სანდრო ახმეტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

14:56, 8 ნოემბერი 2006-ის ვერსია

სანდრო ახმეტელი

ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი (* 1 აპრილი/13 აპრილი, 1886, სოფ. ანაგა, ახლანდელი სიღნაღის რაიონი ― † 1937), ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

ბიოგრაფია

1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე". 1920 წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა ს. შანშიაშვილის "ბერდო ზმანია". 1923 წელს კ. მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. შემდეგ იყო ამავე თეატრის მტავარი რეჟისორი, 1926-1935 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 წელს ახმეტელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობთა კორპორაცია "დურუჯის" დაარსებისა (1924). იგი იყო კ. მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯ. სინგის "გმირი", 1923; ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები", უ. შექსპირის "უინძორელი ცელქი ქალები", ორივე 1924 და სხვა).