აპოლო (კინოთეატრი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Apollo Restored.jpg|thumb|350px|შენობის აღდგენილი ფასადის ფრაგმენტი]]
[[ფაილი:Apollo Restored.jpg|მინიატიურა|350პქ|შენობის აღდგენილი ფასადის ფრაგმენტი]]
'''კინოთეატრი "აპოლო"''' (დავით აღმაშენებლის N135) [[კინოთეატრი]]სთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა [[თბილისი|თბილისში]]. გაიხსნა 1909 წელს და [[არტ-ნუვო|მოდერნის]] სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.
'''კინოთეატრი „აპოლო“''' (დავით აღმაშენებლის N135) [[კინოთეატრი]]სთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა [[თბილისი|თბილისში]]. გაიხსნა [[1909]] წელს და [[არტ-ნუვო|მოდერნის]] სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.


==ისტორია==
==ისტორია==

11:36, 12 აპრილი 2011-ის ვერსია

ფაილი:Apollo Restored.jpg
შენობის აღდგენილი ფასადის ფრაგმენტი

კინოთეატრი „აპოლო“ (დავით აღმაშენებლის N135) — კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.

ისტორია

აპოლო აშენდა 1909 წელს, როგორც კინოთეატრი. საბჭოთა პერიოდში მას "ოქტომბერი" ეწოდებოდა. 1987 წელს ერკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. 1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი "აპოლო". 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით "აპოლოს" რეკონსტრუქციის პროექტი გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოყვა.[1] ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

არქიტექტურა

შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.

წყაროები

ლიტერატურა

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0