ისლანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: tk:Islandiýa
ბოტის დამატება: si:අයිස්ලන්තය
ხაზი 274: ხაზი 274:
[[sg:Ïsalândi]]
[[sg:Ïsalândi]]
[[sh:Island]]
[[sh:Island]]
[[si:අයිස්ලන්තය]]
[[simple:Iceland]]
[[simple:Iceland]]
[[sk:Island]]
[[sk:Island]]

01:14, 22 იანვარი 2011-ის ვერსია

ისლანდიის რესპუბლიკა
Lýðveldið Ísland
ისლანდია
ისლანდიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Lofsöngur
ისლანდიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
რეიკიავიკი
64°08′ ჩ. გ. 21°56′ ა. გ. / 64.133° ჩ. გ. 21.933° ა. გ. / 64.133; 21.933
ოფიციალური ენა ისლანდიური (დე ფაქტო)
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ოლაფურ რაგნარ გრიმსონი
 -  პრ.-მინისტრი იოჰანა სიგურდარდოტირი
ფართობი
 -  სულ 103,000 კმ2 (107-ე)
 -  წყალი (%) 2.7
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 319,756 (172-ე)
 -  1980 აღწერა 229,187 
 -  სიმჭიდროვე 3,1 ად კაცი/კმ2 (195-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $12.172 მილიარდი (132-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $40,277 (მე-5)
აგი (2007) 0.968 (მაღალი) (პირველი)
ვალუტა ისლანდიური კრონა (ISK)
დროის სარტყელი (UTC +0სთ.)
ქვეყნის კოდი ISL
Internet TLD .is
სატელეფონო კოდი 354

სახელწოდება

ოფიციალური - ისლანდიის რესპუბლიკა. ეროვნული – Island, Lydhveldidh. სახელწოდება ნიშნავს "ყინულოვან ქვეყანას". ასევე აღინიშნება სხვა ენებში. გამონაკლისია ლათინური, სადაც ისლანდიას თულეს უწოდებენ. იგივე ტერმინი გამოიყენება გრენლანდიის მიმართაც.

ისლანდია

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში. ფართობი - 103.000 კვ.კმ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს 400-800 მეტრი სიმაღლის პლატოს, ცალკეული მასივის სიმაღლე 1000-1500 მეტრს აღწევს. სანაპიროს გასწვრივ დაბლობი ვაკეების ზოლია. კუნძულზე 200-მდე ვულკანი და გეიზერია. ვულკანებიდან ყველაზე ცნობილია: ჰეკლა, ლაკი, ასკია და ისლანდიის უმაღლესი მწვერვალი ჰვანადალსჰნუკური - 2119 მ. რელიეფში შეიმჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები.

ფლორა და ფაუნა

ისლანდიაზე უკანასკნელი გამყინვარების პერიოდიდან, ანუ დაახლოებით 10, 000 წინანდელი პერიოდიდან სულ რამდენიმე სახეობის ცხოველი და მცენარე მოხვდა, ზოგიც ადგილობრივად აღმოცენდა. კუნძულზე სულ 1300 სახეობის მწერია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რადგან მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი სახეობის მწერი ბინადრობს. როდესაც აქ ხალხი დასახლდა, ერთადერთი ადგილობრივი ძუძუმწოვარი არქტიკული მელია იყო, რომელიც გაყინული ზღვის გადმოკვეთით მოხვდა კუნძულზე გამყინვარების ხანის დასასრულს. კუნძულზე არ ბინადრობენ ადგილობრივი რეპტილიები და ამფიბიასებრნი.

ისლანდიური ცხვარი

ფიტოგეოგრაფიულად ისლანდია მიეკუთვნება ცირკუმბრიული რეგიონის არქიტიკულ პროვინციას ბორეის სამეფოს ფარგლებში. მსოფლიო ბუნების ფონდის მონაცემებით, კუნძულის ტერიტორია ბორეული ტყეებისა და ალპური ტუნდრის ეკორეგიონს მიეკუთვნება. ისლანდიის დაახლოებით სამი პროცენტზე მწვანე ნარგავები არ გვხვდება. მცენარეული საფარის დიდი ნაწილი მინდვრების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც საქონლის საძოვრებად იყენებენ. ისლანდიისთვის ყველაზე ადგილობრივი ხეა ჩრდილოეთის არყი Betula pubescens; არყის ხემ ისლანდიის ტყე მეტწილად "ვერხვთან" (Populus Tremola), "ცირცელთან" (Sorbus Aucuparia) and და "ჩვეულებრივ ღვიასთან" (Juniperus communis) ერთად ჩამოაყალიბა, თუ არ ჩავთვლით მცირე ზომის ხე-ბუჩქებს.

ადამიანთა მუდმივმა დასახლებებმა დაარღვია სუსტი ეკოსისიტემა, ვულკანური ნიადაგები და მრავალფეროვნების ისედაც მწირი სახეობები შეზღუდა. საუკუნეთა მანძილზე ტყეები იჩეხებოდა და სამხერხაოებში იგზავნებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხე-ტყის გაჩეხვამ ეროზიის გამო ნიადაგის ზედანაწილის დაკარგვა გამოიწვია, ამან კი, თავის მხრივ, არყის ხეების გადაშენებას შეუწყო ხელი. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე არყის ხეღა ხარობს, ისიც, იზოლირებულ ნაკრძალებში. ახალი ტყეების გაშენებამ ხეთა რაოდენობა კი მოამრავლა, მაგრამ პირვანდელი სახის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ბოლო წლების განაშენიანებაში ბერვი ახალი ჯიშის ხეც გვხვდება.

ისლანდიის ცხოველთა სამყარო მოიცავს ისლანდიურ ცხვარს, საქონელს, წიწილას, თხას და ძლიერ ისლანდიურ ცხენს, გარდა ამისა, ისლანდიურ მეცხვარესაც. კუნძულის ირგვლივ, ოკეანის წყლებში, თევზის უამრავი სახეობა ბინადრობს, ამდენად, ქვეყნის ეკონომიკისათვის თევზრეწვა წამყვანი დარგია და ნაციონალური ექსპორტის ნახევარს შეადგენს. გარეული ცხოველები მოიცავენ არქტიკულ მელიას, წაულას, თაგვებს, ვირთხებს, კურდღლებსა და ჩრდილოეთის ირმებს. ფრინველები, განსაკუთრებით კი ზღვის ფრინველები ისლანდიის ცხოველთა სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პოპულაციის სიხშირით ქარიშხალები და მეზღვიასებრნი გამოირჩევიან.


სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ო.რ. გრიმსონი (Olafur Ragnar GRIMSSON, 1996-დან). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (63 წევრი, ალტინგი). იგი შექმნილია 930 წელს და ითვლება უძველეს პარლამენტად მსოფლიოში. ადმინისტრაციული დაყოფა - 23 რეგიონი (sysla) და 14 ქალაქი (kaupstadhur).

დემოგრაფია

მოსახლეობა - 319,756 (2009), მათ შორის 98,3% ისლანდიელები. სახელმწიფო ენა - ისლანდიური. გავრცელებული ენები - სკანდინავიური ენები, გერმანული, ინგლისური. რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული. დედაქალაქი - რეიკიავიკი (118 ათასი). სხვა ქალაქები - კოპავოგური (26), ჰაფნარფიორდური (21).

ეკონომიკა

რესურსები - თევზი, ჰიდროენერგია, გეოთერმული ენერგია, დიატომიტი. ექსპორტი - თევზის ნაწარმი, ალუმინი, რკინა, დიატომიტი. ეროვნ. შემოსავალი ერთ სულზე - 24.950 $. ვალუტა - ისლანდიური კრონა (ISK).

ისტორია

ისლანდია დასახლდა ნორვეგიელი მიგრანტების მიერ მე-9 საუკუნის ბოლოს. მე-10 საუკუნეში შეიქმნა სახალხო კრება (ალტინგი), რომელიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ატარებდა. 1000 წელს ისლანდიამ ქრისტიანობა მიიღო. მე-13 საუკუნეში დაიწყო შიდა ომები კლანებს შორის, რომლებიც დასრულდნენ ისლანდიის ნორვეგიის სამეფოს დაქვემდებარებაში შესვლით 1262 წელს. 1380 წლიდან დანიის სამფლობელო იყო. დამოუკიდებელი გახდა 1944 წელს. 1976 წელს ბრიტანეთთან დავის შემდეგ გამოაცხადა 200 მილიანი თევზსაჭერი ზონა. 1985 წელს ისლანდია უბირთვო ზონად გამოცხადდა.

ლიტერატურა

ისლანდიურ კულტურას მრავალსაუკუნოვან სკანდინავიურ წიაღში აქვს ფესვები გადგმული. ყველაზე ცნობილ ისლანდიურ კლასიკურ ნაწარმოებებად საგები ანუ პროზაული ეპოსები მიიჩნევა, რომლებიც კუნძულის დასახლების დროინდელია. ბიბლიის მშვენიერი თარგმანი ისლანდიურ ენაზე 14-ე საუკუნეში გამოქვეყნდა. უკანასკნელი ხანების ალბათ ყველაზე ცნობილ მწერლად შეგვიძლია ჰალდორ კილიან ლაქსნესი მივიჩნიოთ, რომელმაც 1955 წელს ნობელის პრემია მიიღო.

