ბულგარეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის შეცვლა: rw:Bulugariya
ხაზი 308: ხაზი 308:
[[roa-tara:Bulgarie]]
[[roa-tara:Bulgarie]]
[[ru:Болгария]]
[[ru:Болгария]]
[[rw:Buligariya]]
[[rw:Bulugariya]]
[[sa:बुल्गारिया]]
[[sa:बुल्गारिया]]
[[sah:Болгария]]
[[sah:Болгария]]

18:41, 19 იანვარი 2011-ის ვერსია

ბულგარეთის რესპუბლიკა
Република България
Republika Balgariya
ბულგარეთი
ბულგარეთის
დროშა გერბი
დევიზი: Съединението прави силата
ჰიმნი: Мила Родино
ბულგარეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სოფია
42°41′ ჩ. გ. 23°19′ ა. გ. / 42.683° ჩ. გ. 23.317° ა. გ. / 42.683; 23.317
ოფიციალური ენა ბულგარული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი გეორგი პარვანოვი
 -  პრ.-მინისტრი სერგეი სტანიშევი
ფართობი
 -  სულ 110,910 კმ2 (104-ე)
 -  წყალი (%) 0.3
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 7 642 882 (93-ე)
 -  1989 აღწერა 9,009,018 
 -  სიმჭიდროვე 69.3 ად კაცი/კმ2 (124-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $90.186 მილიარდი (63-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $11,800 (65-ე)
აგი (2007) 0.824 (მაღალი) (53-ე)
ვალუტა ლევი (BGN)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) EET (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი BGR
Internet TLD .bg
სატელეფონო კოდი 359

ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България), ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110,994 კვადრატული კილომეტრს და მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპის მთათა სისტემა, ასევე აღსანიშნავია რილას ქედი, აქ მდებარეობს ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობის და ჩამოყალიბების პროცესი. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[1] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა განაპირობა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[2]

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი გახდა კომუნისტური სახელმწიფო და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ბულგარეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: България, Република България.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ეთნონიმ „ბულგარისაგან“. სიტყვა Bulg თურქულ ენაზე „შერეულს“ ნიშნავს.

გეოგრაფია

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუმინეთი, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბია და მონტენეგრო.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Georgi PURVANOV (2002).
  • მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი Sergey Stanishev (2005).
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი და დედაქალაქი.

დემოგრაფია

ეკონომიკა

ისტორია

თურქებისაგან დამოუკიდებელი გახდა 1908 წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა. 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის.

მემკვიდრეობა

  • სოფია - წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;
  • კაზანლაკის და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
  • მადარა ჰორსემანი;
  • ნესებარი - ძველი ქალაქი (V ს.);
  • პირინის ეროვნული პარკი;
  • რილას მონასტერი (XIX ს.);
  • სრებარნას ნაკრძალი;
  • ბაჩკოვო - პეტრიწონის მონასტერი;
  • რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).

ცნობილი ბულგარელები

სქოლიო

  1. Human Resource Development Centre. Bulgaria in the European Union (PDF) გვ. 20. EuroGuidance. ციტატა: „[..] Bulgaria, the cultural center of the medieval Slavs[...]“ ციტირების თარიღი: 2010-04-26.
  2. Crampton, R.J., Bulgaria, 2007, pp.174, Oxford University Press
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA