ევკალიპტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: te:యూకలిప్టస్
ბოტის დამატება: am:ባህር ዛፍ
ხაზი 8: ხაზი 8:
{{Link FA|he}}
{{Link FA|he}}


[[am:ባህር ዛፍ]]
[[ar:كينا]]
[[ar:كينا]]
[[az:Evkalipt]]
[[az:Evkalipt]]

03:46, 22 იანვარი 2011-ის ვერსია

ევკალიპტი (Eucalyptus), მცენარის გვარი მირტისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 600-ზე მეტ სახეობას. სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. ღერო სწორი ან მრუდეა, გლუვი ან დაღარული. ფოთოლი უმეტესად მარტივია, ხეშეში; ზოგიერთი სახეობისა დაფარულია ცვილისებრი ფიფქით; ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, იშვიათად ყვითლი ან მუქი წითელი. ნაყოფი კოლოფია, თესლი მრავალწახნაგოვანი და წვრილი, ვარჯი პირამიდული, კვერცხისებრი, სფეროსებრი ან მტირალა ფორმისაა. კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, ვერ ეგუება დამლაშებულ ნიადაგსა და მშრალ ქვიშას. მრავლდება თესლით და ამონაყარით. ბუნებრივ პირობებში ევკალიპტი გავრცელებულია ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი გვინეის კუნძულებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროს სუბტრიპიკულ ზონაში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული. ევკალიპტის საუკეთესო სახეობებია: მანეულისებრი ევკალიპტი, მაკართურის ევკალიპრი, ლურჯი (სფეროსებრი) ევკალიპტი, ცისფერი ევკალიპტი, ახოვანი ევკალიპტი და სხვა. ევკალიპტის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და სხვა, ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს — მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.

ლიტერატურა

  • მირზაშვილი ვ., ქსე, ტ. 4, გვ. 33, თბ., 1979

თარგი:Link FA