პეტრეს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ წაიშალა კატეგორია საქართველოს ციხესიმაგრეები; კატე |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
*''ბერძენიშვილი დ''., [[ქსე]], ტ. 8, გვ. 46, თბ., 1984 |
*''ბერძენიშვილი დ''., [[ქსე]], ტ. 8, გვ. 46, თბ., 1984 |
||
⚫ | |||
[[კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]] |
[[კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]] |
||
⚫ |
18:54, 17 დეკემბერი 2010-ის ვერსია
პეტრეს ციხე, შუა საუკუნეების სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე.
პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიულ სოფლების ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას.
XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.
ლიტერატურა
- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957;
- ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 8, გვ. 46, თბ., 1984