სამოქალაქო ავიაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება ტრანსპორტი (HotCat-ის გამოყენებით)
r2.6.5) (ბოტის დამატება: el:Πολιτική αεροπορία
ხაზი 13: ხაზი 13:
[[cs:Civilní letectví]]
[[cs:Civilní letectví]]
[[de:Zivile Luftfahrt]]
[[de:Zivile Luftfahrt]]
[[el:Πολιτική αεροπορία]]
[[en:Civil aviation]]
[[en:Civil aviation]]
[[fr:Aviation civile]]
[[fr:Aviation civile]]

19:25, 16 თებერვალი 2011-ის ვერსია

ძირითადი ავიახაზების სია 2009 წლისთვის

სამოქალაქო ავიაციაავიაცია, რომელიც გამოყენების მიზნის მიხედვით იყოფა სატრანსპორტო და საერთო დანიშნულების ავიაციად. სამოქალაქო ავიაცია,რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განსახორციელებლად, მიეკუთვნება სატრანსპორტო ავიაციას. სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის, მიეკუთვნება საერთო დანიშნულების ავიაციას.სამოქალაქო ავიაცია, რომელიც ჩვენს დროში გახდა არა მარტო შიდა, არამედ საერთაშორისო მიმოსვლის მნიშვნელოვანი საშუალებაც, ქვეყნებსა და ხალხებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა კავშირების განმტკიცებაში არსებით როლს ასრულებს. სამოქალაქო ავიაციის საშუალებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო საჰაერო მომოსვლის მსოფლიო ქსელი, რომელიც სახელმწიფოთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობის განუყოფელ ელემენტად იქცა. ამიტომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემდგომი განვითარებისათვის ხელშეწყობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვეობის მნიშვნელოვან ამოცანასთან — საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა და განმტკიცებასთან. სამოქალაქო ავიაცია გვევლინება როგორც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტი. ამ საქმიანობის შედეგად, სახელმწიფოთა შორის მათი ტერიტორიის თავზე რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო ფრენების ორგანიზაციის გამო, აღმოცენდება სპეციფიკური სახელმწიფოთაშორისი საავიაციო ურთიერთობები. ასეთი ფრენების შესრულება რეგულირდება სპეციალური აერსანავიგაციო წესებით, რომლებიც ქმნის საერთაშორისო ფრენების რეჟიმს.

ლიტერატურა

  • დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, თბ.2009 ,გამომცემლობა „მერიდიანი“)