ედგარ ალან პო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
1343412 ცვლილების გაუქმება Taro-Gabunia-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 118: ხაზი 118:


=== მოთხრობები ===
=== მოთხრობები ===
* "'''Berenice'''" (ბერენისე)- მოკლე „გოთური" საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები. პირველად გამოქვეყნდა "the Southern Literary Messenger" 1835 წლის მარტში.
* '''Berenice''' (ბერენისე)- მოკლე „გოთური" საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები. პირველად გამოქვეყნდა "the Southern Literary Messenger" 1835 წლის მარტში.
* "'''The Black Cat'''" (შავი კატა)- გამოქვეყნდა 1843 წლის 9 აგვისტოს, "The Saturday Evening Post" შემდგომში ცნობილი გაზეთი როგორც, "The United States Saturday Post".
* '''The Black Cat''' (შავი კატა)- გამოქვეყნდა 1843 წლის 9 აგვისტოს, "The Saturday Evening Post" შემდგომში ცნობილი გაზეთი როგორც, "The United States Saturday Post".
* "'''The Cask of Amontillado'''" (ამონტილადოს კასრი)
* '''The Cask of Amontillado''' (ამონტილადოს კასრი)
* "'''The Fall of the House of Usher'''" (აშერთა სახლის დაცემა )- გამოქვეყნდა 1939 წლის სექტემბერში, ჟურნალ "Burton’s Gentleman".
* '''The Fall of the House of Usher''' (აშერთა სახლის დაცემა )- გამოქვეყნდა 1939 წლის სექტემბერში, ჟურნალ "Burton’s Gentleman".
* "'''The Gold-Bug'''"(ოქროს ხოჭო)- გამოქვეყნდა 1843 წლის ივნისში,გაზეთში "თhe Philadelphia Dollar Newspaper". პომ გაიმარჯვა გაზეთის კონკურში და მიიღო პრიზი $100აშშ.
* '''The Gold-Bug'''(ოქროს ხოჭო)- გამოქვეყნდა 1843 წლის ივნისში,გაზეთში "თhe Philadelphia Dollar Newspaper". პომ გაიმარჯვა გაზეთის კონკურში და მიიღო პრიზი $100აშშ.
* "'''Hop-Frog'''" (ჰოპ-პროგი)- გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში "Flag of Our Union", 1849, ბალტიმორი, მასაჩუსეთი.
* '''Hop-Frog'''(ჰოპ-პროგი)- გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში "Flag of Our Union", 1849, ბალტიმორი, მასაჩუსეთი.
* "'''Ligeia'''" (ლიგეა) პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში "The Baltimore American Museum", 1938 წლის 18 სექტემბერს.
* '''Ligeia''' (ლიგეა) პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში "The Baltimore American Museum", 1938 წლის 18 სექტემბერს.
* "'''The Man of the Crowd'''" (ადამიანი-ბრბო)- გამოქვეყნდა 1940 წლის დეკემბერში, ჟურნალში: "Atkinson's Casket and Burton's Gentleman's Magazine".
* '''The Man of the Crowd''' (ადამიანი-ბრბო)- გამოქვეყნდა 1940 წლის დეკემბერში, ჟურნალში: "Atkinson's Casket and Burton's Gentleman's Magazine".
* "'''The Masque of the Red Death'''“ (წითელი სიკვდილის ნიღაბი)- გამოქვეყნდა 1942 წელს, ჟურნალში "Graham’s Magazine"
* '''The Masque of the Red Death'''“ (წითელი სიკვდილის ნიღაბი)- გამოქვეყნდა 1942 წელს, ჟურნალში "Graham’s Magazine"
* "'''The Murders in the Rue Morgue'''“ (მკვლელები რუ მორგის ქუჩიდან), დეტექტიური ჟანრი, გამოქვეყნდა 1841 წლის აპრილში.
* '''The Murders in the Rue Morgue'''“ (მკვლელები რუ მორგის ქუჩიდან), დეტექტიური ჟანრი, გამოქვეყნდა 1841 წლის აპრილში.
* "'''The Pit and the Pendulum'''“ (დილეგი და ქანქარა) პომ დაასრულა მოთხრობაზე მუშაობა 1982 წელს და გამოიცა მომდევნო წელს
* '''The Pit and the Pendulum'''“ (დილეგი და ქანქარა) პომ დაასრულა მოთხრობაზე მუშაობა 1982 წელს და გამოიცა მომდევნო წელს
* "'''The Purloined Letter'''“ (მოპარული წერილი) - გამოქვეყნდა 1845 წელს "The Gift".
* '''The Purloined Letter'''“ (მოპარული წერილი) - გამოქვეყნდა 1845 წელს "The Gift".
* "'''The Tell-Tale Heart'''“ (მოსაუბრე გული) - გამოქვეყნდა 1843 წლის ზამთარში,ბოსტონის ჟურნალში "The Pioneer"(პიონერი)
* '''The Tell-Tale Heart'''“ (მოსაუბრე გული) - გამოქვეყნდა 1843 წლის ზამთარში,ბოსტონის ჟურნალში "The Pioneer"(პიონერი)
* "'''The Oblong Box'''“ (მოგრძო ყუთი)- გამოქვეყნდა 1944 წლის 28 აგვისტოს გაზეთში "The Dollar Newspaper in Philadelphia
* '''The Oblong Box'''“ (მოგრძო ყუთი)- გამოქვეყნდა 1944 წლის 28 აგვისტოს გაზეთში "The Dollar Newspaper in Philadelphia
* "'''The Premature Burial'''“(ცოცხლად დამარხული) - მოკლე ესსეა; საშინელებათა ჟანრი; გამოქვეყნდა 1944 წლის 31 ივლისს "The Philadelphia Dollar Newspaper( გაზეთი ფილადეფია დოლარი)
* '''The Premature Burial'''“(ცოცხლად დამარხული) - მოკლე ესსეა; საშინელებათა ჟანრი; გამოქვეყნდა 1944 წლის 31 ივლისს "The Philadelphia Dollar Newspaper( გაზეთი ფილადეფია დოლარი)
* "'''The Oval Portrait'''“ (ოვალური პორტრეტი) - გამოქვეყნდა 1845 წლის 26 აპრილის "The Broadway Journal"ის გამოცემაში.
* '''The Oval Portrait'''“ (ოვალური პორტრეტი) - გამოქვეყნდა 1845 წლის 26 აპრილის "The Broadway Journal"ის გამოცემაში.
{{col-2}}
{{col-2}}



13:21, 2 დეკემბერი 2010-ის ვერსია

ედგარ ალან პო
Edgar Allan Poe
ინგლ. Edgar Allan Poe
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1809
დაბადების ადგილი ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი, 1849
გარდაცვალების ადგილი ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
დასაფლავებულია Westminster Hall and Burying Ground
ფსევდონიმი Edgar A. Perry[1]
საქმიანობა პოეტი, მოკლე ამბების მწერალი, რედაქტორი, ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ვირჯინიის უნივერსიტეტი და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია
პერიოდი 1900[2]
ჟანრი კრიმინალური, დეტექტივი, საშინელება
მიმდინარეობა რომანტიზმი
Magnum opus შავი კატა, მთხრებლი და ქანქარა, მკვლელობა მორგის ქუჩაზე, ოვალური პორტრეტი, გული-გამთქმელი, ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი, ყორანი, ნაპარავი წერილი, ოქროს ხოჭო, აშერების სახლის დაცემა და უილიამ უილსონი
მეუღლე ვირჯინია ელიზა კლემ პო
ხელმოწერა

ედგარ ალან პო (ინგლ. Edgar Allan Poe) (დ. 19 იანვარი, 1809, ბოსტონი ― გ. 7 ოქტომბერი, 1849, ბალტიმორი) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიკული მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერი. განთქმული მისი მაკაბრით (საშინელებათა ისტორიები), პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია და ასევე მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მასვე მიაწერენ იმჟამად ჩასახული მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის გავრცელებასა და განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს[3]. ის იყო პირველი ამერიკელი მწერალი, რომელმაც სცადა მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი.[4]

დაიბადა ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსი, დაბადების სახელი - ედგარ პო. ახალგაზრდა დაობლდა, როდესაც მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ დედა გარდაეცვალა. პო აიყვანეს ჯონ და ფრენცის ალანებმა, რიჩმონდიდან, ვირჯინია, თუმცა ოფიციალურად არასდროს უშვილებიათ. ჩააბარა ვირჯინიის უნივერსიტეტში, რომელიც უსახსრობის გამო ერთ სემესტრში მიატოვა. ნებაყოფლობით წავიდა არმიაში, თუმცა წარუმატებლად დასრულდა მისი კურსანტობა ვესთ ფოინთში, რის შემდეგაც მისი და ალანების გზები გაიყო. საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო გამოქვეყნება, ანონიმური პოემების მცირე კრებულით - „თემურლენგი და სხვა პოემები“ (1827), გამოქვეყნდა „ბოსტონელის“ ფსევდონიმით.

შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამოდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა, პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორში, ფილადელფია, და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა „ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება. ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის „The Penn“ გამოშვებას (გადაერქვა „The Stylus“), თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში; მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს ... [5].

პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ–სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ–კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებში და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ–მუზეუმადაა ქცეული.

ცხოვრება და კარიერა

ცხოვრების ადრეული წლები

ეს წარწერა აღნიშნავს პოს დაბადების ადგილის მიახლოებულ მდებარეობას.

ედგარ ალან პო დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსში, 1809 წლის 19 იანვარს, მეორე შვილი მსახიობების ელიზაბეტ არნოლდ ჰოპკინს პოს და დავიდ პო უცმროსის. ყავდა უფროსი ძმა, უილიამ ჰენრი ლეონარდ პო და უმცროსი და როზალი პო.[6] მამამისმა ოჯახი 1810 წელს[7] მიატოვა, ხოლო დედა 1 წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა. პო ჯონ ალანთან წაიყვანეს — წარმატებული შოტლანდიელი მევაჭრის ოჯახში, რიჩმონდში, ვირჯინიაში, რომელიც სხვადასხვა სახის საქონელს ყიდდა, მათ შორის თამბაქოს, ტანსაცმელს, მარცვლეულს, საფლავის ქვებს და მონებს.[8] ალანის ოჯახი პოს გამზრდელ ოჯახად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალურად არასოდეს უშვილებიათ იგი,[9] მიუხედავად იმისა რომ სახელი „ედგარ ალან პო“ მათ მიცეს.[10]

ალანების ოჯახმა პო 1812 წელს ეპისკოპალის ეკლესიაში მონათლეს. ჯო ალანი აგრესიულად ზრდიდა თავის შვილობილს. 1815 წელს ალანების ოჯახი, პოს და ჯონის მეუღლის ფრანს ვალენტინ ალანის შემადგენლობით გადასახლდა ინგლისში. 1815 წელს პო მიაბარეს გრამატიკის სკოლაში ირვინში, შოტლანდიაში, (სადაც ჯონ ალანი იყო დაბადებული[10]) სადაც მან მხოლოდ ერთი წელი ისწავლა, ვიდრე კვლავ შეუერთდებოდა თავის ოჯახს 1816 წელს ლონდონში. 1817 წლამდე პო სწავობდა ადგილობრივ კერძო სკოლაში ჩელსიში 1817 წლამდე. მოგვიანებით პო გადაიყვანეს პატივცემული ჯონ ბრანსბის სამამულო სკოლაში, რომელიც სტროუკ ნიუინგტონში მდებარეობდა. იმავე წელს სკოლა გადატანილ იქნა ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში.[11] 6 კილომეტრის (4 მილი) დაშორებით.

პო ალანებთან, რიჩმონდში 1820 წელს დაბრუნდა. 1825 წელს ალანის მეგობარი და ბიზნესმენი უილიამ გალტი, ყველაზე მდიდარი კაცი რიჩმონდში, გარდაიცვალა და ალანს დაუტოვა მამულის რამდენიმე აკრი. ქონება შეფასებული იყო 750 000 დოლარად. 1825 წლის ზაფხულში, ალანმა შეისყიდა ორსართულიანი აგურის სახლი სახელწოდებით მოლდავია[12]. სავარაუდოა რომ პო დაინიშნა სარა ელმირა როისტარზე, ვიდრე ის დარეგისტრირდებოდა ვირჯინიის უნივერსიტეტში 1826 წლის თებერვალში, რომელიც იმ დროისათვის მხოლოდ ერთი წლის დაარსებული იყო, ენების სასწავლად[13]. უნივერსიტეტი ადრეულ ჩამოყალიბების სტადიაში შეიქმნა მისი დამფუძნებლის თომას ჯეფერსონის იდეალებზე. იქ მკაცრი წესები იყო აზარტული თამაშების, ცხენების, იარაღების, თამბაქოს და ალკოჰოლის გამოყენების წინააღმდეგ, თუმცა-ღა ეს წესები უგულებელყოფილი იყო სტუდენტების მიერ. ჯეფერსონმა შეიმუშავა სტუდენტების თვითმმართველობის სისტემა, ე.წ. "კეთილშობილების სისტემა", რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა თვითონ აერჩიათ სწავლება, და ეცნობებინათ ფაკულტეტზე მომხდარი არაადეკვატური საქციელის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის. ეს ახალი უნიკალური სისტემა ჯერ კიდევ ქაოსური და ნორმიდან ამოვარდნილი იყო.[14] უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, პომ გაწყვიტა ურთიერთობა როისტერთან და აგრეთვე ჩამოშორდა თავის აღმზრდელ მამას, რომელთანაც კამათი მოუვიდა აზარტული თამაშების გამო. პო ირწმუნებოდა რომ ალანმა იგი არ უზრუნველყო ფინანსურად, რათა მას შეძლებოდა დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველ კლასში და ასევე შეეძინა აუცილებელი ნივთები საცხოვრებელი სახლის გასაწყობად. ალანმა მას გაუგზავნა დამატებითი ფული და ტანსაცმელი, მაგრამ პოს ხარჯები იზრდებოდა[15]. ერთი წლის შემდეგ პომ თავი მიანება სწავლა-განათლებას უნივერსიტეტში, ვინაიდან იგი თავს მიუღებლად გრძნობდა რიჩმონდში, განსაკუთრებით მას შემდეგ როდესაც შეიტყო რომ მისი მიჯნური როისტარი ცოლად გაჰყვა ალექსანდერ შელტონს. 1827 წლის აპრილიდან პო გადავიდა ბოსტონში, სადაც შემთხვევით იპოვა სამუშაო, - ჯერ მოხელე-მდივნად და შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში ლიტერატურული სტატიების მწერლად, რომელიც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახდა.[16] პოს ლიტერატურული სტატიები თავდაპირველად გამოდიოდა ჰენრი ლე რენეტის ფსევდონიმით[17].

