პროზა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: io:Prozo
ბოტის დამატება: ml:ഗദ്യം
ხაზი 57: ხაზი 57:
[[lv:Proza]]
[[lv:Proza]]
[[mk:Проза]]
[[mk:Проза]]
[[ml:ഗദ്യം]]
[[mn:Хүүрнэл зохиол]]
[[mn:Хүүрнэл зохиол]]
[[ms:Prosa]]
[[ms:Prosa]]

13:45, 29 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

პროზა (ლათ. prosa < prorsa - პირდაპირი, უბრალო, proversa - წინმიმართული), მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეორე ძირითადი ფორმის - პოეზიისაგან მხატვრული მეტყველების ორგანიზაციით. პროზაში მეტყველების მთლიანი ნაკადი მიისწრაფვის მხოლოდ წინ და მისთვის დამახასიათებელია ისეთივე პაუზები წინადადებებისა და სინტაგმების ბოლოს, როგორც ეს ჩვეულებრივ მეტყვეებას ახასიათებს. პოეზიისგან განსხვავებით პროზის რიტმი აგებულია სინტაქსური კონსტრუქციების (წინადადება, პერიოდი, კოლონი) მიახლოებით თანაზომადობაზე, რაც ქმნის მხატვრული პროზის ნაწარმოების ერთ მთელიან ქარგას და რითიც ის განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისაგან ან საყოფაცხოვრებო ხასიათის ტექსტებისგან.

მხავრული ლიტერატურის ერთ-ერთ ძირითად ფორმად პროზა XIX საუკუნეში გაფორმდა. მანამდე პროზაში იგულისხმებოდა ყველა სახისა და ხასიათის არამხატვრული ტექსტი.

მხატვრული პროზის პირველ ჟანრულ ფორმად ითვლება რენესანსის ეპოქის ნოველა. XVIII საუკუნიდან, განსაკუთრებით კი XIX საუკუნეში ვითარედება ისეთი ჟანრები, როგორიცაა მოთხრობა, რომანი და სხვ.

პოეზიისაგან განსხვავებით პროზაში სიტყვას, როგორც ენობრივ ერთეულს, ეცვლება სტულისტური ფუნქცია: ნაკლები ყურადღება ექცევა ბგერწერასა და მარცვლობრივ-მახვილობრივ შედგენილობას, ხოლო მეტი - სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობას, მის გამომსახველობით ფუნქციას. პროზაში კონსტრუქციის რიტმს არეგულირებს მისი სემანტიკური მხარე.

თუ პოეზიაში, განსაკუთრებით ლირიკაში, ისმის, უპირველეს ყოვლისა, ავტორისეული ხმა, რომელიც მოგვითხრობს ან სიუჟეტურ ამბავს, ან საკუთარ განცდათა შესახებ, პროზაში ბევრი ხმა ისმის: ავტორისეული თხრობა, მოქმედ პირთა ხმები, "შინაგანი ხმაც" კი და მათი ურთიერთმოქმედება ხშირად კომპოზიციის ერთ-ერთი საფუძველია.

პოეზიისა და პროზის გვერდიგვერდ არსებობს მანძილზე შეიქმნა მათ შორის შუალედური ფორმებიც - ლექსი პროზად, რიტმული პროზა, მაგრამ პროზისგან პოეზიას ყოველთვის გამოყოფს სიტყვის ლექსის საზომით ორგანიზაცია.