ლელა თათარაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3: ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
იგი [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. საშუალო განათლება ალვანის სკოლაში მიიღო.
იგი [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. საშუალო განათლება ალვანის სკოლაში მიიღო.
[[1971]] წელს [[თბილისი]]ს, [[სერგო ზაქარიაძე|სერგო ზაქარიაძის]] სახ. კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა..[[ფაილი:[[ფაილი:მაგალითი.jpg]]]]
[[1971]] წელს [[თბილისი]]ს, [[სერგო ზაქარიაძე|სერგო ზაქარილტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.


==კარიერა==
==კარიერა==

21:32, 23 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ლელა თათარაიძე (დ. 3 ივლისი, 1949, ზემო ალვანი) – ქართველი მომღერალი, სოლო შემსრულებელი (გარმონი, ფანდური) სიმღერების ავტორი.

ბიოგრაფია

იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. საშუალო განათლება ალვანის სკოლაში მიიღო. 1971 წელს თბილისის, [[სერგო ზაქარიაძე|სერგო ზაქარილტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.

კარიერა

მთელი ცხოვრების მანძილზე, ლელა თათარაიძე მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში , შემდეგ, თბილისში, საქართველოს სახ. ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. გარკვეული ხანი ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორულ ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.

პარალელურად საქართველოს სახ. ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ "კელაპტრის" სოლისტი იყო. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “თუშეთი”.

1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახ. ეროვნულ თეატრში, სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო “ქართულ ჰანგს”.

2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი “კესანე” ჩამოყალიბდა. ლელა თათარაიძე კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.

ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში: ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით). მრავალი ოქროს მედლისა და პრიზის მფლობელია. პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში. სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში ლელა თათარაიძის შემოქმედების მრავალი ნიმუში ინახება. იგი მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორია. დამუშავებული და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები.

შემოქმედება

  • "ვერცხლის თასადამც მაქცია" - ტექ. ხვარამზე სამუკაშვილი
  • "ლომო,შე ლომის მოკლულო" - ტექ. ხალხური
  • "ვერკვლის ციხე" - ტარიელ ხალხელაური
  • "ჯანღი" - ტექ. ეთერ თათარაიძე
  • "ცხრაჯერ" - ტექ, მანანა ჩიტიშვილი
  • "თინიბექის სიკვდილი" - ტექ.ხალხური
  • "ვაჟაო" - ტექ. ანა კალანდაძე
  • "შენმა სურვილმა დამლია" - ტექ.ვაჟა-ფშაველა, მიხა ხელაშვილი
  • "სამშობლო" - ტექ. ვაჟა-ფშაველა, შოთა არაბული
  • "საპატარძლო სახუმარო" - ტექ.ხალხური
  • "დავაგვიანე" - ტექ. მარი აბრამიშვილი
  • "გაგნის გორი" - ტექ. ხალხური
  • "შატილის ასულო" - ტექ. იოსებ ლონგიშვილი
  • "შენ რო გგონივართ ვაჟაო" - ტექ.ხალხური
  • "ჯავრო" - ტექ. მანანა ჩიტიშვილი
  • "მახკვდია" - ტექ.ხალხური
  • "თუშური დატირება" - ტექ.ხალხური
  • "გშორდები, ფიქრი მატულობს" - ტექ. მიხა ხელაშვილი
  • "ნეტა თქვენ" - ტექ. ეთერ თათარაიძე
  • "შავ-ჯავრო" - ტექ. მანანა ჩიტიშვილი
  • "ჩაჩუმდა მარიამულა" - ტექ. ანა კალანდაძე
  • "გულს უწადინოდ" - ტექ. მანანა ჩიტიშვილი
  • "მწირულაო ამოვალიდ" - ტექ. ეთერ თათარაიძე
  • "არ დაიდარდო, სიკვდილი" - ტექ. იოსებ ბაიაშვილი
  • "ბოლოს მიწადაყრილებ" - ტექ. ეთერ თათარაიძე
  • "ფანდურის ჩანამღერი" - (ვარიაციები), ინსტრუმენტული
  • "სევდიანი ვარიაციები" - ინსტრუმენტული (ფანდური)
  • "კავკასიური მელოდიები" - ინსტრუმენტული, ხალხური და საავტორო
  • "კავკასიური მელოდიები -2 - ინსტრუმენტული
  • "სამცხის ღამე" - ინსტრუმენტული (გარმონი) - კ.ფ. "სამოთხის გვრიტები"

დისკოგრაფია

  • "ვერცხლის თასადამც მაქცია” - "მელოდია”, სოლო გრამ-ფირფიტა, 1988
  • "დილის ჯანღი” - ჰოლანდია - შერეული CD, 1999
  • "სულის სალბუნი” - კვარტეტ "კესანე" - CD, საფრანგეთში, 2002
  • "კელაპტარი" - 2 CD, 2003-2004 .
  • "სამცხის ღამე” - სოლო CD, სტ."ქართული ჩანაწერები”, 2005
  • "ლელა თათარაიძე” - სოლო CD, სტ."Sound Orbit", 2007