სამხედრო კარიერა

ბოსტონის ფორტ ინდეპენდენსი, სადაც პო არმიასთან ერთად განლაგდა

ვინაიდან პოსთვის შეუძლებელი გახდა თავის რჩენა, 1827 წლის 27 მაისს იგი ჩაირიცხა შეერთებული შტატების არმიაში რიგითად. მან გამოიყენა სახელი „ედგარ ა. პერი“ და ირწმუნებოდა რომ იყო 22 წლის, მიუხედავად იმისა რომ იგი მაშინ 18-ის იყო.[18] თავდაპირველად იგი მსახურობდა ფორტ ინდეპენდენსში, ბოსტონში, თვეში 5 დოლარად.[16] იმავე წელს მან გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, 40 გვერდიანი პოეზია, „თემერლეინი და სხვა პოემები“, წარწერით „ბოსტონელისგან“. კრებული მხოლოდ 50 ეგზემპლარად დაიბეჭდა და არანაირი ყურადღება არ ერგო საზოგადოებისაგან.[19] პოს პოლკი გადაგზავნეს ფორტ მოულტრიში, ჩარლსტონში, სამხრეთი კაროლინა და გემით უოლჰემში 1827 წლის 8 ნოემბერს. პო დააწინაურეს, ის გახდა „ტექნიკოსი“, და შეუერთდა კომპანიას რომელიც ამზადებდა ჭურვებს არტილერიისთვის, დაწინაურებასთან ერთად მისი შემოსავალიც გაორმაგდა.[20] შემდეგი ორი წელი თავგამოდებული მსახურობის შედეგად პომ მიაღწია არტილერიის უფროსი სერჟანტის რანგს (უმაღლესი რანგი რომელიც შეიძლება უპატენტო ოფიცერმა მიიღოს), პომ გადაწყვიტა თავისი 5 წლიანი ნებაყოფლობითი და ანონიმური მსახურობა ჯარში დაესრულებინა. მან თავისი ნამდვილი სახელი და წარმომავლობაა გაუმხილა თავის კომანდორ ოფიცერს, - ლეიტენანტ ჰოვარდს. ჰოვარდი პოს შეპირდა რომ იგი იმ შემთხვევაში იქნებოდა დემობილიზებული, თუ იგი მიწერდა ახსნა-განმარტებით წერილს გულნატკენ ჯონ ალანს. რამდენიმე თვემ უშედეგოდ ჩაიარა, საპასუხო პატიების წერილი ალანის მიერ იგვიანებდა. ალანმა პოს მისი აღმზრდელი დედა ავადმყოფობის შესახებაც კი არ შეატყობინა. ფრანცეს ალანი გარდაიცვალა 1829 წლის 28 თებერვალს. პო ოჯახში მხოლოდ დასაფლავების მეორე დღეს ჩავიდა. ალბათ ცოლის გარდაცვალების გამო, ჯონ ალანი დათანხმდა პოს დახმარებოდა დემობილიზირებაში იმ პირობით, თუ ის შემდგომ კარიერას გააგრძელებდა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.[21]

1829 წლის 15 აპრილს პო დემობილიზებული იქნა, მას შემდეგ რაც მან შეძლო შემცვლელი ეპოვა.[22] სანამ პო ვესტ პოინტში შევიდოდა, იგი დაბრუნდა ბალტიმორში გარკვეული დროით, რათა დარჩენილიყო თავის ქვრივ დეიდა მარი კლემთან, მის შვილთან ვირჯინია ელიზა კლემთან (პოს პირდაპირი ბიძაშვილი), მის ძმა ჰენრისთან და ინვალიდ ბებია ეილზაბეტ ქეირნეს პოსთან .[23] ამავე დროს პომ გამოაქვეყნა თავისი მეორე წიგნი სახელწოდებით „ალ არააფი, ტეიმერლაინი და არასრული პოემები“, 1829 წელს ბალტიმორში.

პო უიესტ პოინტში წავიდა და იქ ჩაირიცხა, როგორც კადეტი 1830 წლის 1 ივლისს.[24] 1830 წლის ოქტომბერს, ჯონ ალანმა მეორე ცოლი მოიყვანა, ლუიზა პატერსონი.[25] ქორწინებამ, და ასევე დაუსრულებელმა კამათმა პოსთან ბავშვების გამო, რომლებიც ალანს ქორწინების გარეშე შეეძინა, იგი საბოლოოდ მიიყვანა გადაწვეტილებამდე რომ უარი ეთქვა პოზე.[26] პომ გადაწყვიტა შეგნებულად დაეტოვებინა ვესტ პოინტი, რამაც იგი სამხედრო სასამართლომდე მიიყვანა. პო ფაქტობრივად არ ცნეს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა რომ იგი დამნაშავე იყო.

1831 წლის თებერვალში მან ნიუ-იორკი დატოვა და გამოუშვა მესამე ტომეული პოემებისა, რომელსაც უბრალოდ დაარქვა „პოემები“. წიგნი დაფინანსებული იყო მისი მეგობარი კადეტელების მიერ ვესტ პოინტიდან, რომელთა უმრავლესობამ 75 ცენტი შეწირა და ჯამში 170$ გამოვიდა. ისინი ელოდნენ რომ ახალი გამოცემა, მსგავსად წინამორბედისა, კომანდ ოფიცრებზე იქნებოდა დაწერილი. დაბეჭდილი ელამ ბლისის მიერ ნიუ-იორკში, წიგნი გამოვიდა იარლიყით „მეორე გამოშვება“ და მასში იყო გვერდი რომელზეც ეწერა „ეძღვნება პატივისცემით აშშ-ის კორპუსს და კადეტს“. წიგნში კვლავ იყო დაბეჭდილი პოემები „ტეიმერლაინი“, „ალ არააფი“ და აგრეთვე ექვსი მანამდე გამოუცემელი პოემა, წიგნში იყო ადრეგამოცემული პოემები „ელენს!“, „იზრაფელი“ და „ქალაქი ზღვაში“-ის.[27] 1831 წლის მარტში პო კვლავ დაბრუნდა თავის დეიდასთან, ძმასთან და ბიძაშვილთან. მისი უფროსი ძმა ჰენრი, რომელიც ავად იყო, სმასთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა 1831 წლის 1 აგვისტოს.[28]

გამომცემლის კარიერა

პო დაქორწინდა 13-წლის ბიძაშვილზე

ძმის გარდაცვალების შემდეგ, პომ სერიოზულად დაიწყო ფიქრი მწერლის კარიერაზე. ეს პერიოდი საკმაოდ რთული იყო ახალბედა მწერლებისათვის.[29] პო განეკუთვნება ისეთი კატეგორიას ამერიკელ მწერლებს რომლებიც ცდილობდნენ მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედების საზღაურით ეარსებათ [4] ფ თუმცა კი საერთაშორისო საავტორო უფლებების დაცვის არარსებობის გამო დიდ პრობლემებს და წინააღმდებობას აწყდებოდნენ .[30] გამომცემლები ხშირად ბრიტანული თხზულებების პირატულ კოპიებს აქვეყნებდნენ, ვინაიდან არ სურდათ ადგილობრივი ამერიკელი მწერლების მიერ შექმნილ ახალ ნაწარმოებებში გადაეხადად შედარებით მეტი საფასური. წარმოება აგრეთვე ძალიან იყო დაზარალებული 1837 წლის პანიკის გამო.[31] მიუხედავად სწრაფი ზრდისა ამერიკის პერიოდულობაში, გამომცემლები ხშირად არ უხდიდნენ თავიანთ მწერლებს,[32] ან უფრო ნაკლებს უხდიდნენ ვიდრე პირდებოდნენ. პო, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა მიეღწია წარმატებული სალიტერატურო კარიერისთვის, იძულებული იქნება მომავალში დამამცირებელი საქმეები გააკეთოს ფულის გამო და სხვა დახმარებები, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.[33]

პოეზიაში ადრინდელი მცდელობის შემდეგ, პომ ამჯერად ყურადღება პროზისკენ მიაბრუნა. მან რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ფილადელფიის გამომცემლობაში და დაიწყო მუშაობა თავის ერთად-ერთ დრამაზე პოლიტიანე (ინგლ "Politian“). 1833 წლის ოქტომბერში, სეთერდეი ვიზიტორმა (ინგლ "Saturday Visitor") — ბალტიმორის გაზეთმა, პო დააჯილდოვა პრიზით მისი მოკლე თხზულების „MS. Found in a Bottle“-ის გამოქვეყნებისათვის.[34] თხზულებამ ჯონ პ. კენედის ყურადღება მიიპყრო, რის შემდგომ მან პო წარუდგინა ტომას უაიტს, რიჩმონდშიб სალიტერატურო ჟურნალ "საუთერნ ლითერარი მესენჯერ"-ის(ინგლSouthern Literary Messenger)გამომცემელს და გამოაქვეყნებინა მას რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები. პო რედაქტორის ასისტენტი გახდა 1835 წლის აგვისტოში,[35] თუმცა რამდენიმე კვირაში იგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ვინაიდან ხშირად იმყოდებოდა არაფხიზელ მდომარეობაში.[36] ბალტიმორში დაბრუნების შემდეგ, პომ ჩუმად იქორწინა ვირჯინიაზე, მის ბიძაშვილზე 1835 წლის 22 სექტემბერს. იმ დროს ვირჯინია 13 წლის იყო, თუმცა კი ქორწინების მოწმობა აჩვენებს რომ ვირჯინია დარეგისტრირდა როგორც 21 წლის .[37] მას შემდეგ რაც პო შეპირდა უაიტს რომ იგი სამაგალითოდ მოიქცეოდა, იგი დაბრუნდა რიჩმონდში, ვირჯინიასთან და მის დედასთან ერთად. იგი მესენჯერში 1837 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ჟურნალის გამომცემლობა 700 ეგზემპლარიდან 3,500 მდე გაიზარდა.[6] მან გამოაქვეყნა რამდენიმე პოემა, რეცენზია სხვადასხსვა წიგნების შესახებ , კრიტიკული ნარკვევები და მოკლე თხზულებები. 1836 წლის 16 მაისს, მას მეორე საქორწინო ცერემონია ქონდა ვირჯინია კლემთან, ამჯერად საჯაროდ.[38]

1838 წელს გამოქვეყნდა პოს ერთადერთი ნოველა "არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი" (ინგლThe Narrative of Arthur Gordon Pym) რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომდევნო წლის ზაფხულიდან, პო ჟურნალ "ბარტონ'ს ჯენტლმენის" (ინგლ Burton’s Gentleman )-ის რედაქტორის ასისტენტი გახდა. საუტერნ ლიტერარი მესენჯერ-ში მოღვაწეობისას, პომ მან გამოაქვეყნა მრავალი სტატია, მოთხრობა და რეცენზია, და ამავე დროს საფუძველი ჩაუყარა კრიტიკულ ჟანრს. აგრეთვე 1839 წელს, დაიბეჭდა გროტესკი და არაბესკი (ინგლTales of the Grotesque and Arabesque), - მოთხრობების კრებული ორ ნაწილად, და მცირე შემოსავალი მოუტანა პოს.[39] ერთი წლის შემდეგ პომ ბარტონი მიატოვა და გამომცემლობა "გრაჰამ'-ში (ინგლ Graham ) ასისტენტის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.[40]

1840 წლის ივნისში, პომ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც იუწყებოდა რომ მას დასახული ჰქონდა მიზნად საკუთარი ჟურნალის გამოცემა სათაურით "სტაილუს" (ინგლ„The Stylus“ ).[41] თუმცა ჟურნალის სათაური პირვანდელი გადაწყვეტილებით „ფენ" (ინგლ„The Penn“ ) უნდა ყოფილიკო. ჟურნალი გამოიცემოდა ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. 1840 წლის 6 ივნისს გამოცემულ სეთერდეი ივნინგ პოსტის (ინგლ "Saturday Evening Post" ) ნომერში, პომ გამოაქვეყნა სტატია რომელიც იუწყებოდა: „პერსპექტივაშია ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალის - "ფენ" - გამოცემა, რედაქტორი და გამომცემელი ედგარ ა. პო, ჟურნალი გამოიცემა ფილადეფიაში“.[42] სამწუხაროდ ჟურნალი პოს გარდაცვალებამდე არ გამოსულა. ამ პერიოდში, პო ცდილობდა გაემყარებინა თავისი პოზიცია ტაილერის ადმინისტრაციაში, ირწმუნებოდა რა რომ იგი იყო ვიგ პარტიის (ინგლ„Whig Party“) წევრი.[43] მას იმედი ჰქონდა რომ დანიშნავდნენ ქასთომ ჰაუსში (ინგლ„„Custom House“), პოს მეგობრის ფრედერიკ ტომასის პროტექციით, რომელიც თავის მხრივ , პრეზიდენტი ჯონ ტაილერის შვილის რობერტ ტაილერის ახლო მეგობარი იყო.[44][45] პო არ გამოცხადდა ტომასთან შეხვედრაზე 1842 წლის სექტემბერში, განაცხადა რა რომ იგი იყო ავად, თუმცა ტომასი ვარაუდობდა რომ მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სიმთვრალე შეიძება ყოფილიყო.[46] მიუხედავად იმისა რომ მისთვის დანიშნული იყო გასაუბრება სავარაუდო სამსახურზე, ყველა სამუშაო პოზიცია სხვების მიერ უკვე შევსებული იყო .[47]

1842 წლის იანვარში, საღამოხანს, ვირჯინიამ სიმღერის დროს, გამოავლინა ჭლექის ა.წ.ტუბერკულიოზი დაწყებითი სიმპტომები. პომ ეს მოვლენა აღწერა როგორც ყელში სისხლ-ძარღვის გაწყვეტა.[48] მკურნალობის შედეგად ვირჯინია მხოლოდ ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა.

