იტალიური ნეორეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[სურათი:Lamberto.jpg|thumb|250px|კადრი ფილმიდან "ველოსიპედის გამტაცებლები".]]
[[სურათი:Lamberto.jpg|thumb|250px|კადრი ფილმიდან "ველოსიპედის გამტაცებლები".]]
[[სურათი:Ossessione.jpg|thumb|კინოფილმის "შეპყრობილობა" პოსტერი.]]
[[სურათი:Umberto-d-full.jpg|thumb|კინოფილმის "უმბერტო დ." პოსტერი.]]
'''იტალიური ნეორეალიზმი''' -- მიმდინარეობა [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფიაში]], რომელიც დაიწყო [[1943]] წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.
'''იტალიური ნეორეალიზმი''' -- მიმდინარეობა [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფიაში]], რომელიც დაიწყო [[1943]] წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.


ხაზი 9: ხაზი 11:


==იტალიური ნეორეალიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევრები==
==იტალიური ნეორეალიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევრები==
[[სურათი:Ossessione.jpg|thumb|კინოფილმის "შეპყრობილობა" პოსტერი.]]
[[სურათი:Umberto-d-full.jpg|thumb|კინოფილმის "უმბერტო დ." პოსტერი.]]
''წინამორბედები და გავლენა'':
''წინამორბედები და გავლენა'':
*ჯოვანი ვერგას ნამუშევრები
*ჯოვანი ვერგას ნამუშევრები

00:14, 27 ნოემბერი 2006-ის ვერსია

კადრი ფილმიდან "ველოსიპედის გამტაცებლები".
კინოფილმის "შეპყრობილობა" პოსტერი.
კინოფილმის "უმბერტო დ." პოსტერი.

იტალიური ნეორეალიზმი -- მიმდინარეობა კინემატოგრაფიაში, რომელიც დაიწყო 1943 წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი იყო ღარიბ და მუშა კლასის გარემოში დადგმული ისტორიები, არაპროფესიონალი მსახიობების გამოყენებით მეორეხარისხოვან და ხშირად მთავარ როლებშიც. იტალიური ნეორეალიზმის ფილმების ძირითადი თემა ომისშემდგომი იტალიის მძიმე ეკონომიკური და მორალური ვითარება იყო, რომელიც გამოიხატა იტალიური ფსიქოლოგიის ცვლილებაში ყოველიდღიური ცხოვრების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, განპირობებული დამარცხებით, სიღარიბითა და უკიდურესი გაჭირვებით. ვინაიდან ჩინეჩიტა (კინოსტუდიათა კომპლექსი რომში - იტალიის კომერციული კინოს ცენტრი 1936 წლიდან) ლტოლვითა მიერ იყო დაკავებული, კინოფილმების გადაღება მის გარეთ მიმდინარეობდა, განადგურებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად.

მიმდინარეობა განვითარდა კინოკრიტიკოსთა წრეში, რომელიც ჟურნალ "სინემას" ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის იყვნენ მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, ჯანი პუჩინი, ჯუზეპე დე-სანტისი და პეტრო ინგრაო. ვინაიდან პოლიტიკაზე წერა აკრძალული იყო (ჟურნალის მთავარი რედაქტორი თავად ვიტორიო მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის ვაჟი იყო), კრიტიკოსები თავს ესხმოდნენ ე.წ. "ტელეფონო ბიანკო" ფილმებს, რაც იმ დროინდელ კინოინდუსტრიაში დომინირებდა. პოპულარული ფილმების მდარე ხარისხის დასაპირისპირებლად ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ იტალიური კინო საუკუნის დასაწყისის რეალისტ ავტორებს უნდა მიბრუნებოდა.

ამგვარად ნეორეალისტები ფრანგი პოეტური რეალისტების ძლიერ გავლენას განიცდიან. მართლაც, მიქელანჯელო ანტონიონი და ლუკინო ვისკონტი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჟან რენუართან. ამასთან, მრავალი ნეორეალისტი კინორეჟისორი საკუთარ ხელწერას ანვითარებს კალიგრაფისტურ ფილმებზე მუშაობისას (ეს ხანმოკლე მიმდინარეობა აღმოჩნდა, თუმცა ნეორეალიზმისგან საკმაოდ განსხვავდებოდა). ნეორეალიზმის ელემენტები შეინიშნება ალესანდრო ბლასეტის ფილმებში და ფრანჩესკო დე რობერტისის დოკუმენტურ ფილმებში. ნეორეალიზმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედები იყო "ტონი" (რენუარი, 1935) და "1860" (ბლასეტი, 1934).

იტალიური ნეორეალიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევრები

წინამორბედები და გავლენა:

  • ჯოვანი ვერგას ნამუშევრები
  • "1860" (ალესანდრო ბლასეტი, 1934)
  • "ტონი" (ჟან რენუარი, 1935)
  • "თეთრი გემი" (ფრანჩესკო დე რობერტისი, 1941)

მთავარი ნამუშევრები:

  • შეპყრობილობა (ლუკინო ვისკონტი, 1943)
  • რომი ღია ქალაქია (რობერტო როსელინი, 1945)
  • ფეხსაცმლის მწმენდავი (ვიტორიო დე სიკა, 1946)
  • თანამემამულე (რობერტო როსელინი, 1946)
  • გერმანია, ნულოვანი წელი (Rossellini, 1948)
  • ველოსიპედების გამტაცებლები (De Sica, 1948)
  • მიწის ცახცახი (ლუკინო ვისკონტი, 1948)
  • სტრომბოლი (რობერტო როსელინი, 1950)
  • უმბერტო დ. (ვიტორიო დე სიკა, 1952)

იხ. აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში