დიდი დეპრესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fy:Grutte Depresje
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
::<small>''მოცემული სტატია 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეხება.''</small>
::<small>''მოცემული სტატია 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეხება.''</small>
[[სურათი:1929 wall street crash graph.svg|right|thumb|upright=1.4|[[დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი|დოუ ჯონსის ინდექსი]], ([[1928]]-[[1930]])]]

'''დიდი დეპრესია''' იყო მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა [[1929]] წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც [[მშპ|მთლიანი ეროვნული პროდუქტის]], ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა უკვე [[1933]] წელს, თუმცა მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური [[ერთობლივი შიდა პროდუქტი|ერთობლივი შიდა პროდუქტის]] 1929 წლის დონემზე აყვანა.

10:11, 4 დეკემბერი 2010-ის ვერსია

მოცემული სტატია 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეხება.
დოუ ჯონსის ინდექსი, (1928-1930)

დიდი დეპრესია იყო მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა უკვე 1933 წელს, თუმცა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წლის დონემზე აყვანა.

სახელწოდება "დიდი დეპრესია" ამ მოვლენისთვის დარქმეულ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ ეს იყო ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბული ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში, და რომ მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო მთელ ინდუსტრიულ მსოფლიოსა და მათი სავაჭრო პარტნიორებისთვის განვითარებად ქვეყნებში.

ტერმინი "დიდი დეპრესია" მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად "დეპრესიას" უწოდებენ, და პოლიტიკურ გამოძახილს ამ ეკონომიკური მოვლენებისადმი.

დიდი დეპრესიის მიზეზები

ეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერები დიდი დეპრესიის მიზეზთა მრავალ თეორიას ასახელებენ. ამგვარად ის ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად შესწავლილ მოვლენად რჩება დღემდე. საერთო მოსაზრებით დიდი დეპრესიის მიზეზი ძირითადად მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.

ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიები ყურადღებას ამახვილებს წარმოებას, მოხმარებასა და კრედიტს შორის ურთიერთობაზე მაკროეკონომიკის განხრით, და პირად ინცენტივებსა და მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე მიკროეკონომიკის განხრით. ეს თეორიები ცდილობს დააწყოს მოვლენათა ქრონოლოგია ისე, რომ გაირკვეს რამ გამოიწვია ინდუსტრიული სამყაროს მონეტარული სისტემისა და მათი სავაჭრო ურთიერთობების ჩავარდნა. მათგან განსხვავებით მარქსისტული ეკონომიკის თეორია ყურადღებას ამახვილებს ურთიერთობაზე წარმოების კონტროლსა და სიმდიდრის კონცენტრაციას შორის. მარქსისტებისთვის დიდი დეპრესია გარდუვალია კაპიტალიზმისთვის და ეს მოვლენა საკვირველი არ უნდა იყოს.

ბოლო დროს, ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ საფონდო ბაზრის კრახი 1929 წელს არ ყოფილა დიდი დეპრესიის პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და მოვლენების დრამატულ განვითარებამდე მიგვიყვანა. იმდროინდელი ეკონომიკური მონაცემების სტატისტიკის შესწავლით ნათელი ხდება დეპრესიის უფრო ღრმა მიზეზები, რომელსაც ასევე თან სდევდა ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა. დღეისთვის, ყველაზე მიღებულია პეტრე ტემინის თეორია: დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო.