ფუკოს ქანქარა (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფუკოს ქანქარა''' (Il pendolo di Foucault) - იტალიელი [[მწერალი|მწ...
(განსხვავება არ არის)

20:04, 3 დეკემბერი 2010-ის ვერსია

ფუკოს ქანქარა (Il pendolo di Foucault) - იტალიელი მწერლის და ფილოსოფოსის, უმბერტო ეკოს რომანი, რომელიც ირველად 1988 წელს დაიბეჭდა. რომანი მრავალ მითითებას იძლევა ეზოთერული, კაბალისტიკური, ალქიმიური და შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებულ ინფორმაცის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კრიტიკოსმა ენტონი ბერგესმა განაცხადა, რომ რომანს ანბანური საძიებელიც კი სჭირდება. წიგნის სათაური აღებულია ფრანგი ფიზიკოსის ლეონ ფუკოს მიერ გამოგონილი ფუკოს ქანქარიდან. ფუკოს ქანქარა დედამიწის როტაციას აჩვენებს, რასაც ეკოს ნოველაში დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთის აზრით, წიგნის სათაური ფილოსოფოს მიშელ ფუკოზე მიანიშნებს, თუმცა თავად ეკო "განსაკუთრებით უარყოფს მიშელ ფუკოზე განზრახ მინიშნებას."