კოტეჯი ბრონქსში, სადაც პომ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები

ვირჯინიას ავადმყოფობის გამო პომ უფრო და უფრო მოუხშირა სმას . მან მიატოვა გრაჰამი და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურაში. იგი დაბრუნდა ნიუ იორკში, სადაც ჟურნალ ივნინგ მირორ-ში (ინგლ„Evening Mirror" ) დაიწყო მუშაობა, ვიდრე იგი გახდებოდა ჟურნალ „ბროდვეი“ (ინგლ„ Broadway" ) რედაქტორი და მოგვიანებით მფლობელი .[49] მან ჩამოიშორა სხვა მწერლები, საზოგადოდ დასდო რა ბრალდება ჰენრი უოდსვორთ ლონგფელოუს პლაგიატში, თუმცა, ლონგფელოუ მას არასდროს გამოხმაურებია.[50] 1845 წლის 29 იანვარს, მისი პოემა: ყორანი (ინგლ" The Raven"), გამოქვეყნდაივნინგ მირორ-ში, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა.[51] მიუხედავად იმისა რომ პო საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი საზღაური ნაწარმოების გამოქვეყნებისათვის იყო 9$ დოლარი.[52]

1846 წელს ჟურნალი ბროდვეი ჟურნალი დაიხურა.[49] პო გადავიდა საცხოვრებლად კ ბრონქსში, კერძოდ, ფორდჰამში, ნიუ იორკის შტატში. ეს სახლი დღესდღეობით ცნობილია როგორც „პოს კოტეჯი“ რომელიც მდებარეობს გრანდ კონკურსის და კინგსბრიჯის ქუჩების გადაკვეთაზე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ვირჯინია იმ სახლში გარდაიცვალა 1847 წლის 30 იანვარს.[53] ბიოგრაფები და კრიტიკოსები ვარაუდობენ რომ პოს ნაწარმოების "ლამაზი ქალის სიკვდილი" ( ინგლ „death of a beautiful woman“ ) მთავარი თემა წარმოიშვა მის ცხოვრებაში მუდმივად ქალების კარგვის გამო, რომელთა შორის ვირჯინიას გარდაცვალება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.[54]

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პოს ცხოვრება მნიშვნელოვნად აირია. პო დაუახლოვდა პოეტ სარა ელენ ვითმანს, რომელიც ცხოვრობდა პროვიდენსში, როდ აილენდის შტატში. მათი ნიშნობა ჩაიშალა, პოს გამუდმებული სმის და არაეთიკური ქცევის გამო. არის ვარაუდი რომ ვითმანის დედა ჩაერია და ხელუ შეუშალა მათ ქორწინებას.[55] იმედგაცრუებული პო დაბრუნდა რიჩმონდში და აღადგინა ურთიერთობა ბავშვობის მეგობართან და გულისწორთან სარა ელმირა როისტართან.[56]

გარდაცვალება

ედგარ ალან პო დასაფლავებულია ბალტიმორში, მერილენდი

1849 წლის 3 ოქტომბერს, პო იპოვეს ბალტიმორის ქუჩაში თითქმის უგონო მდგომარეობაში; .[57] ჯოზეფ ვ. ვოლკერის თანახმად, რომელმაც პო იპოვა, აღნიშნავდა რომ პო "დიდ გასაჭირშია და…. დაუყონებლივ დახმარებას საჭიროებს". პო გადაიყვანეს ვაშინგტონის კოლეჯის ჰოსპიტალში, სადაც იგი 1849 წლის 7 ოქტომბერს დილის 5 საათზე გარდაიცვალა.[58] დღემდე გაურკვეველია თუ რამ მიიყვანა პო ამ მდგომარეობამდე და რატომ ეცვა უცნაური ტანსაცმელი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გარდაცვალებამდე, პო განუწყვეტლივ იმეორებდა სახელს „რეინოლდს“, თუმცა ამოუცნობია, თუ ვის მოუხმობდა იგი. ზოგი წყარო ამბობს, რომ პოს საბოლოო სიტყვები იყო „ღმერთო დაეხმარე ჩემ საბრალო სულს“."[58] ყველა სამედიცინო ჩანაწერი, მათ შორის მისი გარდაცვალების მოწმობა გამქრალია ჰოსპიტალის არქივიდან. გაზეთებში გამოქვეყნდა რომ პოს გარდაცვალების მიზეზი „თავის ტვინის შეშუპება“ ან „ცერებრალური ანთება“ იყო,[59] გავრცელებული ევფემიზმები ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სამარცხვინო გარდაცვალების შემთხვევაში.[59] მწერლის გარდაცვალების მიზეზებად ასევე სახელდებოდა თეთრი ცხელება, გულის დაავადება, ეპილეფსია, სიფილისი, მენინგიტი[5], ქოლერა და ცოფი. 1872 წელს გამოითქვა ვარაუდი, რომ პო შესაძლოა საარჩევნი ძალადობის („კუპინგი“) მსხვერპლი გამხდარიყო. მიუხედავად გავრცელებული ვარაუდებისა პოს გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ამოუცნობია.[60]

გრისვოლდის მემუარები

ედგარ პოს დასაფლავების დღეს ნიუ იორკ ტრიბუნში (ინგლ New York Tribune) დაიბეჭდა ნეკროლოგი, ხელმოწერით „ლუდვიგ“. იგი ასე იწყებოდა: „გარდაიცვალა ედგარ ალან პო. იგი გარდაიცვალა ბალტიმორში გუშინწინ. ეს განცხადება ბევრს შეაშინებს, თუმცა ცოტა თუ იგლოვებს“.[61] ლუდვიგი მალევე გაიშიფრა, აღმოჩნდა რა რუფუს უილმოტ გრისვოლდი — რედაქტორი, კრიტიკოსი და ანთოლოგისტი, რომელიც 1842 წლიდან მოყოლებული პოს ლიტერატურულ მტრად არის მიჩნეული. გრისვოლდმა გადაწყვიტა პოს ლიტერატურული შემოქმედების და რეპუტაციის განადგურება.[62]

რუფუს გრისვოლდმა დაწერა ბიოგრაფიული სტატია პოს შესახებ სახელწოდებით „ავტორის მოგონება“, რომელიც შევიდა მის მიერ გამოქვეყნებულ 1850 წლის კრებულში. გრისვოლდმა პო წარმოიაჩინა, როგორც გარყვნილი, ლოთი, ნარკოტიკების მომხმარებელი და გადარეული ადამიანი, დაურთო რა მტკიცებულებად თავად პოს მიერ დაწერილი წერილები.[62] უმეტესობა მისი მონათხრობისა იყო ან სრული სიცრუე ან ნახევრად სიმართლე. მაგალითად, ამჟამად დადასტურებულია რომ პო არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი.[63] გრისვოლდის წიგნი დაგმობილი იქნა მათ მიერ, ვინც პოს კარგად იცნობდა,[64] თუმცა მასებისათვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ვინაიდან წიგნი ერთადერთი სრული ბიოგრაფია იყო პოს შესახებ და ამასთანავე ფართოდ ხელმისაწვდომი მკითხველისათვის, ვინაიდან მრავალ ეგზემპლარად იქნა დაბეჭდილი. მეორე მხრივ, მკითხველნი შოკირებულნი იყვნენ იმ აზრით, რომ ისინი კითხულობდნენ „ბოროტი“ ადამიანის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს.[65] წერილები, რომელიც გრისვოლდმა გამოიყენა წიგნში, როგორც მტკიცებულება პოს საშინელი პორტრეტის შესაქმნელად, მოგვიანებით დადასტურდა რომ იყო ყალბი.[66]

ლიტერატურული სტილი და თემები

ოსკარ ჰოლინგის მიერ შესრულებული 1960-იანი წლების პორტრეტი

ჟანრი

პოს ნამუშევრები ცნობილი იყო როგორც გოთური ჟანრის საშინელებათა ნაწარმოებები,[67] ჟანრი რომლის ჩამოყალიბებას და გავრცელებას იგი ცდილობდა ფართო მკითველისათვის.[68] მისი ნაწარმოებების თემა უმეტესად ეხებოდა სიკვდილის საკითხს, ადამიანის სხეულის გახრწნას, ადამიანის ცოცხლად დამარხვის საკითხს, მკვდრის გაცოცხლების თემას და გლოვას.[69] უმეტესობა მისი ნამუშევრებისა დაფუძნებული იყო ბნელი რომანტიზმის ჟანრზე, რომელიც იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული ტრანსსენდენტალიზმის გამოხმაურება იყო,[70] რომელი მიმდინარეობაც პოს სასტიკად არ მოსწონდა.[71] მან უწოდა მიმდევრებს "ფროგპონდიანელები" ( ინგლ Frogpondians, ბაყაყებიანი გუბურის მკვიდრნი ) . მან აბუჩად აიგდო მათი შემოქმედება უწოდა რა "მეტაფორების გადარბენა" სიბნელე სიბნელისათვის ან მისტიცისზმი მისტიცისმისათვის. პომ წერილში თომას ჰოლ ჩივერს მისწერა რომ მას არ მოსწონდა მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლები და სოფისტები ტრანსსენდენტალისტებიდან.

საშინელებების გარდა, პო აგრეთვე წერდა სატირულ ნაწარმოებებს, სახუმარო მოთხრობებს და ჰოქსებს. კომიკური ეფექტებისთვის მან გამოიყენა ირონია და უაზრო ექსტრავაგანტულობა. მეცენგერშტაინი ( ინგლ „Metzengerstein“) პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები ცნობილი როგორც მისი პირველი ნაბიჯი საშინელებათა ჟანრში ფაქტიურად განკუთვნილი იყო იმ დროისათვის პოპულარული ჟანრის პაროდირება. პოს შემოქმედებას სამეცნიერო ფანტასტიკაც ეკუთვნის, მაგალითად "The Balloon-Hoax", ცხელი ჰაერით საჰაერო ბურთის შექმნის პერსპექტივას წარმოადგენს.

პო თავის ნაწარმოებს წერდა ისეთ თემებზე რომლებიც მასებისთვის იყო განკუთვნილი. ამ მხრივ, მისი ფანტაზია ხშირად მოიცავდა ფსევდომეცნიერების პოპულარულ ელემენტებს როგორიცაა ფრენოლოგოია და ფიზიოგნომიკა.

ლიტერატურული თეორია

პოს ნაწარმოებებში ირეკლება მისი ლიტერატურული თეორიები, რომელიც მან წარმოაჩინა თავის კრიტიკაში და ასევე ესეებში "პოეტური თეორიები" ( ინგლ "The Poetic Principle" ). მას არ მოსწონდა დიდაქტიზმი და ალეგორია, თუმცა სწამდა რომ მისი მნიშვნელობა ლიტერატურაში მართებული იყო. პოს შეხედულებით ნაწარმოები უნდა იყოს კონკრეტული და მიმართული იყოს მხოლოდ ეფექტზე და ხარისხზე. მისი აზრით, მწერალმა უნდა შეძლოს გამოთვალოს თავისი ნაწარმოების თითოეული სენტიმენტი და აზრი. სწორედ "კომპოზიციის ფილოსოფია" (ინგლ "The Philosophy of Composition) არის ესსე, სადაც პო გამოხატავს თავის შეხედულებას ამ სისტემის მიმართ. ბიოგრაფისტი ჯოსეფ კრატჩი ამ ნაწარმოებს "ხელოვნების რაციონალიზმის მეტად მახვილგონივრულ გამომჟღავნებას" უწოდებს.[72]

მემკვიდრეობა

ლიტერატურული ზეგავლენა

მისი ცხოვრების პერიოდში, პო ძირითადად აღიარებული იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. მისი თანამედროვე კრიტიკოსი ჯეიმს რასელ ლოუელმა მას უწოდა „წარმოსახვითი ლიტერატურის დარგში ყველაზე შორსმჭვრეტელი, ფილოსოფოური და უშიშარი კრიტიკოსი“. პო აგრეთვე ცნობილი იყო როგორც ბელეტრისტიკოსი მწერალი და გახდა 19 საუკუნის პირველი ამერიკელი მწერალი მეტად პოპულარული იყო ევროპაში ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პომ აღიარება მოიპოვა საფრანგეთში ჩარლზ ბოდლერის ადრეული თარგმანებით.

პოს ადრინდელმა დეტექტიური ფანტასტიკა, რომლის მთავარი გმირი არის ს. ავგუს დუპინი, მნიშნველოვანი როლი ითამაშა ლიტერატურული დეტექტივების შექმნაში. ართურ კონან დოილი ამბობდა, „პოს ყოველი დეტექტიური ნაწარმოები არის ის ძირი საიდანაც ვითარდება მთელი ლიტერატურა… სად იყო დეტექტიური ნაწარმოები ვიდრე პო ჩაუდგამდა სულს?“ საშინელებათა ნაწრმოებების ჟანრის მწერლებმა შემდგომში თავიანთ ჯილდოს დაარქვეს „ედგარი“, ალან პოს საპატივცემულოდ. პომ ასევე დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერულ ფანტასტიკაზე, განსაკუთრებით ჟიულ ვერნზე, რომელმაც დაწერა პოს ნოველის "მოთხრობები არტურ გოდრდონ პიმის - ნანრუკეთიდან" " The Narrative of Arthur Gordon Pym of Nantucket" გაგრძელება სახელად "მოთხრობები არტურ გორდონ პიმი - გლაისის სფინქსიდან" "The Narrative of Arthur Gordon Pym, Le sphinx des glaces". მეცნიერული ფანტასტიკის ავტორი ჰ. გ. უელსი აღნიშნავს, „პიმი მოგვითხრობს თუ როგორ შეუძლია ინტელექტუალურ გონებას წარმოსახოს ცხოვრება სამხრეთ პოლარული რეგიონში საუკუნის წინ“.

როგორც სხვა ბევრ ცნობილ შემოქმედს, ასევე პოს ნამუშევრებსაც გამოუჩნდა მიმბაძველები. საინტერესო ტენდენცია პოს იმიტატორებს შორის იყო ე.წ. ნათელმხილველობითი შექმნილი ნაწარმოებები, სადაც პოს სული ეხმარებოდა მათ პოემების შექმნაში. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ლიზი დოტენი, რომელმაც გამოუშვა 1863 წელს პოემები ე.წ. შინაგანი სამყაროდან, იწრმუნებოდა რა რომ პოს სულთან დამყარებული კავშირით გამოაქვეყნა მისი ახალი პოემები. ფაქტიურად კომპოზიცია იყო ახლიდან დამუშავებული პოს ცნობილი პოემა „ზარები" ინგლ "The Bells“.

თუმცა პო მეტად პოპულარული იყო თავის თანამედროვეებს შორის, მაგრამ ამასთანავე კრიტიკოსების აქტუალურ თემას წარმოადგენდა. უილიამ ბათლერ იათსმა მას უწოდა როგორც "ვულგარული" მწერალი. ტრანსცენდენტალისტი რალფ ვალდო ემერსონმა „The Raven“-ზე (ყორანი) ასეთი რეაქცია გამოხატა, „მე ვერაფერს ვხედავ მასში საინტერესოს“ და ირონიულად პოს „ჟღარუნა კაცი" ინგლ "the jingle man“ უწოდა. ალდოს ჰაქსლმა ინგლ Aldous Huxley, პოს მწერლობა „ნამეტანი პოეტურიდან“ „ნამეტან ვულგარულამდე დაცემად" აღიქვა, შეადარა რა იგი ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭდით თავის მოწონებას.

პო კულტურაში

ედგარ ალან პოს ეროვნული ისტორიული მუზეუმი ფილადელფიაში

შემონახული სახლები, მუზეუმები

სამწუხაროდ არ არის შემონახული არც ერთი სახლი სადაც პო ბავშვობაში ცხოვრობდა, მათ შორის ალანის ოჯახის. უძველესი სახლი რიჩმონდში, ძველი აგურის სახლი, ამჟამად გადაკეთებულია ედგარ ალან პოს მუზეუმად, მიუხედავად იმისა რომ პოს იქ არასოდეს უცხოვრია. კოლექცია მოიცავს ბევრ ნივთს, რომელსაც პო იყენებდა როდესაც იგი ალანების ოჯახში ცხოვრობდა და აგრეთვე რამდენიმე პოს ადრეულ ნამუშევარს. საერთო საცხოვრებლის ოთახი სადაც პო სავარაუდოდ ცხოვრობდა როდესაც იგი სწავლობდა ვირჯინიის უნივერსიტეტში 1826 წელს არის დაცული და ღიაა მნახველებისათვის. მისი დაცვა და შენახვა თავის თავზე აქვთ აღებული სტუდენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ყორნების საზოგადოება ( ინგლ )„Raven Society“.

ადრეული სახლი სადაც პო ცხოვრობდა შემონახულია ბალტიმორში, და დღესდღეობით წარმოადგენს ედგარ ალან პოს სახლ-მუზეუმს. ცნობილია რომ პო იქ ცხოვრობდა როდესაც იგი იყო 23 წლის, მარი კლემთან და ვირჯინიასთან (აგრეთვე ბებია და შეიძლება ძმა ვილიამ ჰენრი ლეონარდ პოსთან) ერთად. ეს სახლი ღიაა საზოგადოებისათვის და აგრეთვე არის ედგარ ალან პოს საზოგადოების რეზიდენცია. რამდენიმე სახლიდან, რომელშიც პო, მისი მეუღლე ვირჯინია და მისი სიდედრი მარია ცხოვრობდა ფილადელფიაში, მხოლოდ ერთი სახლი არის შემორჩენილი. საგაზაფხულო სახლი სადაც ავტორი ცხოვრობდა 1843—1844 წლებში, დღესდღეობით დაცულია ეროვნული პარკის სერვისის მიერ როგორც ედგარ ალან პოს საერო ისტორიული ნაწილი. ნიუ იორკში, ბრონქსის საგრაფოში შემონახულია პოს ე.წ. კოტეჯი, სადაც პო ცხოვრობდა თავისი ცხოვრების ბოლო წლებში.

სხვა ღირშესანიშნაობებს შორის შემონახულია შენობა ზემო დასავლეთ მანჰეტენზე, (ინგლ ) "the Upper West Side" სადაც პო ცხოვრობდა დროებით როდესაც იგი პირველად ჩავიდა ნიუ იორკში. მემორიალური დაფაზე წერია რომ სწორედ აქ დაწერა პომ "ყორანი" "The Raven". ბოსტონში, მემორიალური დაფა არის იქ სადაც ოდესღაც მისი დაბადების სახლი უნდა მდგარიყო. როგორც ფიქრობენ, სახლი სადაც პო დაიბადა უნდა მდებარეობდეს ქარვერ ქუჩაზე, ნომერ 62, (ამჟად ჩარლზ ქუჩა, და ფაქტიურად მემორიალური დაფა შეცდომით არის გაკრული სახლზე. ბარი სადაც როგორც იუწყებიან, პო ნახეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მდებარეობს ბალტიმორში, მერილანდის შტატში. ამჟამად ცნობილი როგორც The Horse You Came In On. როგორც ამბობენ "ედგარის" სული კვლავ იქ ბინადრობს.

პო ტოუსტერი

იმ უცნაურობას რაც პოს სიკვდილის ირგვლივ არის ემატება, უცნობი მნახველი რომელსაც შეარქვეს „პო ტოუსტერი“, 1949 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს პატივს აგებს მის საფლავს. ეს ტრადიცია გრძელდება 50 წელზე მეტია, და როგორც ჩანს პო ტოუსტერი რამდენიმე ინდივიდია. მიუხედავად ამისა პატივის მიგება ყოველთვის ერთნაირია. ყოველ 19 იანვარს, დილით ადრე, უცნობი სადღეგრძელოს ამბობს კონიაკით პოს საფლავზე და ტოვებს სამ ვარდს. ედგარ ალან პოს საზოგადოების წევრები, ბალტიმორში ამ ტრადიციას ათწლეულობის განმავლობაში იცავენ. 2007 წლის 15 აგვისტოს, სემ პორპორი, ისტორიკოსი უესტმინსტერის ეკლესიაში, ბალტიმორში სადაც პო არის დამარხული, ირწმუნება რომ სწორედ მან წამოიწყო ეს ტრადიცია 1960 წელს. ტრადიცია რომელიც 1949 წელს დაიწყო, მისი თქმით არის სიცრუე. მისი მონაყოლი არ დასტურდება ვინაიდან რამდენიმე დეტალი რომელიც მან პრესას უამბო არ შეესაბამება სიმართლეს.

