გიგა ბოკერია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
{{DEFAULTSORT:ბოკერია, გიგა}}
{{DEFAULTSORT:ბოკერია, გიგა}}

==სქოლიო==
<references/>


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]

16:14, 21 ნოემბერი 2010-ის ვერსია

გიგა ბოკერია

გიგა (გიორგი) ბოკერია (დ. 20 აპრილი, 1972) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია

1996 წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში – უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო. 1989–1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს–კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ 7 დღე ჟურნალისტი (1992), გაზეთ მიმომხილველის პოლიტიკური რედაქტორი (1992–1993), სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის "პიკის სააათი" ჟურნალისტი (1993), რადიო თავისუფლების ჟურნალისტი (1994), "არგუმენტი" (პოლიტიკური რედაქტორი 1995–1996), სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის სადისკუსიო პროგრამის "აქცენტები" წამყვანი (1996).

2003 წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით სერბიაში სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს.

რევოლუციის შემდეგ გიგა ბოკერია აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2005–2008 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე–პრეზიდენტი. 2008 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.[1]


სქოლიო

  1. უშიშროების საბჭოს მდივნად გიგა ბოკერია დაინიშნა

გიგა ბოკერიას დედა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971)სსრკ (1966,1968,1969) და საქართველოს (1964,1965,1968) ჩემპიონი ნანა ალექსანდრია.