ჭადარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ r2.6.4) (ბოტის დამატება: ar:دلب |
Movses-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.6.2) (ბოტის დამატება: be:Платан |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[ar:دلب]] |
[[ar:دلب]] |
||
[[be:Платан]] |
|||
[[be-x-old:Плятан]] |
[[be-x-old:Плятан]] |
||
[[bg:Чинар]] |
[[bg:Чинар]] |
19:22, 6 იანვარი 2011-ის ვერსია
ჭადარი (ლათ. Platanus), მცენარეთა გვარი ჭადრისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. სიმაღლე 50 მ, გარშემოწერილობა 18 მ აღწევს. ქერქი მომწვანო-ნაცრისფერია, ღეროს სისქეში ზრდასთან ერთად აშრევდება ხოლმე. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, გრძელყუნწიანი ყვავილები წვრილია, ცალსქესიანი, შეკრებილია მჭიდრო თავაკ ყვავილედად. ნაყოფი კრებადი კაკლუჭაა, მთელი ზამთარი ხეზე რჩება, გაზაფხულზე კი იშლება კაკლუჭებად.
ჭადარი სწრაფად მზარდი ხეა, ცოცხლობს 2000 წლამდე. ლამაზი, მსუბუქი და მაგარი მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო საქმეში.
ჭადრის 10-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ინდოჩინეთამდე. საქართველოში კულტივირებულია 2 სახეობა: აღმოსავლური ჭადარი (P. orientalis) და დასავლური ჭადარი (P. occidentalis), რომლებიც მოშენებულია ბაღ-პარკებსა და ქუჩებში. საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი დგას თელავში, რომლის გარშემოწერილობა 12 მ აღწევს.
ლიტერატურა
- მიქელაძე, ი., ქსე, ტ. 11, გვ. 375. თბ., 1987