სამედიცინო გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30: ხაზი 30:




[[კატეგორია:მედიცინა]]
[[კატეგორია:გეოგრაფია]]


[[ar:جغرافية الصحة]]
[[ar:جغرافية الصحة]]

10:20, 24 თებერვალი 2011-ის ვერსია

მწვავე ინფექციური დაავადების ჰეპატიტი A-ს გლობალური გავრცელების რუკა (2005)

სამედიცინო გეოგრაფიამეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა გავრცელებას, გავრცელების მიზეზებს და გეოგრაფიული გარემოს გალვენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო გეოგრაფია ვითარდება გეოგრაფიისა და სამედიცინო ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზე, მჭიდროდ უკავშირდება ეკოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, ჰიგიენას, ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას.

ისტორია

სამედიცინო გეოგრაფიის ცნება დაკავშირებულია იტალიელი მეცნიერის ბერნარდინო რამაცინის სახელთან (XVII საუკუნე). სამედიცინო გეოგრაფია, როგორც მეცნიერება, ყალიბდება XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

რუსეთში სამედიცინო გეოგრაფიას უკავშირდება ო. გუნის, ა. ვლადიმირსკის, ი. ჩისტოვიჩის, ნ. გაისკის სახელებს. სამედიცინო გეოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისელმა მეცნიერმა ს. ჰენენმა, ფრანგმა შ. ბუდენმა და სხვ.

ХХ საუკუნეში ამ დარგში მოღვაწეობდნენ დ. ზაბოლოტნი და ე. პავლოვსკი. ამ უკანსაკნელის მოძღვრება , ე. წ. ტრანსმისიურ დაავადებათა ბუნებრივი კერობრიობის შესახებ (1939) საფუძვლად დაედო ეპიდემიოლოგიური გეოგრაფიის ჩამოყალიბებას.

კვლევის საგანი

სამედიცინო გეოგრაფია შეისწავლის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (კომპონენტური სამედიცინო გეოგრაფია, სამედიცინო ლანდშაფტმცოდნეობა, სამედიცინო-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა), გარემოს ზემოქმედებას დაავადებათა გავრცელების სზღვრებსა და არეალების სტრუქტურაზე (ნოზოგეოგრაფია), ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების ტერიტორიულ არაერთგვაროვნებას (სამედიცინო გეოგრაფიული დარაიონება); ამუშავებს სამედიცინო-გეოგრაფიული რუკების შედგნის პრინციპებსა და მეთოდებს.

სამედიცინო გეოგრაფია აქტიურად მონაწილეობს პრობლემის ”ადამიანი და ბიოსფერო” შეწავლაში. სამედიციო-გეოგრაფიული კველა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტერიტორიებისათვის წინასწარ გავითვალისწინოთ ადამიანის ორგანიზმზე გარემოს გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბუნებრივ-ტერიოტრიული კომპლექსების ზემოქმედების ხასიათი და შედეგები.

სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის დაწესებულებები

სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის ორგანიზაციას ეწევა საერთშორისო გეოგრაფიული კავშირის სამედიცინო-გეოგრაფიული კომისია. სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა წარმოებს მოსკოვის გეოგრაფიულ ინსტიტუტში, შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფიულ ინსტიტუტში (ირკუტსკი) და სხვ. სამედიცინო-გეოგრაფიული გამოკვლევები ტარდებოდა ვახუშტის გეოგრაფიულ ინსტიტუტშიც.

სამედიცინო გეოგრაფია საქართველოში

საქართველოს სამედიცინო-გეოგრაფიული კველვის ჩანასხი ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში აღინიშნება (კარაბადინები). პირველი მეცნიერული სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საქართველოში ჩააატარა მ. ტოროპოვმა (1864). 1962 წელს თბილისში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით, შეიქმნა სამედიცინო-გეოგრაფიის სექცია, რომელიც კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სამედიცინო და გეოგრაფიულ დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათის სამუშაოებს.

ლიტერატურა