ბესიკ ხარანაული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
| სქოლიო = http://www.lib.ge/authors.php?125
| სქოლიო = http://www.lib.ge/authors.php?125
}}
}}
'''ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული''' (დ. [[11 ნოემბერი]], [[1939]], [[თიანეთი]], [[საქართველოს სსრ]]) – [[ქართველი]] მწერალი და პოეტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა [[ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში|ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში]]<ref>[http://armuri1.blogspot.com/2010/12/blog-post_08.html]<ref/>
'''ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული''' (დ. [[11 ნოემბერი]], [[1939]], [[თიანეთი]], [[საქართველოს სსრ]]) – [[ქართველი]] მწერალი და პოეტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა [[ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში|ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში]]<ref>[http://armuri1.blogspot.com/2010/12/blog-post_08.html]</ref>


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

02:01, 1 იანვარი 2011-ის ვერსია

ბესიკ ხარანაული
დაბადების თარიღი 1939, 11 ნოემბერი
დაბადების ადგილი თიანეთი, თიანეთის მუნიციპალიტეტი
საქმიანობა მწერალი, პოეტი
ეროვნება საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდი 1954 –
ჟანრი ეპიკური, ლირიკული, ირონიული
თემატიკა მთისა და კაცისა
მიმდინარეობა რეალიზმი მოდერნიზმის ხერხებით
დებიუტი 1954
Magnum opus "წიგნი ამბა ბესარიონისა"(1992-2002) - ISBN 99940-745-0-4
ჯილდოები რუსთაველის პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, პრემია „საბა“ და გალა
გავლენა მოახდინა
საიტი armuri.georgianforum.com/t55-topic

ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული (დ. 11 ნოემბერი, 1939, თიანეთი, საქართველოს სსრ) – ქართველი მწერალი და პოეტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში[1]

ბიოგრაფია

ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს.

ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

გამოცდილება

  • გამომცემლობა " ლიტერატურა და ხელოვნების" უმცროსი რედაქტორი – 1963–1967 წლები.
  • გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" რედაქტორი – 1967–1972 წლები.
  • ჟურნალ "მნათობის" რედაქციის განყოფილების გამგე, შემდეგ რედაქტორის მოადგილე – 1972–1998 წლები.
  • გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი – 1999 წ.

წიგნები

ქართულად:

  • "ხეიბარი თოჯინა" – 1973 წ.
  • "შუადღის წიგნი" – 1991 წ.
  • "აგონიური" – 1991 წ.
  • "ლექსები, პოემები", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", მხატვარი ლევან ხარანაული, თბ. 1991 წ. – ISBN 5-529-00574-8
  • "მიკარნახე ანგელინა!" – 1995 წ.
  • "წიგნი ამბა ბესარიონისა", გამომცემლობა "არეტე", თბ. 2003 წ. – ISBN 99940-745-0-4
  • "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" – 2005 წ.
  • "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ. 2005 წ. – ISBN 99940-30-50-7
  • "100 ლექსი სერიით: ქართული პოეზია", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. 2007 წ. – ISBN 978-99940-931-5-1
  • "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი", გამომცემლობა "სეზანი", თბ. 2010 წ. – ISBN 978-9941-0-2189-3

ფრანგულად:

ჯილდოები

ნომინაცია

მიღებული

  • რუსთაველის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის პრემია
  • სახელმწიფო პრემია – 1993 წ.
  • ლიტერატურული პრემია "საბა" – 2003 წ.

მრწამსი

"ჩემი ცხოვრების მიზანი, პრინციპი და კრედო არის, თუ მისხლისოდენად მაინც შევძელი, გულმოწყალება. ესაა, რაც მომწონს ადამიანშიც და სამყაროშიც" – ბესიკ ხარანაული.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. [1]