ალტერნატიული როკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77: ხაზი 77:
[[vi:Alternative rock]]
[[vi:Alternative rock]]
[[zh:另类摇滚]]
[[zh:另类摇滚]]


The kooks is very well group in a word you listen to the koosk please

05:47, 13 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ალტერნატიული როკი (ასევე, ალტერნატიული მუსიკა ან უბრალოდ ალტერნატივა) (ინგლ. Alternative music, ასევე, ძირითადად დიდ ბრიტანეთში, — indie) როკ მუსიკის ჟანრია რომელიც 1980-იან წლებში გამოჩნდა და პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა. ტერმინი „ალტერნატიული“ გამოგონებულ იქნა, რათა აღეწერა პანკ როკით შთაგონებული ჯგუფები დამოკიდებელი რეკორდ ლეიბლებით, რომელიც იმ დროის მეინსტრიმულ ჟანრებში არ ჯდებოდნენ. როგორც მუსიკალური ჟანრი, ალტერნატივა შეიცავს სხვადასხვა ქვეჟანრებს რომლებიც ამოტივტივდნენ დამოუკიდებელი მუსიკიდან ეს ჟანრები არიან: გრანჟი, ბრიტპოპი, გოთიკური როკი, და ინდი პოპი. 80-იან წლებში ალტერნატიული მუსიკიდან მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი იყო პოპულალური. ორმა ასეთმა ჯგუფმა R.E.M. და The Cure დიდი კომერციული მოგება ნახა, მაგრამ ნამდვილი წარმატება ალტერნატიულმა როკმა 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც მეინსტრიმში ნირვანა გამოჩნდა. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ჯგუფმა პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.

ტერმინი

სანამ ალტერნატიულ როკს ის სახელი დაერქმეოდა რაც დღეს ქვია ბევრი სხვა აღნიშვნვა გამოიცვალა. 80 იან წლების ამერიკაში მას კოლეჯ-როკს უწოდებდნენ, ინგლისში კი მას ინდის ეძახდნენ. სიტყვა ალტერნატივა პირველად 1980-იანების შუა წლებში გაჟღერდა, მაგრამ ოფიციალურად ტერმინი ალტერნატიული როკი 1990 წელს დამკვიდრდა.

გადახედვა

ალტერნატივა არსებითად არის "underground" მუსიკა, რომელიც 80 იანების შუაგულში ამოტივტივდა პანკ როკ მოძრაობის კვალდაკვალ. ალტერნატიული როკ ჯგუფები 80 იანი წლებში დაშორებულნი იყვნენ მეინსტრიმისგან და კომერციული წარმატებისგან. ისინი ძირითადად პატარა კლუბებში უკრავდნენ მცირერიცხვოვანი ფანების თანხლებით. ალტერნატიული ჯგუფისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებია გიტარა ბას გიტარა დასარტყამი და ხანდახან პიანინო. პიანინოს ძირითადად ბრიტპოპ ჯგუფები იყენებენ ( coldplay keane )ამ ჟანრის ჯგუფები ხშირად იყენებენ fuzz და feedback ეფექტებს გიტარებზე. ეს განსაკუთრებით ერთ-ერთ სუბჟანრში Grungeში არის შესამჩნევი. ალტერნატივის ტექსტები სხვა როკის ჟანრებზე მეტად ეხება სოციალურ თემებს: ნარკოტიკებს, დეპრესიას, ალკოჰოლს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ რომ 80 იანებს არტისტების ალბომები არცთუისე დიდი ტირაჟით იყიდებოდა მათ მაინც დიდი გავლენა მოახდინეს გვიანდელ ალტერნატიულ ჯგუფებზე და საფუძველი ჩაუყარეს მათ წარმატებას.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


         The kooks is very well group in a word you listen to the koosk please