ცხირეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9: ხაზი 9:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ. 210-211.
* მაკალათია ს., თეძმის ხეობა, თბ., 1959
* მაკალათია ს., თეძმის ხეობა, თბ., 1959, გვ. 26-27
* ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 255, თბ.,1987
* ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 255, თბ., 1987


{{კასპის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები}}
{{კასპის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები}}

19:34, 13 აპრილი 2011-ის ვერსია

ცხირეთის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში, ახლანდელი სოფელ ერთაწმინდის (კასპის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე. დგას ცხირეთის გორაზე.

ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება 1170. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. 1454 ქართლის მეფე გიორგი VIII-მ ციხე ფეოდალ გამრეკელ ჯავახიშვილს გადასცა. 1609 ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება, მაგრამ თევდორე მღვდელმა მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე გიორგი სააკაძეს უბოძეს. 1632 აქ იდგა ქართლის მეფე როსტომი, რომელიც გავლენიან ფეოდალ ნოდარ ციციშვილის მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე 1652 ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს იორამ სააკაძეს დაუბრუნა.

ცხირეთის ციხე მოღწეულია გვიანი გადაკეთებით. უჭირავს დიდი ფართობი, მაღალ კედლებში დატანებული აქვს სათოფურები. აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგომელია. გალავნის შიგნით საცხოვრებელი შენობების საძირკვლებია. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ. 210-211.
  • მაკალათია ს., თეძმის ხეობა, თბ., 1959, გვ. 26-27
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 255, თბ., 1987