მედია

ისლანდიაში ყოველწლიურად დაახლოებით 400 წიგნი და ჟურნალი გამოიცემა. პირველი გაზეთი 1848 წელს გამოიცა. ქვეყანაში დღესდღეობით 35 სახეობის გაზეთი გამოდის, რომელთა უმეტესობა ყოველკვირეულია. ხუთი ყოველდღიური გაზეთიდან უმეტესი ტირაჟი თავისუფლების პარტიის ბეჭდვით ორგანოს - "მორგუნბლადიდს" აქვს. დიდი პოპულარობით სარგებლობს "DV" და "ულპუდიბლადეტი". ისლანდიაში კარგა ხანს მხოლოდ ერთი რადიოსადგური იყო (რეიკიავიკში) სამი რეტრანსლატორით. ამჟამად "AM" ფორმატის სამი სადგური არსებობს, 70 - "FM" ფორმატისა და ერთიც მოკლეტალღოვანი. რადიომიმღები (სტატისტიკის თანახმად) ყოველ სახლშია (260 000). ტელემაუწყებლობა ისლანდიაში 1966 წელს დაიწყო. არსებობს 14 ტელეარხი (156 რეტრანსლატორის ჩათვლით), ასევე სატელევიზიო სადგური ამერიკულ ბაზა კებლავიკზე. ისლანდიის ინტერნეტდომენი არის - ის. დღეისათვის ქვეყანაში 20-მდე ინტერნეტპროვაიდერი, 263 980 ჰოსტი და ინტერნეტქსელის 200300 აქტიური მომხმარებელია.

ისლანდიური სამზარეულო

ისლანდიის სამზარეულო მეტად განსაკუთრებულია და ძირითადად, თევზსა და ცხვრის ხორცს ემყარება. ადგილობრივ დელიკატესებს ტორამატური- þorramatur» ჰქვია . უამრავი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ გეოთერმულ სათბურებში. ყველაზე უბრალო კერძია გრაფლაქსი- graflax» (ჩადებული ორაგული კამით). ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძი კი ჰაუკარლია- hákarl (ზვიგენის გამომშრალი ხორცი). დაჭერილ ზვიგენს ნახევარი წლით ქვიშაში ფლავენ, რათა გახრწნის გარკვეულ დონეს მიაღწიონ. ამის შემდგომ ამოთხრიან, კიდევ გარკვეული პერიოდი თოკებზე კიდებენ, მერე კი, მზა სახით, არაყთან ერთად მიირთმევენ. ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე თხელ პურს აცხობენ, რომელსაც ლჲოივაბრიოზს - laufabrauð უწოდებენ, აქვე მზადდება ”ვულკანური პურიც”. ისლანდიაში ძირითადად ყავას სვამენ. ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ. ლუდი, ღვინო და სხვა სხეობის სპირტიანი სასმელები შედარებით ძვირია: მაგალითად, ლუდის მოზრდილი კათხა 8$ ღირს, პატარა 5$. 1989 წლამდე ისლანდიაში მთელი 75 წლის განმავლობაში ლუდის სმა საერთოდ აკრძალული იყო. ისლანდიური არაყი ბრენივინი კარტოფილისგან მზადდება და ტმინით არის არომატმიცემული. ქვეყანაში ბევრია რესტორნები, სადაც ეროვნულ კერძებთან ერთად, ევროპულ საკვებსაც მიირთმევს მსურველი. რესტორნებში სადილის საშუალო ფასი 20-50 დოლარია. ოფიციანტისთვის ”ფეხის ქირის” მიცემა არ არის რეკომენდებული.

ღრსშესანიშნაობანი

გეიზერების ცნობილი ველი, ეროვნული მუზეუმი, XVIII ს-ის ტაძრები რეიკიავიკსა და ჰოულარში.

საინტერესო ფაქტები

  • რეიკიავიკი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილო დედაქალაქია
  • ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია
  • ისლანდიელებში ქერათმიანთა პროცენტული რაოდენობა უმაღლესია მსოფლიოში, 92%, აქედან 80% ღია ქერაა.
  • ხანდახან ისლანდიას გრენლანდიიდან აისბერგებით მოგზაური თეთრი დათვებიც სტუმრობენ ხოლმე. 2008 წლის მაისში ორი კვირის ინტერვალით ორი დათვი გადმოვიდა კუნძულთან მოახლოებული აისბერგიდან.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA