კვერცხობი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კვერცხობი''' – ნასოფლარი მდინარე ჭერათხევის მარცხენა ნაპ...
(განსხვავება არ არის)

14:02, 31 დეკემბერი 2010-ის ვერსია

კვერცხობი – ნასოფლარი მდინარე ჭერათხევის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ნაბახტევის ჩრდილოეთით. ნასოფლარი მოხსენიებულია რამდენიმე ისტორიულ წყაროში, როდესაც IX საუკუნის შუა წლებში არაბთა დამსჯელი ლაშქარი ბუღა თურქის მეთაურობით ქართლში დათარეშობდა

ვიკიციტატა
„„და თევდოსი, მეფე აფხაზთა გამოვიდა წინააღმდგომად მისა, და დადგა კვერცხობს, ხოლო ბუღა, ვითრცნა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳისი, და ბაგრატ ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყა სიმრავლე ურიცხჳ და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დასავლისასა“[1]

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ეს დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყოქართლში, მაგრამ მან მისი ადგილმდებარეობის გარკვევა ვერ შეძლო.[2]

კუერცხობი XVII საუკუნის ბოლოდან მარტიროზიშვილების სამფლობელო ყოფილა. 1685 წელს გიორგი XI შანშეან მარტიროზიშვილს, სამეფო კარის მდივანს და მის შვილებს უბრუნებს თავის კუთვნილ მიწებს

ვიკიციტატა
„„შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი... კვერცხობითა“.[3]

კუერცხობზე მეტი ისტორიული მასალა აღარ მოიპოვება. ამჟამად ნასოფლარის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია კვერცხობის ეკლესია.

ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955 წ.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1965 წ.
  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ.

სქოლიო

  1. ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955, გვ. 256
  2. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1965 წ. გვ. 39
  3. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ., გვ, 228