რიო-დე-ლა-პლატა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons|Category:Río de la Plata}}
{{Commons|Category:Río de la Plata}}
*[http://www.oas.org/osde/News/english/Documents/OSDE_6LaPlata.pdf ჰიდროლოგიური მოხსენება]]
*[http://www.oas.org/osde/News/english/Documents/OSDE_6LaPlata.pdf ჰიდროლოგიური მოხსენება]
*[http://www.un.org/Depts/los/LEGISLATIONANDTREATIES/PDFFILES/TREATIES/URY-ARG1973MB.PDF არგენტინა-ურუგვაის ხელშეკრულება რიო-დე-ლა-პლატასა და მასზე საზღვაო საზღვარზე (19 ნოემბერი1973)]
*[http://www.un.org/Depts/los/LEGISLATIONANDTREATIES/PDFFILES/TREATIES/URY-ARG1973MB.PDF არგენტინა-ურუგვაის ხელშეკრულება რიო-დე-ლა-პლატასა და მასზე საზღვაო საზღვარზე (19 ნოემბერი1973)]
*[http://www.sfu.ca/cstudies/science/water/pdf/Water-Ch23.pdf რიო-დე-ლა-პლატის ურუგვაის სანაპირო ზოლის მიწისა და წყლის მენეჯმენტი]
*[http://www.sfu.ca/cstudies/science/water/pdf/Water-Ch23.pdf რიო-დე-ლა-პლატის ურუგვაის სანაპირო ზოლის მიწისა და წყლის მენეჯმენტი]

18:46, 24 იანვარი 2011-ის ვერსია

რიო-დე-ლა-პლატის რუკა
ნასას ფოტო
რიო-დე-ლა-პლატის აუზის რუკა

რიო-დე-ლა-პლატა (ესპ. Río de la Plata - ვერცხლის მდინარე) — მდინარე და ესტუარი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში. წარმოიქმნება არგენტინა-ურუგვაის საზღვართან, მდინარეების - პარანისა და ურუგვაის შერწყმით. გააჩნია ძაბრის ფორმა. მისი სიგრძე 290 კმ-ია.

რიო-დე-ლა-ლპატის შიდა მხარის სიგანე 2 კმ-ია, ხოლო ოკეანესთან მოსაზღვრე უბნის 220 კმ.[1] მის მცირე მონაკვეთზე არგენტინა-ურუგვაის სახელმწიფო საზღვარი გაედინება. მის სანაპირო ზოლზე მდებარეობს ამ ორი ქვეყნის დედაქალაქები და უმთავრესი საზღვაო პორტები, ბუენოს-აირესი სამხრეთ-დასავლეთით და მონტევიდეო ჩრდილო-აღმოსავლეთით. ესტუარის სანაპირო ზოლი არგენტინისა და ურუგვაის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ არეალს წარმოადგენს.[2]

გეოგრაფთა ნაწილი რიო-დე-ლა-პლატას ატლანტის ოკეანის განაპირა ზღვად ან ყურედ მიიჩნევს, მეორე ნაწილს კი ის მდინარედ მიაჩნია.[2] თუ ამ უკანასკნელებს დავეთანხმებით, მაშინ რიო-დე-ლა-პლატა მსოფლიოში ყველაზე განიერი მდინარე გამოდის, მაქსიმალური სიგანით 220 კმ და საერთო ფართობით 35,000 კმ². [2]

მიუხედავად ამისა, რიო-დე-ლა-პლატა ყველანაირად ამჟღავნებს ესტუარის თვისებებს, აქ მტკნარი წყალი და ზღვის წყალი ერთამნეთშია შერეული. მტკნარი წყალი ესტუარში მიდნარე ურუგვაისა და პარანას ჩამოაქვთ, მათ შორის პარანა მსოფლიოს ერთ-ერთ უგრძეს მდინარეა. ბოლო დროს, ესტუარში შეინიშნება მოქცევა, რომელიც პარანისა და ურუგვაის სიღრმეშიც კი აღწევს.[2]

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Fossati, Monica. Salinity Simulations of the Rio de la Plata. International Conference on Estuaries and Coasts. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Río de la Plata. ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: 11 August 2010.