გიორგი შავგულიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმულნი ესე მრავალნი.
ილუსტრაცია
ხაზი 2: ხაზი 2:
| ფერი =
| ფერი =
| სახელი = გიორგი შავგულიძე
| სახელი = გიორგი შავგულიძე
| სურათი =
| სურათი = Giorgi Shavgulidze - Keto da Kote.jpg
| სურათის ზომა =
| სურათის ზომა = 270პქ
| სათაური = გიორგი შავგულიძე, კადრი ფილმიდან „ქეთო და კოტე“
| სათაური =
| დაბადების სახელი = გიორგი შავგულიძე
| დაბადების სახელი = გიორგი შავგულიძე
| დაბადების თარიღი = [[16 ნოემბერი]], [[1910]]
| დაბადების თარიღი = [[16 ნოემბერი]], [[1910]]

14:16, 9 მარტი 2011-ის ვერსია

გიორგი შავგულიძე

გიორგი შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი − გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.

ბიოგრაფია

დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1910 წლის 16 ნოემბერს. საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.

გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.

დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში[1].

სქოლიო

  1. გაზ. „კვირის პალიტრა“, 7–13 მარტი, 2011, №10 (866), გვ. 15.

რესურსები ინტერნეტში