თამარ მეფე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36: ხაზი 36:


[[File:Gugeti .jpg|thumb|მარცხნივ|[[გეგუთის სასახლე|გეგუთის სასახლის]] ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.]]
[[File:Gugeti .jpg|thumb|მარცხნივ|[[გეგუთის სასახლე|გეგუთის სასახლის]] ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.]]
[[გიორგი III]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] 50-იან წლებში [[ოსეთი|ოსთა]] მეფის, [[ხუდდანი]]ს ასულ [[ბურდუხანი|ბურდუხანზე]] დაქორწინდა. ამ ქორწინება გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს [[ბასილი ეზოსმოძღვარი]]{{ფაქტი}}.
[[გიორგი III]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] 50-იან წლებში [[ოსეთი|ოსთა]] მეფის, [[ხუდდანი]]ს ასულ [[ბურდუხანი|ბურდუხანზე]] დაქორწინდა. ამ ქორწინება გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს [[ბასილი ეზოსმოძღვარი]]<ref>[[ბასილი ეზოსმოძღვარი]] [http://lib.ge/body_text.php?7110 ”ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”]</ref>.


[[1160]] წელს [[გიორგი III]]-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა ([[დემეტრე I]]-ის ასული, გიორგი III-ის და) [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], რომელიც [[ხორასანი|ხორასნი]]ს სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ [[საქართველო]]ში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი [[რუსუდანი (გიორგი III-ის ასული)|და]] მამიდასთან იზრდებოდნენ.
[[1160]] წელს [[გიორგი III]]-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა ([[დემეტრე I]]-ის ასული, გიორგი III-ის და) [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], რომელიც [[ხორასანი|ხორასნი]]ს სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ [[საქართველო]]ში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი [[რუსუდანი (გიორგი III-ის ასული)|და]] მამიდასთან იზრდებოდნენ.

09:49, 9 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი.
თამარი
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1184
მმართ. დასასრული: 1213, შესაძლოა 1210 ან 1207
წინამორბედი: გიორგი III
მემკვიდრე: გიორგი IV ლაშა
სხვა წოდებები: მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1160
გარდ. თარიღი: 1213, შესაძლოა 1210 ან 1207
გარდ. ადგილი: აგარანი
მეუღლე: 1. იური (გიორგი)
2. დავით სოსლანი
შვილები: 1. გიორგი IV ლაშა
2. რუსუდანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი III
დედა: ბურდუხანი
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. მისი მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

ცხოვრების ადრეული წლები

გეგუთის სასახლის ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.

გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინება გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი[1].

1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.

ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“[2]. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზესაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.

მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.

გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.

სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.

მეფობის ადრეული წლები და პირველი ქორწინება

თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ბეთანიის მონასტრის ჩრდილოეთ ფასადზე.

დიდიგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.

ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.

ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.[3]

მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:

ვიკიციტატა
„კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.[4]

მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს [5][6][7]. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“[8]. საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა. [9][10]

იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანიკლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცოსამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.[11] რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.

მეორე ქორწინება

თამარ მეფის ფრესკა ყინწვისის მონასტერში

გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.[12]

თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსებისაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

საგარეო პოლიტიკა

მუსლიმანი მეზობლები

საქართველო და კავკასია თამარის გარდაცველებისას (რუკაზე პირობითად აღნიშნულია 1213 წელი)

თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქები უკიდურესად შევიწროებულები იყვნენთარგი:ვისგან. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა ფაქტობრივად აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავსსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობის მოსაწყობად დიდი თანხები გამოჰყოსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდათარგი:სად. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა [[{{{1}}}|?]] დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.

საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარი ბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ.[13] ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195 წელს გაიმართა[14]

ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა[15] და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო.[16] აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძა, ანისი, კარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შეცირდა. ციხე-ქალაქი კარი[17] თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელ ამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტეს. ამჯერად ამ ლაშქრობას სათავეში მცირე აზიის თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთნო ჩაუდგა. რუმის სულთანმა რუქნადინმა 400,000 მეომარი შეკრიბა[18]. მან საგანგებო მოციქული გამოუგზავნა თამარს, რომელთაც მეფეს კადნიერი წერილი გადასცეს:

ვიკიციტატა
„მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა.
და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა.[19]
ვარძია

თამარის პირველ ისტორიკოსთანსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! დაცულია ცნობა, რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისათვის უღირსი სიტყვებით მიუმართავს:„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ამ სიტყვებს რომ ამბობდა ელჩი, მხარგრძელი წამოდგა „და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“.

თამარის ბრძანებით ჯარის შეკრება დაიწყეს. მეფე ვარძიაში მივიდა და იქ ღვთისმშობელს შეავედრა ქართველების ჯარი.

ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული[20] ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლებიბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა.[21] დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.

ტრაპიზონის იმპერია

მეფე თამარის ფრესკა ბეთანიის მონასტერში

თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ლიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში.[22] 1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.

იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახური რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.

ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა, საბაბად თარგი:რის ერთი გარემოება იქნა გამოყენებული. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ

, მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი.[23] უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძენბს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი I კომნენოსი ჩაუყენა:

ვიკიციტატა
„და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილი.“

ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს[24]

ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ[25][26]. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრის მანუელ კომნენოსის მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო[27]. სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.

ჩრდილოეთ კავკასია

თამარ მეფე. მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია.

XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ, ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებში იმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. ამას მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი მრავალი ქართული წარწერა.[28]

მთიელი (ფხოველები და დიდოელები) 1212 წელს თმარს განუდგნენ. ამ მასშტაბური აჯანყების შესახებ ცნობებს იძლევა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:

ვიკიციტატა
„ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.[29]

საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით შეაფასა მთიელთა გამოსვლა. მეფე თამარმა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ივანე ათაბაგი ჩაუყენა. სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მეფის მხარეს მყოფი მთიელები გამოიყენა, სამეფო ხელისუფლების ლაშქარს, აჯანყების ჩახშობისშთვის სამი თვე დასჭირდა:

ვიკიციტატა
„მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ–კერძო დიდოეთი და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი.[29]

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება.[30]

ოქროს ხანა

ეკონომიკა

მეფე თამარის და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი მონეტები.
მეფე თამარის სახელით მოჭრილი მონეტა.

თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.[31] დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.

მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.

თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები[32]

თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყოსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

თამარ მეფის დროშასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა.[33][34] გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა.[35] ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[36]

განათლება და კულტურა

ვანის ოთხთავი

XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.

ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთის, ხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეში მოძღვართმოძღვარი ედგა.[37] საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც [38], XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.

XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა (ქართლში), ბეთანია (ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში), ფიტარეთი (ქვემო ქართლში), წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში), დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვები. ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთისუბანი და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი[39] (ხრამის ხეობაში), მაღლაანთ ეკლესია (შიდა ქართლში), გუდარეხი (ქვემო ქართლში), ლურჯი მონასტერი (თბილისში) და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.

თამარ მეფის პერიოდში აგებული ბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმის სიახლოვეს

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი), დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი და სხვები.

მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

აღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგიცაა გამოსახული. ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.

გარდაცვალება და დაკრძალვა

ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს.[40] თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს [41][42][43][44]. ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს[45][46][47]. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანეები ასე გადმოგვცემენ ამ მოვლენას:

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:
„და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“.[48]
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:
აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა
შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა
.“[49]
„ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:
„მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი
და მეფენი... დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.
[50]
გელათის მონასტერი, თამარ მეფის საფლავის სავარაუდო ადგილი.

თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა,[51] რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს ანდერძად დაუტოვებია, ისე დაეკრძალათ, რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები[52] თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ.

ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეფის საფლავის მტრებისგან დაცვა ყოფილა. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო. [53][54]

გენეალოგია

 
 
 
 
 
დემეტრე I
საქართველოს მეფე, 1125–1154
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავით V
საქართველოს მეფე, 1154–1155
 
 
გიორგი III
საქართველოს მეფე, 1155–1184
 
 
 
ბურდუხანი
ოსთა მეფის ასული
 
რუსუდანი
ქართველი დიპლომატი,
თამარ მეფის აღმზრდელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დემნა უფლისწული
 
 
 
 
თამარ დიდი
საქართველოს მეფე, 1184–1213
 
 
1. იური ბოგოლიუბსკი
სუზდალის დიდი მთავრის
ანდრეი ბოგოლუბსკის ძე
(იური და თამარი 1188 წელს განქორწინდნენ)
 
 
რუსუდანი
ბიზანტიელი უფლისწულის, მანუელ კომნენოსის მეუღლე
ტრაპიზონის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2. დავით სოსლანი
ბაგრატიონთა ოსური შტოს წარმომადგენელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გიორგი IV ლაშა
საქართველოს მეფე, 1213–1223
 
რუსუდანი
საქართველოს მეფე, 1223–1245
 
 
 
მოღის ედ-დინი
ერზინჯანის შაჰი
(ქორწინების შემდეგ მან ქრისტიანობა მიიღო
)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავით VII ულუ
საქართველოს მეფე, 1247–1270
 
 
 
 
დავით VI ნარინი
საქართველოს მეფე, 1245–1293
 
თამარი (გურჯი-ხათუნი)
 

