ბიბლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sr:Библос
ბოტის დამატება: uk:Бібл
ხაზი 41: ხაზი 41:
[[sv:Byblos]]
[[sv:Byblos]]
[[tr:Biblos]]
[[tr:Biblos]]
[[uk:Бібл]]
[[ur:جبیل]]
[[ur:جبیل]]
[[zh:朱拜勒]]
[[zh:朱拜勒]]

12:02, 1 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ბიბლოსი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 295
ინგლ.რუს.ფრ.

ბიბლოსი (ბერძ. byblos, biblos „წიგნი“) — ბიბლიური გებალი, ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქი. იგი წარმოადგენდა საზღვაო პორტს ქალაქებს, სიდონსა და ტრიპოლს, შორის. სწორედ ამ ქალაქის ნანგრევებზეა აშენებული თანამედროვე ჯებეილი, რომელიც ბეირუთიდან დაშორებულია 42 კმ.-ით. ბერძნულ-რომაული ხანიდან გებალს უკვე ბიბლოსი ეწოდა, რადგანაც აქ მზადდებოდა მაღალი ხარისხის პაპირუსის ქაღალდი.

არქეოლოგიურ მასალებსა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გებალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში დაარსებულა. მისი ეკონომიკური აღმასვლა თარიღდება ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით. მაშინ, როცა უგარითთან ერთად წარმოადგენდა ეგვიპტელების მიერ კონტროლირებად რეგიონს (ე.წ. „ამურუს რეგიონი“). აღსანიშნავია, რომ ტვიროსისა და სიდონის გვერდით ამ ქალაქს ეგვიპტელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ, რაზეც მეტყველებს ამარნას არქივებში დაცული წერილები. ამ კორესპოდენციის ძირითადი ადრესატები ბიბლოსელები იყვნენ.