წყალგამყოფი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
ვაკეებსა და მყინვარულ ველებზე წყალგამყოფს შეუმჩნეველი იერი აქვს, ამასთანავე ტექტონიკური პროცესებისა და რეგრესიული ეროზიის შედეგად წყალგამყოფი შერეული ხდება. მეტად რთულია წყალგამყოფის დადგენა [[კარსტი|კარსტულ მხარეებშიც]].
ვაკეებსა და მყინვარულ ველებზე წყალგამყოფს შეუმჩნეველი იერი აქვს, ამასთანავე ტექტონიკური პროცესებისა და რეგრესიული ეროზიის შედეგად წყალგამყოფი შერეული ხდება. მეტად რთულია წყალგამყოფის დადგენა [[კარსტი|კარსტულ მხარეებშიც]].


მთავარი წყალგამყოფი მკაფიოდ გააჩნია [[კავკასიონი|კავაკსიონის მთავარ ქედს]], რომლის წყალგამყოფი ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. კავკასიონის წყალგამყოფის უპირატესობა სხვა წყალგამყოფებთან შედარებით, არის ის რომ მას უწყვეტი წყალგამყოფი აქვს, რომელიც არსად არ არის გადაკვეთილი.
მთავარი წყალგამყოფი მკაფიოდ გააჩნია [[კავკასიონი|კავაკსიონის მთავარ ქედს]], რომლის წყალგამყოფი უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. კავკასიონის წყალგამყოფის უპირატესობა სხვა წყალგამყოფებთან შედარებით, არის ის, რომ მას უწყვეტი წყალგამყოფი აქვს, რომელიც არსად არ არის გადაკვეთილი.


შედარებით დაბალი წყალგამყოფი გააჩნია [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონსაც]], თუმცა იგი ადგილ ადგილ ირღვევა,
შედარებით დაბალი წყალგამყოფი გააჩნია [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონსაც]], თუმცა იგი ადგილ ადგილ ირღვევა,

07:51, 29 მარტი 2011-ის ვერსია

ზღვებისა და მდინარეთა აუზების წყალგამყოფები

წყალგამყოფიდედამიწის ზედაპირის პირობითი ტოპოგრაფიული ხაზი, რომელიც ყოფს ხმელეთის ზედაპირზე ორ მეზობელ წყლის ნაკადსა ან მდინარეთა სისტემას. წყალგამყოფი მთაში მკაფიოდაა გამოხატული და თანხვდება ქედის თხემს, ვაკეზე მეტ-ნაკლებად წაშლილია. ადგილს სადაც წყალგამყოფი ხაზი ვრცელდება წყალგამყოფი ტერიტორია ეწოდება.

განარჩევენ მთავარ ანუ კონტინენტურ წყალგამყოფს (ოკეანეებს ან ვრცელ გაუდინარ არეებს შორის), პირველი რიგის წყალგამყოფს (მეზობელ მდინარეთა სისტემებს შორის) და მეორე რიგის ანუ გვერდით წყალგამყოფს (მთავარი მდინარის შენაკადებს შორის).

ვაკეებსა და მყინვარულ ველებზე წყალგამყოფს შეუმჩნეველი იერი აქვს, ამასთანავე ტექტონიკური პროცესებისა და რეგრესიული ეროზიის შედეგად წყალგამყოფი შერეული ხდება. მეტად რთულია წყალგამყოფის დადგენა კარსტულ მხარეებშიც.

მთავარი წყალგამყოფი მკაფიოდ გააჩნია კავაკსიონის მთავარ ქედს, რომლის წყალგამყოფი უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. კავკასიონის წყალგამყოფის უპირატესობა სხვა წყალგამყოფებთან შედარებით, არის ის, რომ მას უწყვეტი წყალგამყოფი აქვს, რომელიც არსად არ არის გადაკვეთილი.

შედარებით დაბალი წყალგამყოფი გააჩნია მცირე კავკასიონსაც, თუმცა იგი ადგილ ადგილ ირღვევა, რადგან დიდი მდინარეების ხეობებითაა გადაკვეთილი. მოზრდილი წყალგამყოფები არსებობს აშშ-ში, რუსეთში, ფინეთში და სხვ.

იხილეთ ასევე

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 354, თბ., 1987.

რესურსები ინტერნეტში