წინაპრები

სქოლიო

  1. ბასილი ეზოსმოძღვარი ”ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”
  2. ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბილისი, 1959, გვ.20
  3. ამ თანამდებობაზე ადრე მყოფი გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ.
  4. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება II, გვ.120.
  5. Жизнь царицы цариц Тамар, стр.31
  6. ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ.140
  7. ამ თემას ეხება ი.ცინცაძე, ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან(X-XVI) გვ.127.
  8. ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, გვ.41.
  9. ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი: „ორი წლამდის გინა უმეტეს იყოს განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ.141)
  10. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი: „ორისა და ნახევარსა წელთა, ვითარ გურდემლი, მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებით რუსისათა.“
  11. ივ.ჯავახიშვილი, ქართული ერის ისტორია II, გვ.262
  12. ა.აბდალაძე, XII-XIII სს. საქართველოს ქრონოლოგიის შესწავლისათვის, მაც, თბ., 1974, გვ. 144-145
  13. ივ.შაიშმელაშვილი. შამქორი, ბასიანი. თბ., 1981, გვ. 23-24
  14. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ.270
  15. დღეისთვის შემორჩენილია ციხესიმაგრის მხოლოდ ნანგრევები
  16. История Азербайджана, Баку, 1958, с.134
  17. დღევანდელი ყარსი.
  18. ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით, რვაასი ათასი.
  19. ცხოვრება მეფით-მეფისა თამარისი, ქართლის ცოვრება II, გვ.133-134
  20. ივ.შაიშმელაშვილი. შამქორი, ბასიანი, თბ., 1981, გვ. 48-49.
  21. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 137-138.
  22. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქორბა {{ქვეყნის მონაცემები {{{1}}} | country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}
  23. ქართლის ცხოვრება, II, გვ.142.
  24. ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, თბილისი, 1983, გვ. 246
  25. [http://www.nojiki.ru/istr2.php Царица Тамара и Золотой век. {{ქვეყნის მონაცემები {{{1}}} | country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}]
  26. [http://ru.wikisource.org/wiki/ЭСБЕ/Трапезунтская_империя ტრაპიზონის იმპერია რუსულ ვიკიწყაროზე {{ქვეყნის მონაცემები {{{1}}} | country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}]
  27. კირილ თუმანოვი, "On the relationship between the founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar" in Speculum vol. 15 (1940) pp. 299–312.
  28. დაღესტანში ოცამდე ქართული წარწერაა დამოწმებული. იხ. История Дагестана, м., 1967, с. 215.
  29. 29.0 29.1 ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1959, გვ. 111–112
  30. როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბილისი, 2005, გვ. 149
  31. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIX, 1956, გვ. 153-157.
  32. „ისტორიანი და ზმანი შარავანდედთანი“ გადმოგვცემს, რომ ქართველ ვაჭრებს მაღალხარისხოვანი ნელსაცხებლები, შაქარი, ძვირფასი თვლები ალექსანდრიიდან შემოჰქონდათ.
  33. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია XIII-XIX სს., საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ.49
  34. მ.ლორთქიფანიძე, სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან XII ს. საქართველოში. კრებ. „საქართველო რუსთველის ხანაში“, თვ., 1966, გვ. 32-51.
  35. გ.მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და ფეოდალური ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973, გვ. 77-78.
  36. ნ.ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ.23-42.
  37. ი.დოლიძე, საქართველოს სამართლის ძეგლები, გამოცემა II, გვ.90.
  38. რ. მეტრეველის მოსაზრებით.
  39. ტაძრის წარწერებში მოხსენიებულია თამარ მეფე და დავით სოსლანი.
  40. ბასილი ეზოსმოძღვრელი
  41. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ, 290-291.
  42. თ.ჟორდანია, ქრონიკები, I, თბ., 1982, გვ.300-301.
  43. ი.ლოლაშვილი
  44. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 1979, გვ. 339.
  45. კორნელი კეკელიძემ თამარის გარდაცვალების თარიღად 1216 წელი მიიჩნია,
  46. ხოლო ს.კაკაბაძემ – 1207 წელი.
  47. თ.ნატროშვილის, გ.ჯაფარიძის და შ.დარჩაშვილის მტკიცებით თამარი 1210 წელს გარდაიცვალა.
  48. ქართლის ცხოვრება, II, გვ.113
  49. ქართლის ცხოვრება, II, გვ.146.
  50. ქართლის ცხოვრება, I, გვ. 369.
  51. იხ. ზ. კიკნაძე, თამარის ანდრეზული ხანა, მნათობი, 1982, №10, გვ. 154-158.
  52. იხილეთ. მ.ლორთქიფანიძე, რუსთველის ეპოქა, თბ., 1966, გვ. 95-96.
  53. ეს წერილი ქართველი საზოგადოებისთვის პირველად ცნობილი გახადა ზ.ავალიშვილმა.
  54. ი.ლოლაშვილი, თამარ მეფის აკლდამა გელათში, თბ., 1989, გვ. 36-39.

ლიტერატურა

  • რ.მეტრეველი., მეფე თამარი, თბ., 1991;
  • ს.ჯანაშია და ნ.ბერძენიშვილი., საქართველოს ისტორია, წგნ. 2, თბ., გამომცემლობა „მეცნიერება“, გვ.142-151;
  • თამარ მეფის დროინდელი მატიანე ("ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი") / ტექსტი გამოსაც. მოამზადა... მარინე ქადაგიძემ ; [რედ.: გიული ალასანია] - თბ., 2001
  • საქართველოს ისტორია–X კლასი / მ.ვაჩნაძე, ვ.გურული, მ.ბახტაძე / თბილისი, ,,არტანუჯი“, 2005 / ISBN 99940-11-30-8
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თამარ მეფე
წინამორბედი:
გიორგი III
საქართველოს მეფე
1184—1213
შემდეგი:
გიორგი IV ლაშა