ფერმას დიდი თეორემა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მNo edit summary |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: eo:Lasta teoremo de Fermat |
||
ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
[[el:Το τελευταίο θεώρημα του Φερμά]] |
[[el:Το τελευταίο θεώρημα του Φερμά]] |
||
[[en:Fermat's Last Theorem]] |
[[en:Fermat's Last Theorem]] |
||
[[eo:Lasta teoremo de Fermat]] |
|||
[[es:Último teorema de Fermat]] |
[[es:Último teorema de Fermat]] |
||
[[fa:قضیه آخر فرما]] |
[[fa:قضیه آخر فرما]] |
10:22, 1 მარტი 2011-ის ვერსია
ფერმას ბოლო თეორემა (ხშირად ფერმას დიდი თეორემა) ერთ-ერთი ყველაზე განთქმული თეორემაა მათემატიკის ისტორიაში, მდგომარეობს შემდეგში:
- არ არსებობს ისეთი a, b და y მთელი რიცხვები, რომელთათვისაც სრულდება ტოლობა , სადაც n > 2(n ორზე მეტი მთელი რიცხვია).
ფერმას ბოლო თეორემა ალბათ მათემატიკის ყველაზე პოპულარული თეორემაა. იგი ჩამოაყალიბა ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ ფერმამ დიოფანტეს წიგნ "არითმეტიკაზე" მინაწერის სახით, რასაც დაუმატა, რომ მან გადაჭრა ეს ამოცანა, მხოლოდ ადგილის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა დამტკიცების იქვე დაწერას. დღესდღეობით ცნობილია, რომ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელი იყო ფერმის დროინდელი ელემენტარული მათემატიკის საშუალებით. ასე რომ, დამტკიცება, რომელზედაც ფერმა მიუთითებდა, სავარაუდოდ მცდარი იყო ან საერთოდ არ არსებობდა.
სრული სახით ამოცანა გადაიჭრა მხოლოდ 1994 წელს ენდრიუ ვაილსის შრომებში. მანამდე სხვადასხვა დროს გადაჭრილი იქნა 600–ზე მეტო კერძო შემთხვევა. მაგალითად n = 4 შემთხვევისთვის ერთ-ერთი დამტკიცება გამოაქვეყნა თვითონ ფერმამ.
ამოცანის ჩამოყალიბების ელემენტარულმა სახემ განაპირობა მისი პოპულარობა არასპეციალისტებს შორის. სინამდვილეში კი ფერმას თეორემა უკავშირდებება თანამედროვე მათემატიკაში მდგარ რამდენიმე უფრო ღრმა პრობლემას.
აღნიშვნისათვის n = 2 შემთხვევაში ტოლობას აქვს უამრავი ამონახსენი მთელ რიცხვებში.