია, ან თანაბრად მცდარი.
  • 5. კომუნიკაციის არსი მდგომარეობს რეაქციაში, რომელსაც ის წარმოშობს.
  • 6. საწყისში, ყველა ქმედებას განაპირობებს პოზიტიური განზრახვა.
  • 7. სამყაროს სფერო მეგობრულია და მასში უხვადაა რესურსები.
  • 8. ადამიანებს გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
  • 9. არ არსებობს წარუმატებლობა; არსებობს მხოლოდ უკუკავშირი.
  • 10. ადამიანი არ არის მისი ქმედება.

ტვინის ლატერალიზაცია

ტვინის ნახევარსფეროთა ფუნქციონალური ასიმეტრიის კონცეფცია წარმოადგენს ნლპ-ს საბაზო პრესუპოზიციათა ერთ-ერთ საფუძველს. მაგ. თვალის მამოძრავებელი სიგნალები დაკავშირებულია მხედველობით/სმენით/კინესტეტიკურ რეპრეზენტატიულ სისტემებთან და ტვინის განსაზღვრულ ზონებთან. ფუნქციონალური ასიმეტრიის თეორიის მიხედვით, მარცხენა ნახევარსფერო ითვლება უფრო ლოგიკურ-ანალიტიკურ სფეროდ, მაშინ როდესაც მარჯვენა ნახევარსფერო - კრეატიულად. ტვინის ზონები ინაწილებენ სხვადასხვა ფუნქციებს, ანალიტიკურ, მეტყველებით და ა.შ.

პირობითი რეფლექსების თეორია

ნლპ ეყრდნობა აკადემიკოს ი.პ. პავლოვის მიერ დამუშავებულ უმაღლესი ნერვული სისტემის მოქმედების ფუნდამენტურ საფუძვლებს.

ნლპ და მეცნიერება

ზოგიერთ სამეცნიერო ჯგუფს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ნლპ-სთან. მეცნიერებაში ძირითადად, 3 კრიტიკული პოზიციაა:

  • ნლპ ცდილობს იყოს მეცნიერება, სინამდვლილეში კი მხოლოდ ფსევდო მეცნიერებაა, რადგან არ არის დამყარებული მეცნიერულ მეთოდზე. ძირითადი მოწინააღმდეგები არიან კორბელისი და ბეიერშტეინი.
  • არსებობს მხოლოდ რამოდენიმე მოწმობა და მეცნიერული კვლევა ნლპ-ს სამეცნიერო მიღწევებზე. მაიკლ ჰიპი აღნიშნავს, რომ თუ ნლპ-ს პროპონენტების მოწმობები მართალია, მაშინ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი მიღწევები ადამიანის გონების და ტვინის კვლევის სფეროში, კონკრეტულად ფსიქოლოგიაში, კოგნიტურ მეცნიერებაში და ნეიროფსიქოლოგიაში.
  • ნლპ-ს ემპირიულ კვლევათა უმრავლესობა, რომელიც ჩატარდა 1980-90 წწ. წარმოადგენდა ბენდლერის და გრინდერის ჰიპოთეზების ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, რა დროსაც გამოვლინდა გარკვეული კავშირი ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მოვლენებთან. ბეიერნშტეინის აზრით, ნლპ იყენებს მოძველებულ მეცნიერულ თეორიებს და ძირითადად დამყარებულია უხეშ ანალოგიებზე.

ა.შ.შ. კვლევათა ნაციონალურმა საბჭოს კომიტეტმა ნლპ-სთან მიმართებით 2 მოსაზრება გამოთქვა: 1. კომიტეტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ნლპ არ წარმოადგენს ეფექტურ სტრატეგიას სოციალური ზეგავლენისთვის. 2. კომიტეტზე შთაბეჭდილება მოახდინა ტექნიკის მიღწევის მოდელირების მიდგომამ. კომიტეტმა გადაწყვიტა კვლევის მეორე ეტაპზე გადასვლა.

ნლპ დღეს, მიჩნეულია ალტერნატიულ მიდგომად პიროვნებათშორის ურთიერთობებსა და ფსიქოთერაპიაში. აკადემიურ დისციპლინას კი წარმოადგენს ნეიროლინგვისტიკა.

წყაროები

  • Bandler, R., Grinder, J. (1979) Frogs into Princes: Neuro Linguistic Programming. Real People Press. 149 pages. ISBN 0-911226-19-2
  • Bandler, R., Grinder, J. (1975) The Structure of Magic I: A Book About Language and Therapy Science and Behavior Books. 198 pages. ISBN 0-8314-0044-7
  • Bandler, R., Grinder, J. (1981) Reframing: Neuro-Linguistic Programming and the Transformation of Meaning Real People Press. ISBN 0-911226-25-7
  • Bandler, R., Andreas, S. (ed) and Andreas, C. (ed) (1985) Using Your Brain-for a Change ISBN 0-911226-27-3
  • Bradbury, A., Neuro-Linguistic Programming: Time for an Informed Review. Skeptical Intelligencer 11, 2008.
  • Dilts, R., Hallbom, T., Smith, S. (1990) Beliefs: Pathways to Health & Well-being
  • Dilts, R. (1990) Changing belief systems with NLP Meta Publications. ISBN 0-916990-24-9
  • Grinder, M. Lori Stephens (Ed) (1991) Righting the Educational Conveyor Belt ISBN 1-55552-036-7
  • Laborde, G. (1987) Influencing with Integrity: Management Skills for Communication and Negotiation
  • Grinder, J., Bandler, R. (1976) Patterns of the Hypnotic Techniques of Milton H. Erickson Volume I ISBN 0-916990-01-X
  • Newbrook, Mark, 'Linguistic aspects of "Neurolinguistic programming"', Skeptical Intelligencer 11, 2008.
  • O'Connor, J., Seymour, J. Dilts, R. (foreword), Grinder, J. (preface) (1995) Introducing Neuro-linguistic Programming: The New Psychology of Personal Excellence Aquarian Press. 224 pages. ISBN 1-85274-073-6
  • Satir, V., Grinder, J., Bandler, R. (1976) Changing with Families: A Book about Further Education for Being Human Science and Behavior Books. ISBN 0-8314-0051-X
  • Tosey P. & Mathison, J., "Fabulous Creatures Of HRD: A Critical Natural History Of Neuro-Linguistic Programming ", University of Surrey Paper presented at the 8th International Conference on Human Resource Development Research & Practice across Europe, Oxford Brookes Business School, 26th – 28th June 2007.

თარგი:Link FA