გივი სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56: ხაზი 56:
[[კატეგორია:დაბადებული 1921]]
[[კატეგორია:დაბადებული 1921]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1999]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1999]]

[[ru:Сванидзе, Гиви Гедеонович]]

10:26, 17 თებერვალი 2011-ის ვერსია

გივი სვანიძე
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი 1921
სოფ. ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 10 აგვისტო 1999
პროფესია ქართველი ჰიდროლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

გივი გედეონის ძე სვანიძე (დ. 20 სექტემბერი 1921 სოფ. ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო 1999) — ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1881), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სკკპ წევრი 1948 წლიდან.

ბიოგრაფია

  • 1944 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი;
  • 1958-1971 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას;
  • 1971 წლიდან თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა;
  • 1976 წლიდან - სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1980).

სამეცნიერო მოღვაწეობა

სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.

გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისსტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.

მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი ”საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება (1960—1961, ტ. 1—10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.

თსუ-ს პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია (1972). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია (1982). დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა და მედლებით.

თხზულება

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 9, გვ. 311, თბ., 1985.