პლაზმოდიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: vi:Ký sinh trùng sốt rét
r2.7.1) (ბოტის დამატება: ko:말라리아원충
ხაზი 23: ხაზი 23:
[[id:Plasmodium]]
[[id:Plasmodium]]
[[it:Plasmodium]]
[[it:Plasmodium]]
[[ko:말라리아원충]]
[[la:Plasmodium]]
[[la:Plasmodium]]
[[lt:Plazmodis]]
[[lt:Plazmodis]]

23:45, 25 თებერვალი 2011-ის ვერსია

პლაზმოდიუმი (Plasmodium), პარაზიტული უმარტივესების გვარი ჰემოსპორიდიების რიგისა. შეიცავს 60-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ხერხემლიანებისა და ადამიანის პარაზიტებია და იწვევენ მალარიას. პლაზმოდიუმის გადამტანია მალარიის კოღო Culicidae-თა ოჯახისა. კოღოს კბენისას ნერწყვთან ერთად მასპინძლის ორგანიზმში ხვდებიან პლაზმოდიუმები სპორპზოიტების სახით. ისინი იჭრებიან სისხლძარღვთა ენდოთელიუმში ან ღვიძლში, სადაც შიზოგონიის გზით იძლევიან უამრავ პატარა ერთუჯრედიან მეროზოიტს, რომლებიც იჭრებიან ერითროციტებში. აქ ისინი მრავალჯერ განიცდიან შიზოგონიას და შემდეგ გამოდიან სისხლში. მეროზოიტების ნაწილი იჭრება ახალ ერითროციტებში და გარდაიქმნება მდედრ (მაკრო-) და მამრ (მიკრო-) გამეტოციტებად.

მაკროგამეტოციდები მასპინძლის ორგანიზმშივე გარდაიქმნება მაკროგამეტებად, მიკროგამეტოციტების განვითარება კი მხოლოდ კოღოს ორგანიზმში მიმდინარეობს. მაკროგამეტები მიკროგამეტოციტებთან ერთად სისხლის წოვის დროს ხვდება კოღოს კუჭში; აქ მიკრო გამეტოციტი იძლევა რამდენიმე მიკროგამეტას, რომლებიც ერწყმიან მაკროგამეტებს და იქცევიან მოძრავ ზიგოტებად — ოოკინეტებად. ესენი იფარებიან გარსებით და გარდაიქმნებიან ოოცისტებად (ზიგოცისტებად). მათი მრავალჯერადი გაყოფით მიიღება მრავალი (10 ათასამდე) აქტიურად მოძრავი სპოროზოიტი, რომლებიც ხვდებიან სანერწყვე ჯირკვლებში და სისხლის წოვის დროს კვლავ მასპინძელში ხვდებიან. ადამიანის პარაზიტია პლაზმოდიუმის 4 სახეობა: Plasmodium vivax, Plasmodium malariae, Plasmodium falciparum და Plasmodium ovalis, რომელთა გადამტანია Anofeles-ის გვარის კოღოები. პრიმატების პარაზიტებია Plasmodium reichenowi, Plasmodium knowlesi და სხვა. დანარჩენი ხერხემლიანებისა — Plasmodium berghei, Plasmodium relictum, Plasmodium agamae, Plasmodium bufonis და სხვა.

ლიტერატურა