კუჭი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ht:Lestomak
[r2.5.2] ბოტის დამატება: be:Страўнік
ხაზი 17: ხაზი 17:
[[ay:Puraka]]
[[ay:Puraka]]
[[az:Mədə]]
[[az:Mədə]]
[[be:Страўнік]]
[[bg:Стомах]]
[[bg:Стомах]]
[[bn:পাকস্থলী]]
[[bn:পাকস্থলী]]

18:36, 27 ნოემბერი 2010-ის ვერსია

კუჭი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეტ-ნაკლებად გაფართოებული ნაწილი, რომელშიც ხდება საკვების ქიმიური და მექანიკური გადამუშავება. ბევრი ცხოველის კუჭი მხოლოდ ნაწლავის მეტ-ნაკლებად გაფართოებული უბანია (უხერხემლოთა მრავალი ჯგუფი, ხერხემლიანთაგან მრგვალპირიანები, თევზების მრავალი ფორმა). ხერხემლიანთა კუჭი წინა ნაწლავის გაფართოებული ნაწილია. უფრო ხშირად იგი მოდრეკილია და დიდი და მცირე სიმრუდე აქვს. კუჭის კედელი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი ენტოდერმული ეპითელიუმით, რომელიც მილაკოვან ჯირკვლებს ქმნის. ეს ჯირკვლები წარმოქმნიან კუჭის წვენს და ლორწოს. ხშირად კუჭის სულ წინა, ე. წ. საყლაპავისეული ნაწილი ძლიერაა განვითარებული (ასეთია მაგ., ზოგი მცოხნელის რთული კუჭის წინა 3 განყოფილება — ფაშვი, ბადურა, წიგნარა. ნამდვილი კუჭი აქ მარტო მაჭიკია). კუჭის მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი კედლის გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შრეები. კუჭისა და ნაწლავის საზღვარზე ირგვლივ ჩამკეტი კუნთია (პილორუსის სპინქტერი). ზოგჯერ (ზოგიერთი მოლუსკი, კიბოები, მწერები, ფრინველები, ზოგი არასრულკბილიანი ძუძუმწოვარი) კუჭის ქიმიურ და მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი განცალკევებული ნაწილები ან სულაც 2 კუჭია განვითარებული (ე. წ ჯირკვლოვანი და კუნთოვანი ან საღეჭი კუჭი).

კუჭი ადამიანისა, რეტორტის ფორმის ღრუ ორგანო. კუჭის 3/4 მარცხენა ფერდქვეშა მოდამოში, 1/4 კი მუცლის ზემო (ეპიგასტრიუმი) მიდამოში მდებარეობს. განარჩევენ კუჭის შემდეგ ნაწილებს: შესავალი (კარდია), ფსკერი (ფუნდუსი), ტანი (კორპუსი) და გასავალი (პილორუსი). კუჭს აქვს წინა და უკანა ზედაპირი; იქ, სადაც ზედაპირები ერთიმეორეში გადადის, წარმოიქმნება კუჭის მცირე და კუჭის დიდი სიმრუდეები. კუჭის შესავალი ხერხემლის მარცხნივ, გულმკერდის მე-11 მალის დონეზე მდებარეობს, გასავალი მარჯვნივ, წელის 1-ლი მალის დონეზეა, კუჭის ძირი შუასაძგიდის მარცხენა გუმბათის ქვეშაა მოთავსებული. მოზრდილი ადამიანის კუჭის სიგრძეა 15-18 სმ, სიგანე 12-14 სმ, მისი კედლის სისქე 3-4 მმ. ახალშობილის კუჭის ტევადობაა 30 კუბ/სმ, მოზრდილისა 2.5-3 ლიტრს აღწევს. კუჭის კედელი 3 გარსისაგან შედგება: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული. კუჭის ლორწოვანი მორუხო-მოვარდისფროა და საყლაპავის ლორწოვანასაგან მკაფიოდაა გამოყოფილი დაკბილული ხაზით.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუჭი&oldid=1339582“-დან