ბიბლიოგრაფია

სქოლიო

  1. Czech National Authority Database
  2. RKDartists
  3. Stableford, Brian. "Science fiction before the genre." The Cambridge Companion to Science Fiction, Eds. Edward James and Farah Mendlesohn. Cambridge: Cambridge University Press, 2003. pp. 18–19.
  4. 4.0 4.1 მეიერსი, 138
  5. 5.0 5.1 მეიერსი, 256
  6. 6.0 6.1 ალენი, ჰერვი. „შესავალი“. ედგარ ალან პოს ნამუშევრები, ნიუ-იორკი: პ. ფ. კოლიერი & ვაჟი, 1927.
  7. Canada, Mark, ed. „ედგარ ალან პო ქრონოლოგია“. კანადის ამერიკა. 1997. წაკითხვის თარიღი: 3 ივნისი, 2007.
  8. მეიერსი, 8
  9. ქუინი, 61
  10. 10.0 10.1 მეიერსი, 9
  11. სილვერმენი, 16 — 18
  12. სილვერმენი, 29 — 30
  13. სილვერმენი, 29 — 30
  14. მეიერსი, 21 — 22
  15. სილვერმენი, 32 — 34
  16. 16.0 16.1 მეიერსი, 32
  17. სილვერმენი, 41
  18. კორნელიუსი, კეი. „ედგარ ალან პო ბიოგრაფია“, ბლუმის ბიოკრიტიკოსები: ედგარ ალან პო, ედ. ჰაროლდ ბლუმი, ფილადელფია, ჩელსის სახლის გამომცემლები, 2002. გვ. 13 ISBN 0-7910-6173-6
  19. მეიერსი, 33 — 34
  20. მეიერსი, 35
  21. სილვერმენი, 43 — 47
  22. მეიერსი, 38
  23. სილვერმენი, 23
  24. კრუჩი, 32
  25. კორნელიუსი, კეი. „ედგარ ალან პო ბიოგრაფია“, ბლუმის ბიოკრიტიკოსები: ედგარ ალან პო, ედ. ჰაროლდ ბლუმი, ფილადელფია, ჩელსის სახლის გამომცემლები, 2002. გვ. 14 ISBN 0-7910-6173-6
  26. მეიერსი, 54 — 55
  27. ჰეკერი, უილიამი ჯ. „პერი და მისტერ პო: უესტ პოინტის პოემები“'. ლოუსიანა შტეიტის უნივერსიტეტის პრესა, 2005. გვ. 53 — 54
  28. ქუინი, 187—188
  29. ვალენი, 64
  30. სილვერმენი, 247
  31. ვალენი, 74
  32. სილვერმენი, 99
  33. მეიერსი, 139
  34. სოვა, 162
  35. სოვა, 225
  36. მეიერსი, 73
  37. მეიერსი, 85
  38. სილვერმენი, 124
  39. მეიერსი, 113
  40. სოვა, 39, 99
  41. მეიერსი, 119
  42. სილვერმენი, 159
  43. ქუინი, 321—322
  44. სილვერმენი, 186
  45. მეიერსი, 144
  46. სილვერმენი, 187
  47. სილვერმენი, 188
  48. სილვერმენი, 179
  49. 49.0 49.1 სოვა, 34
  50. ქუინი, 455
  51. ჰოფმანი, 80
  52. ოსტრომი, ჯონ ვარდ. „Edgar A. Poe: His Income as Literary Entrepreneur“, Poe Studies 5.1 (1982): 5
  53. ედგარ ალან პოს კოტეჯი. ბრონქსის ისტორიული საზოგადოება. ციტირების თარიღი: 2007-10-13.
  54. ვიკესი, კარენ. "Poe’s feminine ideal, " ედგარ ალან პოს კემბრიჯის კომპანიონი, ედ. კევინ ჯ. ჰაიესი. კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა, 2002. p. 149. ISBN 0-521-79727-6
  55. ბენტონი, რიჩარდ პ. „მეგობრები და მტრები: ქალი, ედგარ ალამ პოს ცხოვრებაში“, მითები და სინამდვილე: მისტიკური მისტერ პო. ბალტიმორი: ეგარ ალან პოს საზოგადოება, 1987. გვ. 19 ISBN 0-9616449-1-5
  56. ქუინი, 628
  57. ქუინი, 638
  58. 58.0 58.1 მეიერსი, 255
  59. 59.0 59.1 სილვერმენი, 435 – 436
  60. სილვერმენი, 435
  61. მეიერსი, 259
  62. 62.0 62.1 ჰოფმანი, 14
  63. ქუინი, 693
  64. სოვა, 101
  65. მეიერსი, 263
  66. ქუინი, 699
  67. მეიერსი, 64
  68. როიოტი, დანიელ (2002). "პოს იუმორი", კემბრიჯის კომპანიონი ედგარ ალან პოზე. კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 0-521-79727-6. გვ. 57.
  69. კენედი, ჯ. ჯერალდი (1987). პო, სიკვდილი და სიცოცხლის წერა. ეალის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 0-300-03773-2. გვ. 3.
  70. კოსტერი, დონალდ ნ (2002). "გავლენა ამერიკულ ცხოვრებასა და ლიტერატურაზე", სტუდენტობის ლოტერატურული მოძრაობა Vol. 1. დევიდ გალენსი, ედ. დეტროიტი: ტომპსონ გეილი. გვ. 336.
  71. ლჯანქუისტი, კენტი(2002). "პოეტი როგორც კრიტიკა", კემბრიჯის კომპანიონი ედგარ ალან პოზე, კევინ ჯ. ჰეიესი, ედ. კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 0-521-79727-6 გვ. 15
  72. ქრუჩი, 98

ლიტერატურა

  • "ედგარ პო" - თენგიზ ვერულავა. გამომცემლობა "საუნჯე", 2009 წ. თბილისი[1]
  • "ედგარ პოს უდიდესი საიდუმლო" - კიმ ჰანი[2]
  • "ჰემერჰედი, ცოტა რამ პოს შესახებ" - აკა მორჩილაძე[3]
  • "ედგარ ალან პო" - ხორხე ლუის ბორხესი[4]
  • Foye, Raymond (editor) (1980). The Unknown Poe, Paperback, San Francisco, CA: City Lights. ISBN 0872861104. 
  • Frank, Frederick S.; Anthony Magistrale (1997). The Poe Encyclopedia. Westport, CT: Greenwood Press. ISBN 0313277680. 
  • Hoffman, Daniel (1998). Poe Poe Poe Poe Poe Poe Poe, Paperback, Baton Rouge, La.: Louisiana State University Press. ISBN 0807123218. 
  • Krutch, Joseph Wood (1926). Edgar Allan Poe: A Study in Genius. New York: Alfred A. Knopf. 
  • Meyers, Jeffrey (1992). Edgar Allan Poe: His Life and Legacy, Paperback, New York: Cooper Square Press. ISBN 0815410387. 
  • Quinn, Arthur Hobson (1941). Edgar Allan Poe: A Critical Biography. New York: Appleton-Century-Crofts, Inc.. ISBN 0801857309. 
  • Rosenheim, Shawn James (1997). The Cryptographic Imagination: Secret Writing from Edgar Poe to the Internet. Baltimore: Johns Hopkins University Press. ISBN 9780801853326. 
  • Silverman, Kenneth (1991). Edgar A. Poe: Mournful and Never-Ending Remembrance, Paperback, New York: Harper Perennial. ISBN 0060923318. 
  • Sova, Dawn B. (2001). Edgar Allan Poe: A to Z, Paperback, New York: Checkmark Books. ISBN 081604161X. 
  • Whalen, Terence (2001). „Poe and the American Publishing Industry“, რედ. J. Kennedy: A Historical Guide to Edgar Allan Poe. Oxford Oxfordshire: Oxford University Press. ISBN 0195121503. 

რესურსები ინტერნეტში

პოს შესახებ

ნამუშევრები


ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA