ანარქო-სინდიკალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წასაშლელი
ხაზი 1: ხაზი 1:
{{წასაშლელი}}
{{ვიკი
}}


'''ანარქო-სინდიკალიზმი''' - [[ანარქია|ანარქიზმის]] ერთ-ერთი განშტოება, რომელიც მთავარ საკითხად მიიჩნევს მუშათა ერთიანი მოძრაობის ორგანიზებას და მხარდაჭერას. „სინდიკალიზმი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ნიშნავს „სავაჭრო ერთიანობას“. სინდიკალიზმი არის კოოპერატიული ეკონომიკური სისტემის ალტერნატივა. მისი მომხრეები მას მიიჩნევენ რევოლუციური სოციალური ცვლილებებისთვის საკმარის ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს [[კაპიტალიზმი]] და [[სახელმწიფო]] ახალი სისტემით, რომელიც თვითორგანიზებაზე იქნება დაფუძნებული.
'''ანარქო-სინდიკალიზმი''' - [[ანარქია|ანარქიზმის]] ერთ-ერთი განშტოება, რომელიც მთავარ საკითხად მიიჩნევს მუშათა ერთიანი მოძრაობის ორგანიზებას და მხარდაჭერას. „სინდიკალიზმი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ნიშნავს „სავაჭრო ერთიანობას“. სინდიკალიზმი არის კოოპერატიული ეკონომიკური სისტემის ალტერნატივა. მისი მომხრეები მას მიიჩნევენ რევოლუციური სოციალური ცვლილებებისთვის საკმარის ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს [[კაპიტალიზმი]] და [[სახელმწიფო]] ახალი სისტემით, რომელიც თვითორგანიზებაზე იქნება დაფუძნებული.

13:18, 3 მაისი 2011-ის ვერსია

ეს სტატია შეფასებულია, როგორც წასაშლელი.


თუ წინააღმდეგი ხართ, გთხოვთ განმარტოთ მიზეზი სტატიის განხილვის გვერდზე. არ მოხსნათ ეს მითითება გვერდებიდან, რომლებიც თქვენი შექმნილია. ამოღების ნაცვლად მის ქვეშ ჩასვით:

{{მოიცადეთ}}

და შემდეგ განმარტეთ, თუ რატომ თვლით, რომ ეს სტატია არ უნდა წაიშალოს მის განხილვის გვერდზე. ეს გააფრთხილებს ადმინისტრატორებს, რომ დრო დაგითმონ მითითებული პრობლემის გადასაჭრელად.


ადმინისტრატორებს: შეამოწმეთ ბმულები, ისტორია (ბოლო), და ჟურნალი, სანამ წაშლიდეთ.


ანარქო-სინდიკალიზმი - ანარქიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც მთავარ საკითხად მიიჩნევს მუშათა ერთიანი მოძრაობის ორგანიზებას და მხარდაჭერას. „სინდიკალიზმი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ნიშნავს „სავაჭრო ერთიანობას“. სინდიკალიზმი არის კოოპერატიული ეკონომიკური სისტემის ალტერნატივა. მისი მომხრეები მას მიიჩნევენ რევოლუციური სოციალური ცვლილებებისთვის საკმარის ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კაპიტალიზმი და სახელმწიფო ახალი სისტემით, რომელიც თვითორგანიზებაზე იქნება დაფუძნებული. ანარქო-სინდიკალისტების მთავარი ამოცანაა, გაანადგურონ კაპიტალისტური სისტემა, რადგან ის მუშათა კლასის დამონების, ჩაგვრის მთავარ იარაღად მიაჩნიათ, გარდა ამისა, თვლიან, რომ სახელმწიფოს და კერძო საკუთრების არსებობის გამო ხდება საზოგადოების სხვადასხვა კლასებად დაყოფა. რალფ ჩაპლინის აზრით „“საერთო გაფიცვის“ მთავარი დანიშნულებაა, მუშათა კლასს მისცეს იმდენის მიღების საშუალება, რამდენსაც ისინი გამოიმუშავებენ. შრომის ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს“.

გარდა ამისა, ანარქო-სინდიკალისტები სახელმწიფოს მიიჩნევენ მუშათა კლასის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზებულ სტრუქტურად. მათი აზრით , სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება კერძო საკუთრების, შესაბამისად ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად პრივილეგირებული ფენის დაცვაა. სხვა მემარცხენე ძალებისგან (მაგ. მარქსისტ-ლენინისტებისგან) განსხვავებით ანარქო-სინდიკალისტები უკუაგდებენ ყოველგვარი „მუშათა სახელმწიფოს“ იდეას და თეორიულადაც არ უშვებენ ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც დაიცავს მუშათა კლასის ინტერესებს. ანარქისტული ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომელზეც ანარქო-სინდიკალიზმია დაფუძნებული, მის მომხრეებს მიაჩნიათ რომ ძალაუფლება რყვნის ხელისუფლებას.

ანარქო-სინდიკალიზმის პრინციპები

ანარქო-სინდიკალიზმის მთავარი პრინციპებია მუშათა სოლიდარობა, პირდაპირი მოქმედება და თვითორგანიზება. მუშათა სოლიდარობა გულისხმობს იმას, რომ ყველა მუშა, განურჩევლად სქესისა და ეთნიკურობისა, ერთნაირი წნეხის ქვეშაა მოქცეული და ყოველი ცვლილება, რომელიც შეეხება მუშათა გარკვეულ ნაწილს, აისახება მთელ მუშათა კლასზე. შესაბამისად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და დაუჭიროს მხარი საერთო მოძრაობას.

ანარქო-სინდიკალისტებს მიაჩნიათ, რომ პირდაპირი მოქმედება - ანუ მოქმედება, რომელსაც უშუალოდ საზოგადოება შეასრულებს და მიმართული იქნება საერთო მიზნის მისაღწევად - საშუალებას მისცემს საზოგადოებას, გათავისუფლდეს სახელმწიფოს მარწუხებისგან. მეტიც, ანარქო-სინდიკალისტების აზრით, არცერთ მუშათა ორგანიზაციაში, რომლებიც იბრძვიან კაპიტალისა და სახემწიფოს წინააღმდეგ, არ უნდა არსებობდეს იერარქიული სტრუქტურა - ყველა გადაწყვეტილება უშუალოდ ორგანიზაციის წევრებმა უნდა მიიღონ.

ანარქო-სინდიკალიზმის ისტორია

რუდოლფ როკერი ანარქო სიდნიკალიზმის ერთ-ერთი ყვველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მან ლონდონში ჩამოაყალიბა ებრაელ ემიგრანტ მუშათა გაერთიანება და მისი ინიციატივით დაიწყო 1912 წელს ტანსაცმლის ფაბრიკის მუშათა გაფიცვა. მან 1938 წელს გამოსცა ბროშურა „ანარქო-სინდიკალიზმი“, სადაც აღწერა ამ მოძრაობის ჩამოყალიბების ისტორია, მისი მიზნები და მნიშვნელობა.

თავის სტატიაში „ანარქია და ანარქო-სინდიკალიზმი“ როკერი აღნიშნავს, რომ ანარქო-სინდიკალისტურ გაერთიანებას აქვს ორი დანიშნულება: „1. აიძულონ მმართველი კლასი, გააუმჯობესონ ცხოვრების დონე. 2. გააცნონ მუშათა კლასს წარმოების მენეჯმენტის პრინციპები და შეამზადონ დამოუკიდებელ სოციო-ეკონომიკურ ორგანიზმად გარდაქმნისთვის.“ მოკლედ, მოძრაობის მთავარ მიზნად იგი მიიჩნევდა ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას. პირველ მსოფლიო ომამდე და რუსეთის რევოლუციამდე ანარქო-სინდიკალისტები მემარცხენე ფრთის მთავარ ძალად მიიჩნეოდნენ.

რუდოლფ როკერმა დიდი გავლენა იქონია ნოამ ჩომსკიზე, რომელმაც დაწერა „ანარქო-სინდიკალიზმი: თეორია და პრაქტიკის“ თანამედროვე ვარიანტი. ჩომსკი წერდა: „მე ანარქო-სინდიკალიზმს ვუწოდებდი თავისუფალი ასოციაციების დეცენტრალიზებული სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებს.. არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ადამიანებს მოეპყრან როგორც მხოლოდ წარმოების საშუალებებს. მსგავსი დამოკიდებულება აღარ უნდა არსებობდეს და მისი განადგურება სწორედ ჩვენ გვევალება, ჩვენვე უნდა ავაშენოთ თავისუფალი საზოგადოება, რომლის არსებობაც, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია“.

ჰუბერტ ლაგარდელი წერდა, რომ პიერ-ჟოზეფ პრუდონმა ჩამოაყალიბა ანარქო-სინდიკალიზმის რამდენიმე ძირითადი იდეა. მის მიერ კაპიტალიზმისგან და სახელმწიფოსგან განდგომა, პოლიტიკური მთავრობის მასხრად აგდება, მისი იდეა თავისუფალი , ავტონომური ეკონომიკური ჯგუფების შესახებ სწორედაც რომ ანარქო-სინდიკალიზმის პრინციპებს ემთხვევა.

პირველი ანარქო-სინდიკალისტური მეთოდების და იდეების ჩამოყალიბება მიეწერება „მუშათა საერთაშორისო ასოციაციას“ , იგივე „პირველ ინტერნაციონალს“. „პირველი ინტერნაციონალი“ გაიყო ორ ნაწილად - ანარქისტების ფრთა, რომელსაც მიხაილ ბაკუნინი წარმოადგენდა და სტატისთთა ფრთა, რომელსაც კარლ მაქსი ედგა სათავეში. ანარქისტებმა დიდი გავლენა იქონიეს მუშათა მოძრაობებზე ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში და ლათინურ ამერიკაში, მაშინ როცა ორთოდოქსმა მარქსისტებმა ჩამოაყალიბეს მუშათა და სოციალ-დემოკრატიული პარტიები მთელი ევროპის მასშტაბით. ზოგიერთმა მარქსისტმა, მაგალითად ანტონ პანეკოეკმა, ანარქო-სინდიკალიზმთან ახლოს მდგარი იდეებიც წამოაყენა, საბჭოების კომუნის შესახებ.

1895 წელს, საფრანგეთში არსებულმა „მუშათა გაერთიანებამ“ (CGT) შეიმუშავა რევოლუციური სინდიკალიზმის ის მეთოდები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს მუშათა მოძრაობებზე იქონიეს გავლენა. CGT წააქეზებდა მუშებს თვით-განათლების მისაღებად, ერთმანეთთან აკავშირებდა ადგილობრივ სინდიკატებს და ა.შ. გაფიცვის დროს მუშები თავიანთ თავზე იღებდნენ მრეწველობის წარმართვას და ახერხებდნენ თვითორგანიზებას. „ამიენსის ქარტია“, რომელიც CGTმ 1906 წელს მიიღო, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტს სინდიკალიზმის განვითარების და პარლამენტარიზმის უარყოფის შესახებ. შვედეთის მუშათა ორგანიზაცია (SAC - Sveriges Arbetares Centralorganisation), რომელიც 1910 წელს ჩამოყალიბდა, არის იმის ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითი, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენდა CGT სხვა მუშათა მოძრაობებზე. დღესდღეობით შვედეთის მუშათა გაერთიანება ერთ-ერთი უდიდესი ანარქო-სინდიკალისტური გაერთიანებაა მთელ მსოფლიოში.

მუშათა საერთაშორისო ორგანიზაცია, 1922 წელს ჩამოყალიბდა, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მუშათა მოძრაობებს. ესპანური „ნაციონალური მუშათა კონფედერაცია“ (Confederación Nacional del Trabajo) დღესაც მთავარ როლს ასრულებს ესპანეთის მუშათა მოძრაობაში, მას ასევე წამყვანი როლი ჰქონდა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ორგანიზებას უწევდა მუშათა რაზმებს და ხელს უწყობდა კოლექტივიზაციას კატალონიის თავისუფალ ზონებში. კიდევ ერთი ესპანური ანარქო-სინდიკალისტური გაერთიანება, Confederacion General del Trabajo de España დღესდღეობით ათიათასობით წევრს ითვლის და ესპანეთის სიდიდით მესამე და ამავდროულად ყველაზე მსხვილი ანარქისტული გაერთიანებაა.

ხშირად „ანარქო-სინდიკალიზმის“ ნაცვლად იყენებენ ტერმინ „რევოლუციურ სინდიკალიზმს“. ანარქო-სინდიკალიზმის ცნების ფართოდ გამოყენება დაიწყო მე20 საუკუნის 20იანი წლებიდან - ამ პერიოდში კომუნისტები სინდიკალისტებს დამცირების მიზნით „ანარქო-სინდიკალისტებად“ მოიხსენიებდნენ. ამ ტერმინის გამოყენება მიუთითებს იმ უფსკრულის გაღრმავებაზე, რომელიც ორთოდოქს მარქსისტებსა და იმ უნიონისტებს შორისაა გაჩენილი,რომლებიც სინდიკალიზმის პრინციპებისკენ იხრებიან. აღსანიშნავია, რომ პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ ანარქო-სინდიკალიზმის ფრთის ქვეშ გაერთიანდა არაერთი მემარცხენე ძალა, რომლებიც კლასობრივ ბრძოლაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

რესურსები ინტერნეტში

-