ვამპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: csb:Wieszczi
ხაზი 50: ხაზი 50:


{{Link FA|en}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|fr}}
{{Link FA|he}}
{{Link FA|he}}



00:35, 28 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ფილიპ ბერნ-ჯონსი, ვამპირი, 1897

ვამპირებიმითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

მოკლე ისტორია

ვამპირად ქცევის წინაპირობები

ზოგადი

  • წელიწადის გარკვეულ დროს დაბადებულები (ახალი მთვარისას, წმინდა დღესასწაულებზე და ა.შ.);
  • კუდით, კბილებით ან ზედმეტი ძუძუთი დაბადებულები (თანდართული ანომალია);
  • დიდი თმის საფარით, წითელი ხალით ან ორი გულით დაბადებულები;
  • წმინდა დღესასწაულებზე ჩასახულები;
  • დედის ძუძუს ნაადრევად მოშორებულები;
  • სხვისი ძუძუთი გამოკვებილები, მას შემდეგ რაც დედისას მოაშორეს;
  • მამის მეშვიდე ვაჟი;
  • მოუნათლავად გარდაცვლილები;
  • დაწყევლილები;

ქმედებები და მოვლენები

  • ჯადოქრობის შედეგად;
  • თვითმკვლელობისას;
  • მგლისგან მოკლული ცხოველის ხორცის ჭამის შემთხვევაში;
  • უზნეო და ცოდვილი ცხოვრებისას;
  • რწმენის ღალატისას (საეკლესიო პირთა მიერ).

სიკვდილისშემდგომი მოვლენები

  • ვამპირის ხელში სიკვდილი;
  • ცხოველი, რომელიც მიცვალებულს ან კუბოს გადაახტება;
  • ცხედარზე არსებული მუდმივი ჩრდილი;
  • დაუკრძალავი მიცვალებული ან არასათანადო დაკრძალვა;
  • ძალადობის ან მკვლელობის მცდელობისას სიკვდილი;
  • მკვლელობა შურისძიებით;
  • უყურადღებოდ დატოვებული ცხედარი;
  • წყალზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილი (დამხრჩვალი);
  • გაძარცული ცხედარი;
  • პირქვე დაკრძალულები.

იხილეთ აგრეთვე

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA