ოროგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.1) (ბოტის დამატება: tr:Orojenez
ხაზი 57: ხაზი 57:
[[ta:மலை பிறப்பு]]
[[ta:மலை பிறப்பு]]
[[th:การเกิดภูเขา]]
[[th:การเกิดภูเขา]]
[[tr:Orojenez]]
[[uk:Орогенез]]
[[uk:Орогенез]]
[[vi:Kiến tạo sơn]]
[[vi:Kiến tạo sơn]]

19:20, 1 მაისი 2011-ის ვერსია

ოროგენი (ბერძნ. oros - მთა და genes - წარმოშობილი) — ნაოჭა მთათა სისტემა, რომელიც წარმოიქმნა საკუთრივ გეოსინკლინის ადგილას მისი განვითარების II სტადიაში. ტერმინი ოროგენი შემოიღო ლეოპოლდ კობერმა (1921 წ.). მისი აზრით, ალპების ტექტონიკური აგებულების მსგავსად, ყოველი ოროგენი სიმეტრიულია და დედამიწის ქერქის უდრეკ უბნებს - კრატონებს - შორის არის მოქცეული, რომელთა გავლენით ხდება გეოსინკლინის დანაოჭება.

ოროგენის ცენტრალური ნაწილი უკავია უდრეკ გრანიტულ მასებს (ინტერნიდები), მისგან ორივე მხარეზე სიმეტრიულადაა განლაგებული დანალექი და ვულკანური ქანების (ცენტრალიდები), დანალექი და მაგმური მეტამორფიზებული ქანების (მეტამორფიდები), ხოლო კიდეებზე ფლიშური ქანების (ექსტერნიდები) ზონები.

ალპებისა და დინარიდ-ბალკანიდების მაგალითზე შემუშავებული ეს სქემა სხვა მთათა სისტემების შესწავლისას (მაგ: პირენეები, კარპატები, კავკასიონი) არ მართლდება, რადგან იგი ვერ ითვალისწინებს დედამიწის ქერქის ლაბილური ზონების აგებულების მრავალფეროვნებას.

იხილეთ ასევე

ლიტერატურა

  • ხუციშვილი ო., ქსე, ტ. 7, გვ. 583, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში